თითქმის ყველაზე სულელური და აზრს მოკლებული კითხვები :) ეცადეთ გასცეთ პასუხები
______________________________________________________
შესაძლებელია თუ არა, ადამიანი იყოს ფარული კლაუსტროფობი?
წებოს ტუბი (ბოთლი) რომ თანდათან ცარიელდება, რატომ არაა ცარიელი ადგილი წებოვანი?
თუკი წიგნი მარცხების და წარუმატებლობების შესახებ არ იყიდება, არის თუ არა ეს წარმატება?
რატომ არ აქვს სინონიმი სიტყვა სინონიმს?
რატომ არ იყიდება თაგვის არომატიანი კატის საკვები?
თუკი კუ ბაკნის გარეშეა, უსახლკარო ჰქვია თუ შიშველი?
რას უდრის სიბნელის სიჩქარე?
რატომ აჭედებენ კუბოს თავსახურს ლურსმნებით?
რატომ აღიავებს მზე ჩვენს თმას, როცა კანს პირიქით – ამუქებს?
რატომ ვერ იმარჯვებენ მედიუმები ლატარეაში?
როცა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა, რატომაა ტელეფონით საუბარი ფასიანი?
თუკი ლექსიკონში სიტყვა შეცდომით წერია, როგორ გავიგებთ ამის შესახებ?
თუკი სუპერმენი ყველაზე ჭკვიანია, რატომ აცვია ტრუსი შარვლის ზემოდან?
რატომ ეძახიან საგზაო მოძრაობაში დღის ყველაზე ნელ მონაკვეთს პიკის საათს?
რატომაა სიტყვა “ლექსიკონი” ლექსიკონში?
თუკი პოლიცია დააკავებს მუნჯს, ეტყვიან რომ დუმილის უფლება აქვს?
თუკი მანქანით მიდიხარ სინათლის სიჩქარით, აქვს თუ არა აზრი ფარების ანთებას?
თუკი ხვრელს გათხრი დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში და შიგ ჩახტები, გაჩერდები თუ არა ცენტრში გრავიტაციის გამო?
თუკი შეფ-მზარეული მელოტია, საჭმლის მომზადებისას ქუდს იხურავს?
როცა აერპორტის დაცვის თანამშრომლები სამსახურში მიდიან, გადიან შემოწმებას მეტალის დეტექტორსა და სხვა უსაფრთხოების ზომებზე?
როცა ბავშვი მუნჯების ენაზე, ჟესტიკულაციით საუბრობს, ითვლება უზრდელობად, თუკი ამ დროს პირი საჭმლით აქვს სავსე?
ებრაელ ვამპირებს ჯვრის ეშინიათ თუ დავითის ვარსკვლავის (“მაგენ დავიდ”)?
შეიძლება ადამიანმა ძილში დაამთქნაროს?
თუკი კანიბალმა გასვლის წინ მთვრალი ადამიანის სხეული მიირთვა უმად, არის იმის შანსი რომ პოლიციამ ალკოჰოლის ზედმეტი დოზა დაუდგინოს მანქანის მართვისას?
არის თუ არა ჩინეთში ინგლისური ასოების ამოსვირინგება ისევე პოპულარული, როგორც აშშ-ში ჩინური იეროგლიფებისა?
თუკი FBI კარებს შემოგიმტვრევთ, ეს ზარალი მოგვიანებით ანაზღაურდება?
რატომაა სათამაშო ბეჰემოთი ლურჯი ან ალისფერი, როცა რეალურად ბეჰემოთი ყავისფერია?
თუკი გამჭირვალე, უხილავი მელნით წერ, როგორ მიხვდები, რომ კალამი დაიცალა?
თუკი სასამართლოში ხარ ერთადერთი მოწმე და გეკითხებიან, იტყვი თუ არა სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა, რა მოხდება თუ “არას” იტყვი?
როცა სტომატოლოგს კბილი სტკივა, სხვა ექიმთან მიდის თუ თვითონ მკურნალობს?
თუკი მშობიარობისას ბავშვმა გამოსვლა დაიწყო 23:59-ზე და დაასრულა 00:01-ზე, დაბადების თარიღში რომელ დღეს ჩაწერენ?
რატომ სჯიდნენ (სჯიან) მკვლელებს სიკვდილით, როცა ამტკიცებენ რომ მკვლელობა ცუდია?
მუხლები რომ უკან გვქონდეს, როგორი იქნებოდა სკამები?
როგორ იწმინდავს ცრემლს ფრედი კრუგერი?
არის თუ არა უხერხული, დაკრძალვაზე ვინმეს უთხრა, დილა მშვიდობისა?
თუკი დამკრძალავი ბიურო ღამით მოძრაობს (ანუ კუბო ღამით გადააქვთ), მანქანას ფარები ჩამქრალი ექნება?
რა უნდა ვქნათ, თუკი გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველი ჭამს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ მცენარეს?
როცა სასიკვდილო ინექციას აკეთებენ, რატომ ხმარობენ ახალ ნემსს და უკეთებენ სტერილიზებას?
რატომ ატარებენ კამიკაძე პილოტები ჩაფხუტს?
და კითხვა, რომელიც მეც მაწუხებდა პატარაობაში:
თუკი მოჩვენებები კედელში გადიან და მატერიალური ზღუდეები ვერ აბრკოლებთ, იატაკზე როგორღა აბიჯებენ?
მოკლე ლინკი დაკოპირებულია