საკითხავისასარგებლოსურათები

დალაი ლამა

უდიდესი ადამიანის ცხოვრება…

მისი უწმინდესობა ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო (დაბადების სახელი ლჰამო დონდრუბი)1912 წლიდან ტიბეტი დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთისგან განსხვავებით, ტიბეტმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ჩინეთში კი ხელისუფლებაში მოსული კომუნისტები, მაო ძედუნის მეთაურობით ტიბეტს საკუთარი ქვეყნის ნაწილად მიიჩნევდნენ. ტიბეტი მკაცრ იზოლაციურ პოლიტიკას ატარებდა და პრაქტიკულად არცერთ ქვეყანასთან არ ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები და არც გაეროში იყო გაწევრიანებული, რამაც ჩინეთს გაუადვილა საქმე.

1949 წლის მიწურულს ტიბეტისთვის ცხადი გახდა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე. ჩამორჩენილ ტიბეტს ჩინური აგრესიის შეჩერების პრაქტიკულად არანაერი შანსი არ ჰქონდა. 1950 წელს ჩინეთის წითელი არმია შემოიჭრა ტიბეტში და დაიკავა ქვეყნის აღმოსავლეთი. ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილება მხოლოდ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა. ამ დროს დალაი ლამა ჯერ არ იყო სრულწლოვანი და ქვეყანას მის ნაცვლად რეგენტი მართავდა. ტიბეტელები გამოდიოდნენ ძალაუფლების დალაი ლამისთვის გადაცემის მოთხოვნით, ხალხი მას, როგორც უკანასკნელ იმედს აღითქვამდა. 17 ნოემბერს 16 წლის დალაი ლამა ოფიციალურად გახდა ქვეყნის მმართველი და მთავრობის მეთაური, მაგრამ ჩინეთის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.

1954 წელს დალაი ლამა ჩავიდა ბეიჯინში მაო ძედუნთან და კომუნისტური პარტიის სხვა ლიდერებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. 1956 წელს იგი ინდოეთში ჩავიდა ბუდას 2500 წლის აღსაღნიშნავად, სადაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ჯავახარლალ ნერუს შეხვდა.

1959 წლის ზამთარში, ლოცვის ფესტივალზე მონლამზე, ლჰასას მთავარ ტაძარში დალაი ლამას საბოლოო გამოცდა ჩატარდა 20 000 ბერის თანდასწრებით, რომლის შედეგადაც მან ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.

დალაი ლამას სამშვიდობო ინიციატივები გაბათილებულ იქნა ბეიჯინგის ხისტი პოლიტიკით აღმოსავლეთ ტიბეტში, რამაც მალევე დიდი არეულობა და ანტი ჩინური აჯანყებები გამოიწვია ტიბეტში. 1959 წლის 10 მარტს ლჰასაში დაიწყო უპრეცენდენტო მაშტაბის აჯანყება, რომლის მონაწილეები ითხოვდნენ ჩინელების ტიბეტიდან წასვლას და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. აჯანყება ჩინეთის არმიამ სასტიკად ჩაახშო. დალაი ლამა იძულებული გახდა დაეტოვებინა ტიბეტი და მან თავი ინდოეთს შეაფარა, სადაც მან და კიდევ 80 000 ტიბეტელმა პოლიტიკური დევნილების სტატუსი მიიღეს. მას შემდეგ ტიბეტის დევნილი მთავრობა ქალაქ დჰარმსალაში განთავსდა, რომელსაც ტიბეტელები პატარა ლჰასას უწოდებენ.

დალაი ლამას კურთხევა მოხდა 1940 წლის 22 თებერვალს ლჰასაში. 6 წლის ასაკიდან მან დაიწყო განათლების მიღება ტრადიციული ტიბეტური სისტემით, რომლის თანახმადაც იგი სწავლობდა ხუთ დიდ მეცნიერებას: ლოგიკა, ტიბეტური ხელოვნება და კულტურა, სანსკრიტი, მედიცინა და ბუდისტური ფილსოფია და ხუთ მცირე მეცნიერებას: პოეზია, მუსიკა და დრამატული ხელოვნება, ასტროლოგია და სიტყვიერება. მისი დამრიგებლები იყვნენ ლინგ რინპოჩე და ტრიჯანგ რინპოჩე. 25 წლის ასაკში კი დალაი ლამამ ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორის – გეშე ლჰარამბას წოდება მიიღო.

დალაი ლამა 14 წლის იყო, როდესაც იგი პირველად შეხვდა და შემდეგ დაუახლოვდა ტიბეტში მცხოვრებ ავსტრიელ ალპინისტს ჰაინრიხ ჰარერს, რომელმაც მოგვიანებით აღწერა მათი ურთიერთობა თავის წიგნში “შვიდი წელი ტიბეტში”.

დაიბადა 6 ივლისს 1935 წელს ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამდოში. ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერი ლიდერი, რომლებსაც სწამთ, რომ იგი არის ბუდისტური წმინდანის ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის ბოდხისავატას, რეინკარნაცია, რათა ემსახუროს დედამიწაზე ყოველ ცოცხალ არსებას და შვება მოუტანოს მათ.

დალაი ლამას აღიარებული 1937 წელს, 1950 წელს გახდა ტიბეტის მმართველი. 1959 წლიდან დევნილია და ცხოვრობს ინდოეთში, ქალაქ დარამსალაში, სადაც მეთაურობს ტიბეტის დევნილ მთავრობას. 1989 წელს იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის სფეროში.

ლჰამო დონდრუბი დაიბადა გლეხის ოჯახში, ამდოში, სოფელ ტაგცერში. იგი 9 შვილიანი ოჯახის მეხუთე შვილი იყო. მისი მშობლები, ისევე როგორც სოფლის სხვა ბინადრები ქერის, ხორბლის და კარტოფილის მოყვანით იყვნენ დაკავებულნი. ლჰამოს უფროსი ძმა, ტუფტენ ჯირგმე ნორბუ 8 წლის ასაკში აღიარებული იყო როგორც დიდი ლამა ტაკცერ რინპოჩეს რეინკარნაცია. დალაი ლამა საკუთარ წარმომავლობაზე წერს თავის ავტობიოგრაფიაში “ჩემი მიწა – ჩემი ხალხი”:

“მე რომ მდიდარ არისტოკრატიულ ოჯახში დავბადებულიყავი, მაშინ ვერ გავიგებდი უღარიბესი ტიბეტელების სურვილებს და გრძნობებს. მაგრამ ჩემი უბრალო წარმომავლობის წყალობით, მე შემიძლია გავუგო მათ, წინასწარ ვიგრძნო მათი აზრები, ამიტომაც ასე თანავუგრძნობ მათ და ყველაფერს ვაკეთებ მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.”

1909 წელს XIII დალაი ლამა მოგზაურობდა წმინდა ადგილებში და მოინახულა სოფელი ტაგცერი. იგი მას ძალიან მოეწონა და მოისურვა ამ ადგილებში დაბრუნება. 1935 წელს დალაი ლამა გარდაიცვალა და ბერებმა დაიწეს მისი ახალი გარდასახვის ძიება. სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდნენ ისინი ტაგცერში 1937 წელს. პატარა ლჰამომ უმალვე მიიპყრო ბერების ყურადღება. მან გაიარა შესაბამისი გამოცდები და აღიარებულ იქნა დალაი ლამას ახალ გარდასახვად. სოფელი ჩინეთის იურისდიქციაში შედიოდა და ბავშვის და მისი ოჯახის ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში გადასაყვანად, ბერებს ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა სჭირდებოდათ. რა თქმა უნდა ბერებმა არ გაამხილეს, თუ რა მიზნით მიყავდათ ოჯახი ლჰასაში, მათ მოქრთამეს ადგილობრივი მმართველი და 1939 წელს წაიყვანეს ოჯახი ლჰასაში, სადაც პატარა დალაი ლამა დალაი ლამების რეზიდენცია პოტალაში დაასახლეს.

წყარო:ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close