არქივი

ვერცხლი

7e74770c2c26

ვერცხლი — ქიმიური ელემენტი სიმბოლოთი Ag (ტრადიციული ლათინური სიტყვის argentum შემოკლება). რბილ თეთრ მბზინვარე გარდამავალ ლითონს უმაღლესი ელექტრო და თერმული გამტარობა ახასიათებს. ვერცხლი — წარმოადგენს მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის პირველი ჯგუფის ელემენტს. ატომური ნომერია 47.ლითონთა შორის და გვხვდება როგორც მინერალებში, ისე თავისუფალი ფორმითაც. ვერცხლს იყენებენ მონეტებში, სამკაულებში, ჭურჭელში, ფოტოგრაფიასა და სარკეებში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებში.

e5fc566a190b

ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში ეგვიპტეში, სპარსეთში, ჩინეთში. ეს განპირობებული იყო იმით რომ ის როგორც ოქრო ძალიან ხშირად იყო თავისუფალი თვითნაბადი სახით, და არ იყო საჭირო მისი მადნიდან მიღება. ასურეთში და ბაბილონში ვერცხლი ითვლებოდა წმინდა ლითონად და მთვარის სიმბოლო იყო. სასაქონლო წარმოების პირობებში ოქროსთან ერთად ვერცხლი ასრულებდა საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციას და ფულად იქცა, რასაც ხელი შეუწყო ვერცხლის თვისებებმა – ერთგვაროვნებამ, დამუშავების სიადვილემ და სხვ. თავდაპირველად ვერცხლი მიმოქცევაში იყო სხმულების სახით. ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებში, აგრეთვე საბერძნეთსა და რომში, ვერცხლი, როგორც ოქრო და სპილენძი, ფართოდ გავრცელებული ფულადი ლითონი იყო. ადრეულ საუკუნეებში უპირატესად ოქროს მონეტებს ჭრიდნენ; XVI ს-დან ოქროს უკმარისობისა და ევროპაში ვერცხლის მოპოვების გაფართოების გამო ვერცხლი ევროპის ქვეყნებში ძირითად ფულად ლითონად იქცა.

კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების ეპოქაში თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობდა ვერცხლის მონომეტალიზმი და ბიმეტალიზმი. ოქროს მსოფლიო მოპოვების ზრდამ დააჩქარა მიმოქცევიდან გაუფასურებული ვერცხლის გამოდევნა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ოქროს ვალუტით ვერცხლის ვალუტის გამოდევნა XX ს-ის დასაწყისისათვის დამთავრდა. მეორე მსოფლიო ომამდე მოპოვებული ვერცხლის 75%-ს მონეტების მოსაჭრელად იყენებდნენ, 1971 წლისათვის ეს მაჩვენებელი 5%-მდე შემცირდა.

686b76321a24

ვერცხლის მნიშვნელოვანი საბადოები მდებარეობენ შემდეგი ქვეყნების ტერიტორიებზე:
გერმანია, ესპანეთი, პერუ, ჩილე, მექსიკა, ჩინეთი, კანადა, აშშ, ავსტარლია, პოლონეთი, რუსეთი, ყაზახეთი, რუმინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, უნგრეთი, ნორვეგია.
ასევევ ვერცხლის საბადოები არის, სომხეთში, კვიპროსში, სარდინიაზე.

რადგანაც მას გაჩნია კარგი ელექტრო გამტარობა, თბოგამტარობა და მდგრადია ჟანგბადით დაჟანგვისადმი (ჩვეულებრივ პირობებში) გამოიყენება ელექტროტექნიკაში კონტაქტებისთვის, მაგალითად სარელეო კონტაქტები, ასევე მრავალფენოვანი კერამიკული კონდენსატორები.

შენადნობების შენადგენლობაში: ბატარეის გალვანური ელემენტის კათოდების დასამზადებლად.
გამიყენება როგორც ძვირფასი ლითონი საიუველირო საქმეში (ჩვეულებრივ სპილენძთან შენადნობში, ზოგჯერ კი ნიკელთან ერთად).

გამოიყენება მონეტების მოსაჭრელად, ორდენებისა და მედლების დასამზადებლად.
ვერცხლის ჰალოგენიდები და ვერცხლის ნიტრატი გამოიყენება ფოტოგრაფიაში, რადგან გააჩნია მაღალი შუქმგრძნობიარობა.

გამოიყენება მაღალი არეკვლის უნარის მქონე სარკის ზედაპირის დასაფარად (ჩვეულებრივ სარკეებში გამოიყენება ალუმინი).

ec48d1fc1fea

წყარო:wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button