საქართველოს ტურიზმი

საქართველო და ტურიზმი.

საქართველოში ტურიზმის განვითარების ისტორიული მოვლენები

საქართველოში ტურიზმის განვითარება 19-20 საუკუნეების მიჯნაზე იწყება. ფაქტიურად იგი მასშტაბურ ხასიათს 20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლებიდან იღებს. ამ პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა კეთილმოწყობილი ტურისტული ბაზები და სასტუმროები თბილისში, სოხუმში, ბათუმში, ქუთაისში, ვარძიაში და სხვა. დაიწყო ტურიზმის აღმშენებლობის პროცესი გაგრაში, ქობულეთში, აბასთუმანში, წყალტუბოში და სხვა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართელოს აღერიცხებოდა 624 სასტუმრო, ტურისტული ბაზა, მოტელი, კემპინგი და სხვა მსგავსი დაწესბულება, რაც ჯამში 1522 ათასს ადგილს შეადგენდა. შედარებით სუსტი იყო სამოქალაქო სასტუმროების ქსელის განვითარება. ეს მონაცემები თავისთავად მეტყველებდნენ საქართველოს დიდ ტურისტულ პოტენციალზე, მაგრამ მათ მიღმა უნდა დავინახოთ ის, რომ ტურიზმი, რომელიც არსებობდა გასული საუკუნის 80 წლებში, თავისი ფორმით და შინაარსით წარსულს ჩაბარდა. მასთანავე დაგვიტოვა ბევრი არასწორი შეხედულება და სტერეოტიპი.

ამჟამად საქართველოში ტურიზმი თვისობრივად ახალ სისტემაზე გადადის და ამ გარდამავალ ეტაპზე მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უხდება. საქართველოს გააჩნია უდიდესი ტურისტული და საკურორტო პოტენციალი. საქართველო ამჟამად აღიქმება როგორც ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანა და ამდენად საინტერესოა მისი აღმოჩენა ყოველი მოგზაურისთვის თუ ტურისტისთვის. ქვეყნის მონახულების სურვილს კიდევ უფრო აძლიერებს 1999 წელს ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენა, როდესაც თბილისის მახლობლად, დმანისში აღმოაჩინეს პალეოლითური ხანის უძველესი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტი, რომელიც თარიღდება 1 მილიონ 700 ათასი წლით. ამ აღმოჩენით საქართველო გახდა პირველი ევროპელის სამშობლო.

ქვეყანაში 12 000 ისტორიული ძეგლი, 150 მუზეუმი და მრავალი საგანძურია, რომელიც დღითიდღე, თანდათანობით იზრდება. საქართველო ოდითგანვე ცნობილია თავისი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით, ამჟამად კი 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია, კურორტების ძირითადი ნაწილი ზღვის პირას და მთიან რეგიონებშია. საქართველოს წრმომადგენლობა გადის ქვეყნის გარეთ, საიდანაც უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება ხდება საქართველოზე. რის შედეგადაც საქართველოში იმატებს ტურისტების რაოდენობა. მაგალითად.: 1998 წელს საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა მოხდა ისრაელში, ტელ-ავივში. ამავე წელს თბილისსში ჩატარდა ”დიდი აბრეშუმის გზის” ტურიზმის მსოფლიო ფორუმი, 2003 წელს კი თბილისში მოხდა მეოთხე საერთაშორისო ტურისტული ბაზრობის გახსნა.

როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სისტემური ხასიათისაა არსებითად დამოკიდებულია, როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკური ფაქტორების გამოყენების ფორმაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვისებურებებზე.

წყარო.: საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი


ავტორი: kaxaberry

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC