გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტების სამყაროში #3


წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტების მორიგ სერიას :)

წინა ნაწილები იხილეთ აქ:
ნაწილი I
ნაწილი II

____________________________

  • თამბაქო ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესია მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად დაახლოებით 1 ტრილიონი სიგარეტი იყიდება, ბრუნვა კი 400 მილიარდ დოლარს აღწევს.
  • მეცნიერების მტკიცებით, საშუალო მწეველი 14 წელს კარგავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სხვებზე ადრე მოკვდებიან, ბევრი ღრმა სიბერესაც აღწევს. უბრალოდ, სიგარეტის გარეშე უფრო მეტს იცოცხლებდნენ.
  • სიგარეტი შეიცავს დარიშხანს, ჭიანჭველმჟავას ალდეჰიდს, ტყვიას, წყალბადის ციანიდს, აზოტის ოქსიდს, ნახშირბადის ერთჟანგს, ამიაკსა და 43 ცნობილ კარცინოგენს.
  • ნიკოტინი ჩასუნთქვიდან 10 წამში აღწევს ტვინამდე. ნიკოტინი ჯდება სხეულის ყველა ნაწილში, მათ შორის მკერდის რძეშიც.
  • მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიხედვით, გაყიდული სიგარეტების დაახლოებით 25% კონტრაბანდულია.
  • ჯავშნოსანი ერთადერთი არსებაა ადამიანთან ერთად, რომელსაც შეიძლება კეთრი დაემართოს.
  • ხამანწკებს შეუძლიათ სქესი შეიცვალონ.
  • წყლის გარეშე ჟირაფი უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე აქლემი.
  • ლოკოკინას შეუძლია 3-4 წელი იძინოს, ამ პერიოდში საკვების გარეშე თავისუფლად გაძლებს.
  • უშუალოდ მცოცავი ქვიშა იშვიათად კლავს ადამიანს, რადგან მათი უმეტესობა არც ისე ღრმაა. საქმე იმაშია, რომ ადამიანი იჭედება და ამოსვლას ვერ ახერხებს, ამის შემდეგ კი გარემო პირობებით, მაგალითად დასიცხვითა და გამოფიტვით იღუპება.
  • რამზეს დიდს 8 ცოლი და 100-მდე ხარჭა ჰყავდა. ის 90 წლის ასაკში გარდაიცვალა 1213 წელს ქრ.შ.-მდე
  • ეგვიპტეში ქალებიც და კაცებიც იღებავდნენ თვალებს. მაგრამ ამას მზისგან დამცავი ფუნქცია ჰქონდა და არა სილამაზის.
  • იმ დროს როცა დღევანდელ ეპოქაში ანტიბიოტიკები მეოცე საუკუნეში გამოიგონეს, ძველ ეგვიპტელებს აღწერილი აქვთ, როგორ მკურნალობდნენ მაგალითად ინფექციებს ობითა და მიწით.
  • ეგვიპტელი ბავშვები შიშვლები დადიოდნენ. აფრიკული ცხელი ჰავა ტანსაცმლის საჭიროებას არ მოითხოვდა.
  • ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ დედამიწა ბრტყელი და წრის ფორმის იყო, ხოლო ნილოსი მის ცენტრში მოედინებოდა.
  • აისბერგების უმეტესობა გაყინული უმარილო წყალია. თუმცა ზოგჯერ ზღვის (ოკეანის) წყალიც ერევა ხოლმე. ასეთ ადგილებში აისბერგს მომწვანო-მოლურჯო ფერი აქვს.
  • აშშ-ს გეოლოგიური კვლევის სააგენტო ირწმუნება, რომ ყოველ წელს დედამიწაზე 1000 ტონამდე კოსმოსური ნატეხები ცვივა.
  • უდაბნოების ძირითადი მასა არა ქვიშა, არამედ ქვები და ხრეშია. საჰარა, რომელიც აფრიკის ნახევარს იკავებს, ზომით დაახლოებით აშშ-ს უდრის.
  • წელიწადში რამდენიმე მილიონი მიწისძვრა ხდება, მაგრამ მათი უმეტესობის აღრიცხვა არ ხდება უმნიშვნელო სიმძლავრის გამო.
  • ყველაზე მაღალი ტემპერატურა +57.8 °C დაფიქსირდა ლიბიაში, ალ აზიზიაში 1922 წლის 13 სექტემბერს. ყველაზე დაბალი −89.2 °C დაფიქსირდა ვოსტოკის სადგურზე, რუსეთში, 1983 წლის 21 ივლისს.
  • როცა შვედმა ასტრონომმა ანდერს ცელციუსმა (1701–1744) შექმნა ტემპერატურის შკალა, 100°C წარმოადგენდა წყლის გაყინვის ტემპერატურას, 0°C კი დუღილისას. შკალის “ამობრუნება” მოხდა ცელსიუსის სიკვდილის შემდეგ, კარლ ლინეის მიერ.
  • აისბერგი მეტ სითბურ ენერგიას შეიცავს, ვიდრე ანთებული ასანთი.
  • შესაძლებელი რომ იყოს ოკეანეების ამოშრობა და დარჩენილი მარილით დედამიწის ზედაპირის თანაბრად დაფარვა, დაახლოებით 150 მეტრიან საფარველს მივიღებდით.
  • 65 მილიონი წლის წინ დღევანდელი მეხიკოს ტერიტორიაზე მეტეორი ჩამოვარდა, რომელმაც ასობით მეტრი სიმაღლის მეგაცუნამები გამოიწვია. მეცნიერთა ნაწილს სჯერა, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი დინოზავრების გადაშენებისა.
  • მათრახს მოქნევისას ხმა იმიტომ აქვს, რომ მისი წვერი ბგერაზე უფრო სწრაფად მოძრაობს. ეს იყო ადამიანის ხელით შექმნილი პირველი მოწყობილობა, რომელმაც ბგერას გაუსწრო.
  • თეგები

    მსგავსი ამბები

    Back to top button
    Close
    Close