გასართობიუცნაური

ადრე მეგონა რომ…


როცა ვაკვირდები თუ რა სასაცილო აზრები მომდიოდა თავში 6-7 წლისას სიცილით ვკვდები

ადრე მეგონა რომ ბრაზილიის ფეხბურთელებს მსაჯი ეუბნებოდათ ან მაგრა ითამაშებთ ან არადა ჯოჯოხეთში მოხვდებითო. მიკვირდა ამდენი გამარჯვება

ადრე მეგონა რომ მეტროს მატარებლის მემანქანეები იყვნენ “ცისფერები”.აბა შესაძლებელი იყო ნორმალურ კაცს ეგრე წვრილი ხმით დაეყვირა შემდეგი სადგური?

ადრე მეგონა რომ ბეტმენი და ჯელტმენი იყო ერთი და იგივე ოღონდ პირველი ყარაჩოღლურად

ადრე მეგონა რომ თუ ვაჟკაცი და ნამდვილი მამულიშვილი იყო ადამიანი თავ ზემოთ და ოდნავ გვერდით აწეული უნდა ევლო

ადრე მეგონა რომ ჯარი სომხურად იყო ჯართი.ერთი სომეხი ნაცნობი დენდს თამაშობდა ჩემთან და ჯარისკაცებს რო ხოცავდა ამბობდა მოდით მოგკლავთ თქვე ჯართებოო.

ადრე მეგონა რომ ტელევიზორში ხალხი ნამდვილად იჯხდა ეს აისახებოდა ბოროტი ძიის ეკრანზე გამოჩენის შემთხვევაში ტელევიზორზე მუშტების რტყმა

ადრე მეგონა რომ ვარკეთილის გარდა ყველგა უბანში ჩამორჩენილი ხალხი ცხოვრობდა რომლებც არც ბანაობდნენ არც მანქანები ჰყავდათ და არც არანაირი ტექნოლოგია არ გააჩნდათ

ადრე მეგონა რომ მარშუტკის მძღოლისთვის არამარტო ჩასვლისას არამედ ასვლისასაც უნდა გადაგეხადა ფული

ადრე მეგონა რომ თუფაქი სიმღერებს კუბოში და დიიდ და ბნეეეელ გამოქვაბულში წერდა სადაც დევილის სავანე იყო

ადრე მეგონა რომ ბავშვი ნამდვილი მუცლიდან გამოდიოდა (აი კუჭ ნაწლავები სადაც არის).ეს კარგად ეხაც არ ვიცი შეიძლება მართლაც ესეა

ადრე მეგონა რომ ქუჩაში რამდენ ადამიანსაც ნახავდი ყველასთვის გამარჯობა უნდა გეთქვა

სულ ეს იყო.რათქმა უნდა ყველაფერი ვერ გავიხსენე

P.S თქვენც დაწერეთ ესეთები კომენტარებში

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close