არქივი

ქართული გერბები

ბაგრატიონების ღერბი

ბაგრატიონების გერბი ,საქართველოში გერბები მხოლოდ XVIII ს-დან გავრცელდა. XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში ქართული გერბები დასავლეთ დაკანონებულ ფორმასმიუახლოვდა. მაგრამ, მიუხდეავად ამისა, საქართველოში საგვარეულო გერბები პრაქტიკაში ნაკლებადიყო დანერგილი. ამას ადასტურებს იოანე ბატონიშვილის (1768-1830) ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება “კალმასობაც”. თხზულებაში ჰერალდიკის საკითხებზე საუბრისას განმარტებულია გერბი, მოცემულია მისი ფუნქცია, ჩამოთვლილთა გერბის მთავარი ელემენტები, აქვე გამოთქმულია ავტორის მოსაზრება საქართველოში საგვარეულო გერბების ფართოდ დანერგვის საჭიროებაზე. “კალმასობაში” ავტორი ეხება გერბების დამზადების ტექნიკასაც. მრავლისმეტყველთა “კალმასობში” დიალოგი იოანე ბერსა და საბეჭდავების მომჭრელ ოსტატს შორის. ოსტატი ეკითხება , “რაჲ სარგებელ ანუ რაჲ საჭირო არს ჩუენ ქართველთათვის ქონება ღერბისა, ვინაიდან ბეჭედს ვხმარობთ სრულიად აზიელნი”… იოანე პასუხობს : “დიდად და მრავლისადმი არს საჭირო და სარგებლოვანიც, მით რამეთუ კეთილშობილი უკვე კაცი თანამდებ არს ცოდნისა მისა, ამად რომელ იგი ძლევს მოწმობასააზნაურობასა თვისასა, იგი განასხვავებს ყოველსა მდგომარეობასა მისსა და იგი აჩვენებს შთამომავლობასა გვარებთასა”.

IPB-ს სურათი       IPB-ს სურათი       PrincipalityGuria      IPB-ს სურათი     IPB-ს სურათი

 

ქართლი , აფხაზეთი ,გურია,სვანეთი , ოდიში (სანეგრელო)

ამომწურავი განმარტების მიუხედავად, იმდენად უცხოა გერბი ჩვენი ყოფისათვის, რომ ოსტატი ვერ გრძნობს გერბის დამკვიდრების აუცილებლობას და აზიაში თითქმის არავის აქვს ღერბიო, – ჯიუტად დასძენს იგი. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდგომ ქართველ დიდებულებს გერბებს უმტკიცებდნენ რუსეთში, რაც რუსეთის თავადაზნაურობასთან ქართველთა უფლებრივ გათანაბრებაზე მიუთითებდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ XIX ს-ში გერბებს უკვე მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება ჰქონდა.

წყარო : 10-ე კლასის ისტორიის წიგნი

 

paata1125

Potterhead :D
Back to top button