TECH & მეცნიერებაკულტურა

ჩინეთში ტრანსპორტის ახალი სახეობა გამოიგონეს

ef462cbd96e5
ჩინეთში ტრანსპორტის ახალი სახეობა გამოიგონეს.
ef462cbd96e5
თუკი ჩემოდანს აქვს ბორბლები, მაშინ მისი ტრანსპორტირება გაცილებით იოლია, მაშინ რატომ არ ვაიძულოთ მას, რომ თვითონ იაროს? თან ისე, რომ ჩანთამ თავისი მფლობელი თვითონვე ატაროს. ეს იდეა თავში მოუვიდა ფერმერ He Liangcai-ს და გადაწყვიტა მისი მაშინვე რეალიზირება, სანამ სხვა გამომგონებლები დაიტაცებდნენ მის იდეას.

ორი წლის წინ გაჩნდა უცნაური ჩემოდანი სახელწოდებით Micro Luggage Scooter იმ ხალხისთვის, რომლებიც დიდ დროს უთმობენ მოგზაურობას. ამ ჩემოდნის განსხვავება ის არის, რომ ის შეგიძლიათ აქციოთ პატარა თვითმგორავ ჩანთად აეროპორტში და გამზირებზე სასიარულოდ.
41b69af45fa4
ჩინეთში კი გამოიგონეს მისი მსგავსი ჩემოდანი. ისიც შეგიძლიათ გადააქციოთ სატრანსპორტო საშუალებათ, მაგრამ ელექტრონული ძრავით მას შეუძლია თვითონ გადაადგილდეს.

10 წელი მოყვარული გამომგონებელი He Liangcai მუშაობდა იმაზე, რომ შეექმნა კომპაქტური ელექტრო მოტორი, რომელიც პრაქტიკულად საერთოდ არ დაიკავებდა დიდ ადგილს ჩემოდანში. ჩანთის მთავარი დავალება ხომ მაინც იმაში მდგომარეობს, რომ გადაიტანოს ტვირთი და არა ადამიანი.
543ab75ad455
He Liangcai საბოლოო ჯამში გამოიგონა კომფორტული ჩემოდანი ელექტრონული ძრავით და ბორბლებით. მას შეუძლია ერთი დატენვით გაიაროს 50კმ, ხოლო მისი სიჩქარე შეადგენს 20კმ/სთ-ს. ჩემოდანი ნივთების გარეშე იწონის 7 კილოგრამს.

მსგავსი ამბები

Back to top button