გასართობისაკითხავისასარგებლო

ნარდი

მცირედი ინფორმაცია ნარდზე, იხილეთ გაგრძელებაში : )

ნარდი ერთ-ერთი უძველესი თამაშია მსოფლიოში. ცნობები, ნარდის მსგავსი თამაშების შესახებ მოიპოვება უძველეს ტექსტებში, რომლებიც თარიღდება 5000 წლით. ნარდის მსგავს თამაშებს თამაშობდნენ ეგვიპტელები, მესოპოტამიელები, ირანელები და რომაელები.

უახლოეს წარსულში ნარდი უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. ეს თამაში საკმაოდ ცნობილი გახდა 1960 წელს, როდესაც ჩატარდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ნარდში. მოწინავე სტრატეგიისა და იღბალის კომბინაციამ, ნარდი აქცია ერთ-ერთ პოპულარულ სამაგიდო თამაშად, მთელს მსოფლიოში.

თამაშის დაწყებისთვის მოთამაშეები იყენებენ კამათლებს, შესაბამისად თამაშსაც ის იწყებს, ვისაც მაღალი ციფრი მოუვა. ამ მოსული ციფრებით მოთამაშეები განსაზღვრავენ ”კოჭების” მოძრაობას


ამ თამაშის მთავარი მიზანია მოთამაშემ მოაგროვოს თავისი ყველა ”კოჭი” ეგრეთ წოდებულ საკუთარ ”კარებში”. მას შემდეგ, რაც მოთამაშის ყველა ”კოჭი” მოგროვდება მის ”კარებში” იგი იწყებს მათ ”გაყრას” კამათელზე მოსული რიცხვების შესაბამისად, იგებს ის ვინც პირველი ”გაყრის” ყველა ”კოჭს”. ”კოჭების” გადაადგილება ხდება ნალისებური ფორმით როგორც სურათშია ნაჩვენები.

ნარდი საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, იგი ჩვენს ქვეყანაში არცთუ დიდი ხნის წინ 
ირანელებმა შემოიტანეს
(ეძღვნება ნათია ბრეგაძეს :armjera: )
იმედია მოგეწონათ  :boli: :boli:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close