კულტურაუცნაური

56 წლის ფეხბურთელი

7b669c01a53e
ერთი შეხედვით დაუჯერებელი რამ მოხდა ბელარუსის პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩში. მიმდინარეობდა “ბატესა” და ბრესტის “დინამოს” დაპირისპირების 90-ე წუთი, როდესაც სტუმართა რიგებში მოედანზე გამოვიდა იური პუდიშევი. ეს სწორედ ის პუდიშევია, რომელიც 1982!!! წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა მინსკის “დინამოს” შემადგენლობაში.ამჟამად 56 წლის “ფეხბურთელს” კარიერა 1994 წელს ჰქონდა დამთავრებული. მას შემდეგ იგი წვრთნიდა “ბატესა” და ბელარუსის 21 წლამდელთა ნაკრებს. პუდიშევი ასევე იყო მინსკის “პარტიზანისა” და ბელარუსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწეც.

როგორც ჩანს, 56 წლის ახლ უკვე კვლავ ფეხბურთელს მწვრთნელობა მობეზრდა და საფეხბურთო მინდორზე დაბრუნება გადაწყვიტა. მისი ფეხბურთელად ხელმეორედ დაბადება ჩემპიონატის ლიდერ “ბატესთან”, გასვლაზე, 0:2 წაგებულ მატჩში შედგა. საინტერესოა, რომ მიუხედავად წაგებისა და მხოლოდ რამდენიმე წუთით თამაშისა, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ იური პუდიშევი დასახელდა.
თამაშის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა მატჩის “გმირმა”, რომელმაც ფორმის აღდგენის ორიგინალური მეთოდი გაგვიმხილა: “ბატესთან” მატჩისთვის ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდი: დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი და ვღებულობდი ლუდსა და არაჟანს. პროგრესი აშკარად შეინიშნება, უკვე 5 კილო დავიკელი. ყველამ კარგად დაიმახსოვროს – სანამ იური პუდიშევი ცოცხალია, ის ფეხბურთს ითამაშებს. ამაში ხელს ვერავინ შემიშლის” – ციტირებს ბელარუსის ჩემპიონატის აბსოლუტური რეკორდსმენის სიტყვებს Goals.by.
აქვე გაცნობებთ, რომ პუდიშევის თანაგუნდელები არიან ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები, ზაზა ჭელიძე და უჩა გოგოლაძე. ეს უკანასკნელი ახალ თანაგუნდელზე თითქმის 3-ჯერ პატარაა.

12654069909d

ინფორმაციის წყარო: გაზეთი მსოფლიო სპორტი

მსგავსი ამბები

Back to top button