მისტიკასაკითხავიუცნაური

იდუმალებით მოცული საოცრებები


თითოეული აქ აღწერილი საოცრება ადამიანის ლოგიკასა და წესრიგისადმი მიდრეკილებას ეწინააღმდეგება. მართლაც უნიკალური და იშვიათი ადგილები თუ ნაგებობები…

ნაზკას ნახატები – პერუს სამხრეთ სანაპიროზე, ნაზკას შექმნილი ეს ნახატები ახ.წ. I საუკუნით თარიღდება.ისინი გეომეტრიულ ფიგურებს, მცენარეებსა და ცხოველებს გამოხატავენ.

ამ ნახატის სიგრძე 50 მეტრს შეადგენს, თუმცაღა არის ზომით კიდევ უფრო დიდი ნახატები.
მათი აღქმა მხოლოდ დიდი სიმაღლიდანაა შესაძლებელი. სწორედ ამის გამო, გამოითქმის ვარაუდი, რომ ისინი უცხოპლანეტელებმა შექმნეს. ნახატების შექმნის ნამდვილი მიზეზი კი ჯერ კიდევ უცნობია.

პიზის დახრილი კოშკი – მსოფლიოს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი შენობაა, პიზის კათედრალური ტაძრის სამრეკლო. იგი სამ ეტაპად შენდებოდა 1173-1350 წლებში. როდესაც კოშკის 8 სართულიდან, 3 უკვე აშენდა, აღმოჩნდა, რომ საძირკველი რბილ მიწაში ეფლობოდა და, ამის გამო, კოშკი გვერძე იხრებოდა. ამ მდგომარეობის გამოსწორების ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა. მეცნიერები დღემდე ცდილობენ ამ პროცესის შეჩერებას. საოცარი ისაა, რომ, ასეთი დახრილობის მიუხედავად, კოშკი არ ინგრევა. ის ითქოს არ ემორჩილება მიზიდულობის ძალას.

კაპადოკიის კლდის ქალაქი – დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ლანდშაპტის მქონე კაპადოკიაში კლდეში გამოკვეთილი მიწისქვეშა ქალაქი მდებარეობს. დაახლოვებით სამი მილიონი წლის წინ ახლომდებარე ვულკანებიდან ლავა ამოიფრქვა, რომელიც გაციების შედეგად ქვად იქცა. მას შემდეგ რბილი კლდეები ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, იშლებოდა. სწორედ ბუნებრივი გზითაა მიღებული ეს მართლაც საოცარი ქალაქი.

ჯენეს მეჩეთი – ჩრდილოეთ აფრიკაში, მალის ქალაქ ჟენეში მდებარე ჯუმა-მეჩეთი მსოფლიოში უდიდესი თიხის ნაგებობაა. ის 1906-07 წლებში ააგეს მზეზე გამომშრალი თიხის აგურებისგან. იგი მნახველებს ქვიშის ციხესიმაგრეს აგონებს თავისი კოშკურებითა და შპილებით.

წვიმიან სეზონზე, როდესაც მეჩეთის გვერდით მდებარე მდინარე დიდდება, ჯენე ერთგვარ კუნძულს ემსგავსება. მეჩეთის ნაწილი ამ დროს წყალს მიაქვს. გამოდარების შემდეგ, მეჩეთის კედლებს ხელახლა ლესავენ, რათა ჩამონგრევას გადაარჩინონ.

კიაიკ-ჰტი-იოს პაგოდა – ბირმაში, შვეგიინის რაიონში, კელასას მთების ჩრდილოეთის ერთ-ერთ მწვერვალზე ქვეყნის ყველაზე წმინდა ნაგებობა დგას. კაიაკ-ჰტი-იოს პაგოდა ოქროთი დაფარულ ქვაზე დგას და როგორ ინარჩუნებს წონასწორობას, ნამდვილად ვერ გეტყვით.

ეს ქვა ამ ადგილას როგორ მოვიდა, არავინ იცის, მაგრამ არსებობს ლეგენდა, რომ ერთ დროს, ის ჰაერში იყო დაკიდებული და მის ქვეშ “კრუხი ბუდეს გაიკეთებდა”. დღეს ამბობენ, რომ ქვა ბუდას თმის ერთ ღერზე დგას, რომელიც აქ სამლოცველოს დამაარსებელმა ბერმა მოიტანა. მიიჩნევენ, რომ ოქროთი დაფარულ ქვას სწორედ ამ ბერის თავის ქალის ფორმა აქვს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close