არქივი

ეგზოპლანეტები (ნაწ.1)

jp6fa

აი დაპირებული ეგზოპლანეტებიც :) იმედია მომგეწონებათ. მეკი შეყვარებული ვარ ამ პოსტზე :lol2:
აქ კოსმიური ეგზოტიკის ნამდვილ სიახლეებს გაიგებთ და არა უბრალოდ მეცნიერთა ვარაუდებს

ჯერ კიდევ 1994 წელს კოსმოლოგებს ოცნებად მიაჩნდათ მზის მაგვარი ვარსკვლავების აღმოჩენა, ანუ ისეთების რომელთა ორბიტაზე სხვა პლანეტებიც იმოძრავებდნენ. თუმცა სულ რაღაც 1 წლის შემდეგ პირველი ასეთი ვარსკვლავი იქნა ნაპოვნი. ეს იყო აღმოჩენა რომელმაც სათავე დაუდო აღმოჩენათა ნიაღვარს დღემდე რომ ღვარცოფივით ატყდება და იპყრობს ასტრო-ფიზიკოსთა გონებას.

ამჟამად უკვე ცნობილია დაახლოებით 500 ისეთი პლანეტა რომელიც სხვადასხვა ვარსკვლავის ორბიტაზე ბრუნავს და ჩვენი მზის სისტემის მაგვარ სისტემებს ქმნის. მათი პოვნის მეთოდი არაპირდაპირი იყო იქიდან გამომდინარე რომ მანძილი ჩვენსა და იმ პლანეტებს შორის ხშირად იმდენად დიდია რომ ადამიანის წარმოდგენებსაც სცდება. მეცნიერები აკვირდებიან და ზომავენ ამ პლანეტათა ეფექტს იმ ვარსკვლავებზე რეომელთა გარშემოდაც ისინი ბრუნავენ. ანუ აკავირდებიან იმ მახასიათებლებს რომლებიც სვარაუდოდ ისეთ ვარსკვლავს უნდა ჰქონდეს  რომლის გარშემოც პლანეტები ბრუნავენ. ამის საფუძველზე ჩნდება ვარაუდი რომ იქ სადღაც შორეულ კოსმოსში ვარსკვლავს პლანეტათა სისტემა აქვს. კონკრეტულად ამ პლანეტათა დანახვა კი 2005 წლამდე შეუძლებელი იყო. ამ დროს გადაიღეს პირველად სხვა ვარსკლავის გარშემო მბრუნავი პლანეტების სისტემა.

2010 წლის ოქტომბრისთვის კიდევ 7 ასეთი პლანეტის შემჩნევა შეძლეს და გადაიღეს, მალე კიდევ მეტს ელოდებიან. გთავაზობთ პატარა გელერეას ამ სურათებისას მცირედი ახსნებით. გალერეაში თავმოყრილია საუკეთესოები.

ის სურათი რომელსაც ზემოთ ხედავთ ერთ-ერთი მხატვრის ნამუშევარია. ის მანამ დახატეს სანამ ჩვენი იარაღი ჯერ კიდევ ჩვენი ფანტაზია იყო. მაგრამ ახლა ეს შეიცვალა. ისიც მართალია რომ ძალიან დიდი დრო გავა მანამ სანამ პლანეტათა სურათების ისეთი დეტალიზებული ვარიანტის გადაღებას შევძლებთ როგორიც ზემოთაა დახატული. მაგრამ დღეისთვის ჩვენ არც ნაკლებად განმაცვიფრებელ სურათებს ვიღებთ და ვსწავლობთ ბევრს ამ ეგზოტიკურ სამყაროზე.

3knzy

ეგზოპლანეტა 1: პირველი იმათგან რაც კი ოდესმე ადამიანის თვალს უნახავს

ეს გახლავთ პირველი, ისტორიული მნიშვნელობის მქონე სურათი პლანეტისა, რომელიც გარს უვლის ვარსკვლავს. არსებობს მოსაზრება რომ ეს ვარსკვლავი „ყავისფერ ჯუჯათა“ კატეგორიას მიეკუთვნება (ანუ მატყუარა ვარსკვლავი) ვარსკვლავის სახელია: 2MASSWJ1207334-3932  მისი შემოკლებული ვარიანტი კი 2M1207.  230 სინათლის წელიწადი გვაშორებს ამ ვარსკვლავს. ეს მატყუარა შეფერილობის ინფრა-წითელი სურათი ვარსკვლავს ლურჯ ფერს აძლევს და პლანეტას კი წითელს.

ეს პლანეტა პირველად 2004 წელს შენიშნეს მაგრამ ასტრონომებს ერთი წელი დასჭირდათ იმის დასამტკიცებლად რომ ეს მართლაც ვარსკვლავის ორბიტაზე მყოფი პლანეტა გახლავთ. დროის განმავლობაში როდესაც ვარსკვლავის ცოტათი ჩვენსკენ მოახლოვება შეინიშნა ასევე ნათელი გახდა რომ პლანეტაც მასთან ერთად ახლოვდებოდა თითქოს გადაბმული წყვილი ყოფილივნენ.

მართალია სურათმა ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა მაგრამ ბევრი ადამიანი მაინც უკმაყოფილო დარჩა. „ყავსფერი ჯუჯები“ უფრო დიდები არიან ვიდრე ჩვეულებრივ პლანეტები მაგრამ არა იმდენად დიდები რომ ვარსკვლავებს ჰგავდნენ.  და რადგან დატკცდა რომ 2M1207 b მართლა პლანეტა იყო დადგა დრო ახალი აღმოჩენებისთვის დაეცადათ..

დიდი ხნით ცდა არც დასჭირვებიათ…

r7gg7

ეგზოპლანეტა 2: მტვრის მარცვალი საურონის თვალში.

როდესაც პირველად ეს სურათი გამოქვეყნდა ბევრს გაეცინა. ჩვენ რა საურონის ნამდვილი თვალი გადავიღეთო?

ამ სურათში ვარსკვლავი ფაქტობრივად არ ჩანს. ეს მისი სიკაშკაშის ბრალია. მისი ნათება ქმნის ნიღაბს მის გარშემო რაც თვალისთვის ძნელად დასანახს ხდის. განმაცვიფრებელია მაგრამ ეს პატარა მანათობელი მტვერი სულაც არა პატარა. ეს არის დიამეტრით დაახლოებით 36 მილიარდი კილომეტრის სიგრძის წრე.

შიგნით ჩამალულია ეგზოპლანეტა სახელად Fomalhaut b.  თურმე პირველად ისიც 2004 წლისათვის შეუნიშნავთ თუმცა 2 წელი დასჭირდა ამის ნაწილობრივ დასაბუთებას და კიდევ ორი წელში კი იმავე მიდამებში კიდევ ერთი ეგზოპლანეტა დაინახეს პირდაპირი გზით.

Fomalhaut  ორბიტას 18 მილიარდი კილომეტრის დისტნცია აქვს მაგრამ მისი მასა ცნობილი არაა. დაახლოებით დათვლილია რომ იუპიტერზე სამჯერ დიდი უნდა იყოს (უფრო მასიური რომ იყოს მაშინ გაცილებით მეტი სიკაშკაშე უნდა ჰქონდეს). განსაცვიფრებელია ისიც რომ ვარსკვლავი მილიარდჯერ უფრო კაშკაშაა ვიდრე პლანეტა და ეს მათზე დაკვირვებას წარმოუდგენლად აძნელებს.

8hg74

ეგზოპლანეტა 2 (ნაწილი II): სამყარო მოძრაობაში.

წინა სურათმა გვიჩვენა Fomalhaut b რომელიც 25 სინათლის წელიწადითაა დედამიწიდან დაშორებული ეს სურათი უფრო კარგად აჩვენებს იმას თუ როგორ დაამტკიცეს მეცნიერებმა რომ  ეს მართლაც პლანეტა იყო.  დააკვირდით სურათს, ორი წლის პერიოდში მხოლოდ მცირედი გადაადგილება თუ შეინიშნა ამ პლანეტისა და მისი პარტნიორი ვარსკვლავისა. 870 წელი სჭირდება ამ პლანეტას რომ მის ვარსკვლავს ერთხელ შემოუაროს.

u0ffa

ეგზოპლანეტა 3, 4 და 5: ეგზოპლანეტათა ოჯახის პირველი სურათი

იმავე დღეს როდესაც სტრონომება შეამჩნიეს თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი Fomalhaut b

მათ თვალწინ კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი გადაიშალა: პირველი სურათი რომელმაც აღბეჭდა ეგზოპლანეტათა სისტემა.

მათ იპოვეს არა უბრალოდ ერთი პლანეტა არამედ სამი. ისინი გარს უვლიან ვარსკვლავს სახელად  HR 8799. ეს ვარსკვლავი ცოტათი ცხელი და მასიურია მზესტან შედარებით.  დაახლოებით 130 სინათლის წელიწადი გვაშორებს მას. ვარსკვლავი 60 მილიონი წლისაა. დიდი ხნის განმავლობაში მისი დიდი ნათება შეუძლებელს ხდიდა სხვა პლანეტების დანახვას მის გარშემო.

პლანეტებს დაარქვეს b,c და d  და შესაბამისად ისინი 7-ჯერ, 10-ჯერ და 10-ჯერ უფრო მასიურები არიან ვიდრე იუპიტერი. b,c და d  თავიანთი ვარსკვლავიდან დაშორებულები არიან შესაბამისად 68, 38 და 24-ჯერ მეტი მანძილით ვიდრე დედამიწაა დაშორებული მზისგან.

მასების გათვალისწინებით უდავოა რომ HR 8799 b ნამდვილად პლანეტაა მაგრამ დანარჩენი ორის მასა ისეთია რომ შესაძლებელია „ყვაისფერი ჯუჯებიც“ აღმოჩნდნენ.

ეგზოპლანეტათა აღმოჩენა საკმაოდ რთულია და მძიმე მუშაობას მოითხოვს. კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით ეძებენ მათ მიერ გამოტყორცნილ სინათლეებს, იჭერენ სურათების სახით, შემდეგ აანალიზებენ, მოკლედ ძაან გულმოდგინედ მუშაობენ სამყაროზე შეყვარებული ადამიანები.

h8018
ეგზოპლანეტებზე დაკვირვების მომავალი

და მაინც, საით მივექანებით?

მთელს ასტრონომიაში ეგზოპლანეტათა პირდაპირი გზით გადაღება ჯერ კიდევ ახალი ხილია. 10 წლისწინ ასეთი რამ არ არსებობდა და ასტრონომების ოცნებას წარმოადგენდა. ამჟამად კი გვაქვს ნამდვილი სურათები რომლებიც ასახავენ ნამდვილ პლანეტებს.

თანამედროვე სპექტროსკოპიის გამოყენებით კი შეისწავლება ის თუ რამდენად ცხელია ესა თუ ის ვარსკვლავი და რა სახის ატმოსფერო აქვთ სხვადასხვა პლანეტებს. ვინ იცის იქნებ ამ ახალი კოსმოური ტელესკოპების საშუალებით ერთ დღესაც რომელიმე პლანეტის ატმოსფეროში მოლეკულური ჟანგბადიც კი შევნიშნოთ.

ამჟამად ეს არის ასტრონომებისა და კოსმოლოგების ძირითადი მიზანი. იპოვონ პლანეტა რომელზეც შესაძლოა იყოს სიცოცხლე ან იყოს ადამიანებისთვის საცხოვრებლად ვარგისი. ადამიანებმა ადრე თუ გვიან ხომ აუცილებლად უნდა დატოვონ დედამიწა როდესაც ის საცხოვრებლად სრულიად გამოუსადეგარი გახდება ან კიდევ მაშინ როდესაც მასზე ცხოვრება აღარ იქნება ისეთი უსაფრთხო როგორიც ახლაა (დიდ გამყინვარებასა და მეტეორების შემოტევას ვგულისხმობ რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ერთხელ ხდება მაგრამ მაინც ხდება). ეს ის რეალობაა რომელსაც კაცობრიობა ვერ გაექცევა. მეკი ნამდვილად მჯერა რომ კაცობრიობა ნელნელა აღწევს ისეთ განვითარებას რომ შეძლოს ახალი ვარგისი პლანეტის აღმოჩენა და მასზე გადასახლება.

შეიძლება ბევრისთვის პოსტები ესეთ თემებზე სულაც არ იყოს საინტერესო მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები ვისაც ეს თემა დააინტერესებს. ჰოდა ამ პოსტზე მუშაობისას მე იმდენად დიდი სიამოვნება მივიღე რომ არ მინდოდა ესე უბრალოდ დამედო. მერე მომაფიქრდა რომ პირადად ვინმესთვის მიმეძღვნა ეს პოსტი. ვინ უნდა ყოფილიყო თუ არა ისევ ჩემი პოსტების ყველაზე აქტიური მკითხველი და კარგი დამფასებელი :)

მოკლედ კიდევ ბევრი რო არ ვიტლიკინო პოსტი ეძღვნება Nightwishes-ს :kiss:

ჩემი მადლობა კი ყველა იმ ადამიანს რომელიც ცოტათი მაინც დაინტერესებულია მეცნიერებით

მალე შემოგთავაზებთ ამ პოსტის მეორე ნაწილსაც.

წყარო: mecnieri.co.cc და Discovery Blogs

მსგავსი ამბები

Back to top button