არქივი

ჰუნები (“ღვთის რისხვა” ანუ ატილა)

attila

ამ პოსტში მოგიყვებით აზიური ტომების ჰუნების შესახებ, რომლებიც დღევანდელიევროპის ტერიტორიაზე
გადმოსახლდნენ და მთლიანად შეცვალეს ევროპის პოლიტიკური რუკა.

უცნობია, რა მიზეზებით მიატოვეს ჰუნებმა შორეული ჩინეთის მოსაზღვრე აზიის სტეპები (სტეპები – ხრიოკი ადგილები, მგონი სწორად მახსოვს :)) და დაიძრნენ დასავლეთისკენ. 375 წელს ჰუნები თავს დაესხნენ გოთების გერმანულ ტომებს, რომლებიც იმ დროს რომის იმპერიის მიღმა, შავი ზღვის ჩრდილოეთში ცხოვრობდნენ. გოთები შესანიშნავი მეომრები იყვნენ თუმცა ჰუნთა ურდოებმა მალევე გატეხეს ისინი. გოთების ერთი ნაწილი – ოსტგოთები დაემორჩილნენ ჰუნებს, ვესგოთებმა კი უკან დაიხიეს რომის საზღვრებისკენ, თავის გადასარჩენად რომის იმპერიას შეეკედლნენ… :ae: …..

თუ აქამდე ამ ტერიტორიაზე რომის იმპერიას ქონდა გავლენა, ჰუნების გამოჩენისშემდეგ ძალთა თანაფარდობა შეიცვალა იმპერიის საწინააღმდეგოდ. ჰუნების ტომთა გაერთიანება განსაკუთრებით ძლიერი გახდა “ღვთის რისხვად” წოდებულ ატილას მმართველობისას. ის რკინის ხელით მართავდა ჰუნებს და დამორჩილებულ ხალხს. მათი მთავარი ბანაკი სამხედრო ძალებით განლაგებული იყო დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე ატილას წინამძღოლობით ჰუნებმა გაანადგურეს ქვემო რაინზე მდებარე გერმანული ტომის ბურგუნდების სამეფო. ატილამ დალაშქრა და ხარკი დაადო აღმ. რომის იმპერიას – ბიზანტიას.

451 წელს ატილამ თავისი ურდოები ლაშქრობისთვის გალიისკენ დაძრა. ჰუნებმა გადალახეს რაინი და განაგრძეს გზა სამხრეთ-დასავლეთით მათ დასახვედრად გამოვიდა არმია სხვადასხვა გერმანული ტომების გაერთიანებებით რომაელი მხედართმთავრის აეცეუსის წინამძღოლობით. ბრძოლა კატალაუნის ველებზე მოხდა და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრძოლად იქცა, რომელშიც იმდროინდელი ევროპის თითქმის ყველა ტომისხალხი იბრძოდა. ვერცერთი მხარე ვერ იმარჯვებდა, ბრძოლა თანაბარი იყო. ბოლოს ატილა იძულებული გახდა უკან დაეხია.

ატილას დამარცხება არ ნიშნავდა იმას რომ “ღვთის რისხვა” ევროპას აგარ მოევლინებოდა მომდევნო წელსვე ჰუნები იტალიაში შეიჭრნენ და რომისკენ აიღეს გეზი, იმ დროის მხდალმა იმპერატორმა ვალენტინიან III ბრძოლა ვერ გაბედა და ფაქტიურად უბრძოლველა აპირებდა რომის დათმობას, თუმცა რომის პაპმა ლეოI ძვირფასი ძღვენი მიართვა ატილას და ისიც უბრძოლველად უკან გაბრუნდა. რომაელებმა ეს სასწაულა აღიქვეს. გოთი ისტორიკოსი იორდანესი ჰუნების შესახებ ასეთ რამეს წერდა:

“შეიძლება ისინი იმარჯვებენ არა იმდენად ბრძოლით, რამდენადაც საშინელი, თავზარდამცემი გარეგნობით.. მათი გარეგნობა აფრთხობდათ საშინელი სიშავით, შეიძლება ითქვას სახის ნაცვლად გონჯი გუნდა ქონდათ, რომელსიც თვალის ნაცვლად ნახვრეტები იყო. მათი მრისხანე გარეგნობა ამჟღავნებდა მათი სულის სიმკაცრეს, ისინი მხეცებივით ექცევიან თავის შთამომავლობასაც, დაბადების პირველ დღეებშივე ვაჟებს ლოყებს რკინით უპობენ, რათა სანამ დედის რძეს იგრძნობენ ჭრლობის გემო გასინჯონ. ამიტომ ისინი უწვეროდ ბერდებიან და მოკლებულები არიან სიყმაწვილის სილამაზესაც. სიმაღლით ტანმორჩილები თუმცა მოძრაობაში მკვირცხლები განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ ცხენოსნობისკენ, კარგად ისვრიან მშვილდ-ისარს. მაგარი კისრის წყალობით ყოველთვის ამაყად არიან გამართულები. ადამიანის იერით ისინი ცხოველურ ველურობაში ცხოვრობენ.”

რომაელი ისტორიკოსი ჰუნებზე ამბობდა, რომ ომის დროს გულისგამგმირავად ყვიროდნენ, მსუბუქი შეიარაღება ქონდათ ტანზე უხეში სელი ან ტყავი ემოსათ. საოცარი სისწრაფით შეეძლოთ ბრძოლის დროს მანევრირება. ერთხელ ჩაცმულ ტანსაცმელს ისინი არასოდეს იხდიდნენ სანამ არ შემოაცვდებოდათ, მუდამ ცხენზე იყვნენ; საუბრის დროს, ჭამის დროს ძილითაც კი ცხენზე ეძინათ. მუდმივი საცხოვრებელი არ ქონდათ, თითქოს დევნილები იყვნენ.

ახლა კი ისევ გოთი ისტორიკოსი იორდანესი ჰუნების მმართველის ატილას შესახებ:

“ეს კაცი იყო მოწოდებული შეეძრა მსოფლიო. კაცი რომელიც ამოუცნობი მიზეზების გამო უსაზღვრო შიშს გვრიდა ყველას. ალბათ იმ სასტიკი სახელის გამო რომელიც მან დაიმკვიდრა.

იგი იყო ტანმორჩილი, მხარგანიერი, მსხვილთავა. ჰქონდა პატარა თვალები, თხელი ჭაღარა წვერი, ჭაღარაგარეული თმა, ჩაჭყლეტილი ცხვირით, საზიზღარი კანის ფერით, ის წარმოაჩენდა თავისი წარმოშობის ყველა ნიშანს. თავის ძალაუფლებას მიხვრა-მოხვრაშიც ამჟღავნებდა, ამაყად მიაბიჯებდა გარშემო თვალის ბრიალით. ომის მოტრფიალე იყო, მაგრამ თვითონ ბრძოლას თავს არიდებდა. მთხოვნელთა მიმართ არ იყო მკაცრი. ასევე ლმობიერი იყო მათ მიმართ ვინც დაემორჩილებოდა.”

სულ ეს იყო ჰუნების და ატილას შესახებ. მგონი ძალიან საინტერესოა ;)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button