საკითხავისასარგებლოსაქართველო

ღვინო

ღვინო არის ალკოჰოლური სასმელი, წარმოებული ყურძნის წვენის ფერმენტაციით. თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ შორის ქლიავის, შავი მაყვლის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი ან მიღებული დისტილირების მეთოდით, როგორიცაა ბრენდი , ღვინის კატეგორიაში არ არის.

ღვინის აღმნიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს.ქართველურ ენებში იგი გამოითქმის ასე: ღვინო,ღვინი,ღვინალ.სხვა ინდო-ევროპულ და სემიტურ ენებში: ხეთური: wiyan(a), ლუვიური: wa/i-ya-na, ძვ. ბერძნ.: Οíνος, ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein, ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино, უელს: gwîn, ფრანგ.: vin, ესპ.: vino, იტ.: vino, არაბ.: wainun, ებრ.: yayin, ასირ: înu. ცხადია, ამ სიტყვებს აერთიანებთ ერთი ძირი, ერთი წამომავლობა და იმ იმ ქვეყნიდან უნდა იყოს ყველა სხვე ენაში შესული და დამკვიდრებულ, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს კიდეც ღვინის სამშობლო. როგორც დასტურდება მატერიალური მემკვიდრეობიდან, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის კულტურას უძველესი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იცნობდნენ. საინტერესოა ისიც, რომ მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება სიტყვა ”ღვინის” სემანტიკური მნიშვნელობაც და რომ ის ზმნა ”ღვივილი”-იდან არის მიღებული. ამ სიტყვის ფუძე – ”ღვ” – წმინდა ქართულია (ღვიძლი, ღვენთი, მღვდელი, ღვივილი, მღვიმე, ღვთაება, გაღვივება, ღვარი, ზღვარი, ღვაწლი, ღვრა, ღვიძილი, ღვია). მისი საწყისი ფორმა უნდა იყოს ”ღვივილი”, ანუ ის, რაც დუღს, ამოდის, ღვივდება. შესაბამისად: დუღილის, უფრო ღვივილის შედეგად მიიღება. ამიტომ არის: მღვინვარე, სამღვინვო – ღვინო.

კატეგორიების მიხედვით ღვინო არის ჯიშობრივი და კუპაჟური. ჯიშობრივ ღვინოს ამზადებენ ერთი ჯიშის ყურძნისგან, კუპაჟურს კი – სხვადასხვა ყურძნის ჯიშის ნარევისაგან. ყურძნის ღვინო ორგვარია: წყნარი ღვინო, რომელიც თითქმის არ შეიცავს ნახშირორჟანგს და ნახშირორჟანგის შემცველი.წყნარი ღვინო ხარისხის მიხედვით არის ორდინალური, სამარკო და საკოლექციო. დაუძველებლად გამოშვებულ ღვინოს ორდინალურს უწოდებენ, დაძველებულ მაღლხარისხოვანს კი – სამარკოს. განსაკუთრებით მაღალხარისხოვან ღვინოს, რომელსაც კასრებში საწარმოო დაძველების გარდა ბოთლებშიც აძველებენ (2-3 წლიდან განუსაზღვრელ დრომდე), საკოლქციო ღვინო ეწოდება. ღვინის დამზადების პროცესები მიმდინარეობს ძირითადად მუხის კასრებში, როფებში, რკინაბეტონის რეზერვუარებში, ლითონის ცისტერნებსა და ქვევრებში.

საქართველოში 575-ზე მეტი ვაზის ჯიშია ცნობილი და მეღვინეობა-მევენახეობის კულტურას ძალიან ძველი და მდიდარი ისტორია აქვს. აქ ვაზი მუდამ წმინდა, ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული, ხოლო ღვინოს საკრალური და კეთილშობილი დანიშნულება ჰქონდა. ერთხანს, ღვინის სამშობლოდ შუამდინარეთი იყო მიჩნეული, მაგრამ საქართველოში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრება უფრო ძველ და უნიკალურ მასალას მიაგნო, რის შედეგადაც, სწორედაც რომ, საქართველო იქნა აღიარებული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიულ სამშობლოდ.

ქართული სამარკო ღვინოები

სუფრის მშრალი ღვინოები: წინანდალი, გურჯაანი, ნაფარეული, ბახტრიონი, მანავი, ვაზისუბანი, ციცქა, ცოლიკაური, რქაწითელი, ტიბაანი, თელავი, სვირი, სამება, თელიანი, ნაფარეული, ყვარელი, მუკუზანი

სუფრის მშრალი ორდინალური ღვინოები: ჰერეთი, გარეჯი, გელათი, კახეთი, დიმი, ბოდბე, შუამთა, საფერავი.

ნახევრადმშღალი ღვინოები: აგუნა, საჩინო, მთაწმინდა, ანაკოფია, თბილისური, ფიროსმანი, ბარაკონი.

ნახევრადტკბილი ღვინოები: ახმეტა, ტვიში, თეთრა, ჩხავერი, სავანე, ფსოუ, ალაზნის ველი, ხვანჭკარა, ოჯალეში ქინძმარაული, ახაშენი, თავკვერი, უსახელაური, აფსნი, ლისნი, ალაზნის ველი, ალადასტური.

მაგარი ღვინოები (პორტვეინი): კარდანახი, ანაგა, სიღნაღი, ივერია, კოლხეთი, ტარიბანა, ლელო, მარაბდა.

სადესერტო ღვინოები:
საამო, ხიხვი, სალხინო, აფხაზეთის თაიგული.

საქართველოში ღვინოს არსებობაზე წერილობითი ცნობები დაცულია ბერძნულ, სპარსულ და ქართულ წყაროებში.
ქსენოფონტე (ძვ. წ. V ს.) წერს, რომ კოლხების ღვინო ”სურნელოვანი და საამო” იყო.
სტრაბონის (ძვ. წ. I ს.) ცნობით, იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ვაზის ისეთი მოსავალი მოდიოდა, მოსახლეობას მისი სრულიად მოხმარება არ შეეძლოო.
პროკოფი კესარიელი (VI) გვიამბობს: : ”მესხები შრომის მოყვარენი არიან, მათ ბევრი ვენახი აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა, ვინაიდან ცხადი ხდება, რომ ძველ მესხებს ცხოველი სავაჭრო ურთიერთობა ქონდათ დამყარებული მეზობელი ქვეყნებთან და ადგილობრივი პროდუქტი ექსპორტზე იგზავნებოდა. გარდა ამისა, გემო ერთ-ერთი ყველაზე რთული გადასაადგილებელი პროდუქტია და, თუ სათანადოდ არ მოეპყარი მას, გაგიფუჭდება. აქედან გამომდინარე, გაკვირვებას აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში თერმოსის ტიპის ქვევრები არსებობდა და შესაძლოა მათი მეშვეობითაც ხდებოდა მსგავსი ტიპის ექსპორტიზაციაც.

წყარო:wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close