ახალი ამბებისასარგებლო

მთვარეს NASA-ს რაკეტა დაეჯახა! აღმოჩენილია არა მხოლოდ წყალი…

NASA-ს მეცნიერებმა, მთვარის ერთერთ კრატერში გააგზავნეს რაკეტა რომელმაც  გამოიწვია კრატერიდან სხვადასხვა მინერალების ამოფრქვევა. ექსპერიმენტის ანალიზმა აჩვენა რომ მთვარეზე არის საკმაოდ დიდი მარაგი წყლისა და ასევე კომპლექსური ნარევი სხვადასხვა მინერალებისა. გააგრძელეთ…

ჯერ საიდუმლოდ რჩება ის თუ როგორ აღმოჩნდა მთვარეზე ისეთი მინარევები რომლებიც შეიცავენ ნახშირწყალბადს და მსუბუქ მეტალებს.

მეცნიერებმა გამოთვალეს რომ მთვარის კრატერის მასის 5.6 პროცენტი გაყინული წყალია.

NASA-ს ამ მისიას უნდა გამოეკვლია კრატერის გაყინული ნაწილების შემადგენლობა. კრატერში აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით წყალი და მინერალები რომელთა წარმომავლობაც უცნობია.

მინარევები რომლებიც შეიცავენ ამონიას, ნახშირბადის დიოქსიდს, ნახშირბადის მონოქსიდს(მხუთავი აირი), სოდას და ვერცხლს შესაძლებელია მთვარეზე მოხვედრილიყო დედამიწიდან ან რომელიმე კომეტიდან და ასტეროიდიდან.

„ასეთ შედეგებს საერთოდ არ ველოდით. თავად წყლის აღმოჩენა ძალზედ მნიშვნელოვანია მაგრამ სხვა მინერალები ნამდვილად განმაცვიფრებელი აღმოჩნდა ჩვენთვის.“ ამბობს Anthony Coleprete წამყვანი მეცნიერი NASA-ს მთვარის კრატერებზე დაკვირვებაში.

მას შემდეგ რაც მთვარეზე წყალბადის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერები მიყვნენ კვალს და გადაწყვიტეს რომ გამოსაკვლევად აერჩიათ ისეთი კრატერი სადაც წყალბადის კვალი ყველაზე მეტად შეიმჩნეოდა. კრატერს დააჯახეს უბრალოდ ცარიელი რაკეტა რომელმაც გააჩინა 20-30 მეტრის დიამეტრის მქონე ხვრელი. დაჯახება გამოიწვია კრატერის ნამსხვრევების ნახევარ მილზე ამოფრქვევა რაც სავსებით საკმარისი ამღოჩნდა ამ ნამსხვრევების მზის შუქზე გამოსაჩენად და მასზე დაკვირვების საწარმოებლად.

კოსმოსური ხომალდისათვის შეარჩიეს სტრატეგიული პოზიცია კრატერთან მიმართებაში, იმისთვის რო მარტივი გამხდარიყო ამოფრქვეული ნამსხვრევებში ქიმიური ელემენტების შემჩნევა და გამოკვლევა.

მისია დააფინანსა NASA-ს ექსპედიციების დივიზიამ რომელიც დაინტერესებულია ბუნებაში ფარული რესურსების აღმოჩენასა და გამოყენებით.

„ყოველთვის ვამბობდით რომ მთვარე არის მშრალი პლანეტა და ამას ადასტურებდა აპოლოს გაშვების შემდეგ გაკეთებული გამოკვლევებიც“ ამბობს პიტერ შულცი ბრაუნის უნივერსიტეტის პლანეტათა გეოლოგი.

„ახლაკი ჩემთვის ეს არის სრულიად ახალი მთვარე. ვიცით რომ  შეგვიძლია ვაწარმოოთ მასზე შედეგიანი გამოკვლევები და მივიღოთ ახალი ინფორმაცია მასზე არსებული რესურსების შესახებ“ თქვა შულცმა.

წყარო: mecnieri.co.cc   :kiss:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close