საკითხავისასარგებლოსურათები

სატანიზმი

ისტორიაში ჯადოქრების წამების და გასამართლების ფაქტები ბევრია. მათ ბრალს დებდნენ სატანის თაყვანისცემაში და წამებისგან გატეხილი ბევრი “კუდიანი” ამას აღიარებდა. ხალხში გავრცელებულ მითებში ჯადოქრობა კვლავ ეშმაკის თაყვანისცემასთან არის დაკავშირებული. თუმცა თანამედროვე ნეო პაგანიზმის მიმდევრები ამას უარყოფენ.

სატანიზმი როგორც ორგანიზებული სექტა მეჩვიდმეტე საუკუნემდე არ გვხვდება. მე-17 საუკუნიდან კათოლიკურმა ეკლესიამ მღვდლების დევნა დაიწყო, რომლებსაც ბრალს დებდნენ მაგიური, ბოროტი ძალის გამოყენებაში. ასევე მეჩვიდმეტე საუკუნეში პირველად დაიბეჭდა მაგიის წიგნი The Grimoire of Honorius რომელშიც დაწერილი იყო დემონის გამოსაძახებელი ლოცვები.

მეთვრამეტე საუკუნეში სატანიზმის მიმდევრები ნაკლებად გვხვდება. ინგლისში კლუბ Hellfire ს წევრებს ხშირად მოიხსენიებდნენ სატანისტებად, მაგრამ სერ ფრანცის დაშვუდის მიერ დაარსებული კლუბის წევრები სულაც არ იყვნენ სატანისტები. ისინი უბრალოდ ეწეოდნენ ისეთ ცხოვრებას რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო.

მეცრამეტე საუკუნის ყველაზე გამოჩენილი სატანისტი Joseph Boullan ია. იგი კარმელის ეკლესიის მთავარი მღდელი გახდა და მრევლთან ერთად შავი მაგიის გამოყენება დაიწყო.

კარმელის ეკლესია Eugene Vintras ის მიერ დაარსდა. 1839 წელს ვინტრასმა განაცხადა რომ მას ქონდა ხილვა სადაც მთავარანგელოზ მიქაელისგან და სულიწმინდისგან მიიღო ცნობა რომ მას უნდა დაეარსებინა ახალი რელიგია. ( გამოდის რომ სატანიზმი თავად მთავარანგელოზების მიერ ყოფილა შექმნილი )

ძველი სატანიზმის მიმდევრებს უფრო შავი მაგიის გამო ეძახდნენ სატანისტებს. დაზუსტებით არ ვიცი ისინი თაყვანს სცემდნენ თუ არა ლუციფერს. თუმცა “ბნელი ძალების” გამოყენების გამო ისინი საზოგადოებისთვის სატანისტები იყვნენ.

თანამედროვე სატანიზმი

თანამედროვე სატანიზმის ყველაზე მრავალრიცხოვანი მოძრაობა 60 იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. მორაობის წინამძღოლი ანტონ ლავეი იყო. მან 1966 წელს სან ფრანცისკოში სატანის ეკლესია დაარსა რომელმაც ძალიან მალე მიიქცია მედიის ყურადღება. ეკლესიის სიმბოლოდ ამოტრიალებული პენტაგრამა აირჩიეს რომელსაც ბაფჰომეტს ეძახდნენ. ლავეი რიტუალებისთვის ენოქიურ ენას იყენებდა.

ეკლესიას მალევე გაუჩდნენ მიმდევრები. ისინი ძირითადად საშუალო კლასის წარმომადგენელი ოკულტისტები, რასისტები და პოლიტიკოსები იყვნენ. ერთი წლის შემდეგ მათი რიცხვი 25 000 აღემატებოდა და მათ რიგებში გამოჩენილი ადამიანებიც იყვნენ.

70 იან წლებში ეკლესიამ ძალიან ბევრი წევრი დაკარგა. მათ ახალ ორგანიზაციას, სეთის ტაძარს შეაფარეს თავი. თუმცა მთავარი ეკლესია კვლავ სან ფრანცისკოში დარჩა. 1980 წლიდან ეკლესიის წევრების რიცხვმა კვლავ დაიწყო მატება.

1985 წელს 10 წლის ბავშვმა პოლიციას განუცხადა რომ იგი და სხვა რამოდენიმე მისი თანატოლი მოიტაცა უფროსებმა. ბავშვები ლოცვების თანხლებით გააშიშვლეს. შემდეგ კი აიძულეს მოეკლათ ჩვილი. შემდეგ კი მისი სისხლი ძალით დაალევინეს. იმავე წელს რამოდენიმე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა კალიფორნიის შტატში, მაგრამ ფაქტების უკმარისობის გამო პოლიციას არავინ დაუკავებია.

სატანისტური ეკლესიის და სეთის ტაძრის წევრები რა თქმა უნდა უარყოფენ ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას რიტუალების დროს. თუმცა ფაქტია რომ ბოროტების ანგელოზის ფანატიკოსი თაყვანისმცემლები ძალადობას ხშირად იყენებენ.

ქრისტიანული საზოგადოება კი სატანისტებად ყველას რიცხავს. განურჩევლად იმისა სცემენ თუ არა თაყვანს სატანას ისინი. საუკუნეების მანძილზე მაგია ყოველთვის დაკავშირებული იყო ბოროტებასთან. ბოროტება კი სატანასტან. ამიტომაც ყველა ოკულტისტი თუ ჯადოქარი ხალხისთვის მაინც სატანის “მოციქულებად” რჩება : )

წყარო:www.gegepage.com

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close