გასართობისაკითხავისასარგებლო

ქვები და თვლები


ცოტა ინფორმაცია ძვირფას ქვებზე და თვლებზე

ბრილიანტი

ბრილიანტი არის ალმასი, რომელსაც დამუშავების, ე.წ. ბრილიანტური დაწახნაგების საშუალებით აძლევენ სპეციალურ ფორმას. ბრილიანტური დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. დაწახნაგებული ბრილიანტი ორი შეთავსებული პირამიდის ფორმისაა, მათგან ერთი (ზედა) წაკვეთილია. გვირგვინისა და პავილიონის წახნაგები განლაგებულია რამდენიმე რიგად. გავრცელებულია წახნაგთა სამრიგოვანი განლაგება (ე. წ. სამმაგი ბრილიანტური დაწახნაგება). კლასიკური დაწახნაგების დროს ბრილიანტს 56 გვერდითი წახნაგი აქვს. წახნაგები იმგვარადაა განლაგებული, რომ სხივთა კონა, რომელიც ქვის ზედაპირს ეცემა, სრულ შინაგან არეკვლას განიცდის და ალმასში მაღალი დისპერსიის გამო სპექტრის ფერად სხივებად იშლება. ამიტომ არეკვლილ სინათლეში ბრილიანტი ნაირფერად ელვარებს. ბრილიანტის მასას ზომავენ კარატებით. დამუშავებულ ქვებს იყენებენ სამკაულად.

ტოპაზი

ტოპაზი, ალუმინის ფლუოროსილიკატის კრისტალი (მინერალი). მისი ქიმიური ფორმულაა Al2SiO4(F,OH)2.
იგი გამოიყენება საიუველირო ხელოვნებაში და მიეკუთვნება ძვირფას ქვებს.
ტოპაზი შეიძლება იყოს უფერო, თეთრი, ღია ცისფერი, ღია ყვითელი, ყვითელი-ყავისფერი, ყავისფერი მოვარდისფრო და ვარდისფერი. უფრო მუქი ფერები მიიღწევა გახურებით ან რადიაციით. ეს არის მძიმე, მყარი მინერალი, კრისტალური ფორმებით.
ქვის სახელწოდება მომდინარეობს წითელი ზღვისკუნძულ ტოპაზოსგან (დღევანდელი ზაგარბადი).ტოპაზი განსაკუთრებით მომრავლდა XIX საუკუნეში ურალში, ქალაქ ალაბასკას მახლობლად.
დღეს იგი დიდი რაოდენობით მოიპოვება ბრაზილიაში, თუმცა ბევრ სხვა ადგილასაც გვხვდება.

მარგალიტი

მარგალიტი არის მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი მოლუსკისსხეულში მოხვედრილი ქვიშის, პარაზიტის და სხვა ნამცეცების გარშემო სადაფის შემოზრდით. მარგალიტის ქიმიური შედგენილობაა CaCO3. არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, ყვითელი და შავი მარგალიტი. ზომით მიკროსკოპულიდან რამდენიმე სმ-მდეა. აქვს გლუვი ბზინვარე ზედაპირი. სწორი ფორმის მსხვილი მარგალიტი მეტად ძვირფასია. მას ძველთაგანვე იყენებენ სამკაულებისათვის.
ზღვის მარგალიტი არის წითელ ზღვაში, სპარსეთის ყურეში, შრი-ლანკის, ავსტრალიის, იაპონიის და ვენესუელის ნაპირებთან. იაპონიაში მარგალიტის მოლუსკების ხელოვნურ მოშენებასაც მისდევენ. მტკნარი წყლის მარგალიტი მოიპოვება ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე, შოტლანდიაში, გერმანიაში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ფირუზი

ფირუზი, დეკორატიული ქვა, რომლის სახელწოდება, Turquoise, მომდინარეობს სიტყვისგან “თურქული ქვა”, რადგან ევროპაში იგი ცნობილი გახდა ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში. მისი გაუმჭვირვალე სახე და მოცისფრო-მომწვანო ფერი აიხსნება მასში შემავალი სპილენძის რაოდენობით. მას დიდი ხანია იყებენ იუველირები როგორც ძვირფას ქვას. დღესითვის ბუნებრივ ფირუზს ხშირად ანაცვლებენ სინთეტიკური იმიტაციებით.

ამეთვისტო

ამეთვსიტო არის ნახევრად ფამჭვირვალე იისფერი კვარცის სახეობა, შეიცავს დიოქსიდსა და სიცილიუმს. მინერალი გამოიყენება საიუველირო ხელოვნებაში და მიეკუთვნება ძვირფას ქვებს.ამეთვისტოს ფერი სტაბილურია მხოლოდ 250 °C-მდე. უფრო მაღალ ტემპერატურაზე იგი ფერს კარგავს. 500 °C-ს ზემოთ ამეთვისტო ხდება ყვითელი, ტემპერატურის მატებასთან ერთად კი ისევ იცვლის ფერს. საბოლოოდ ქვა ხდება რძისებრი ფორმის რადგან მასში ჩნდება ინფრამიკროსკოპული წყალი.ამეთვისო ძალიან იშვიათი იყო ანტიკურ ხანაში. მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს ბრაზილიასა და ურუგვაიში მისი მნიშვნელოვანი საბადოები, რის შემდეგაც დაიწყო მისი ფართო მოხმარება.ამეთვისტო ამშვენებს ეპისკოპოსთა ბეჭდებს.
ადრე მას მიიჩნევდნენ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სამკურნალო ქვად. მასვე მიაწერდნენ შემოქმედების, მედიტაციის, წინასწარმეტყველების სტიმულირებას. იყენებდნენ ჯადოს ახსნისთვის, უძილობის წინააღმდეგ საბრძოლველად. დაფხვნილ მდგომარეობაში იგი აუმჯობესებდა ღვიძლის მოქმედებას და კურნავდა დამწვრობებს.

დემანტოიდი

დემანტოიდი არის გამჭვირვალე მწვანე ან მომწვანო-მოყვითალო ფერის ანდრადიტის საიუველირო ნაირგვაროვნება. ძალიან იშვიათია.დემანტოიდის შეფერილობა გამოწვეულია რკინისა და ქრომის მინაერთებით. ხოლო დემანტოიდის ყვითელი ფერი ტიტანის შეერთების მიზეზია. მის წახნაგებზე შუქის თამაში მსგავსია ალმასისა, ხელოვნური განათება ოპტიკურ ეფექტს აორმაგებს. გვხვდება დემანტოიდები „კატის თვალის“ ეფექტით, რაც ბოჭკოვანი ჩანართების შედეგია. არსებობს ასევე ოქროს „ნაპერწკლებით“.
დემანტოიდის მაქსიმალური მოპოვება დაიწყო 1913 წელს და 104 კგ შეადგინა. საიუველირო ხარისხის კრისტალებიდან 5 მმ-ზე მეტი ძალიან ცოტა აღმოჩნდა, ხოლო 10 მმ-იანი კრისტალები დღემდე უნიკალურად ითვლება. დემანტოიდის ყველაზე დიდი კრისტალის ზომაა: 252,5 და 149,0 კარატი.დემანტოიდი პირველად აღმოაჩინეს 1874 რუსეთის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ურალში, მდინარე ბობროვკის სანაპიროზე, ეკატერინბურგის შორიახლოს, სოფელ პოლდნევაიაში და აქედან წამოვიდა მისი ალტერნატიული სახელწოდებები: „ბობროვკის ძოწი“, „ურალის ზურმუხტი“ და „ურალის ქრიზოლითი“. მოგვიანებით დემანტოიდის მოპოვება დაიწყეს კამჩატკაზეც. 1990 წელს ნამიბიაში აღმოაჩინეს დემანტოიდის საბადო.

იმედია მოგეწონათ :)

წყარო:wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close