გასართობისურათებიუცნაური

Banned Album Covers (+14)


პოსტი ეხება ცნობილი შემსრულებლების ალბომის ყდებს, რომლებიც ცენზურის, ხალხის აღშფოთების და სხვა მიზეზების გამო უწევდა შეცვლილიყო და სხვა სახით წარმსდგარიყო მსმენელთა წინაშე

[1] შემსრულებელი: John Lennon
ალბომი: Unfinished Music No. 1: Two Virgins
გამოსვლის თარიღი: 29 ნოემბერი, 1968 წ.

ჯონ ლენონის პირადი და მუსიკალური და ექსპერიმენტები 60-იან წლებში შეიძლება მივაწეროთ მის ახალნაპოვნ სიყვარულს, იოკო ონოს. ალბომზე წყვილი სრულიად შიშვლები არიან, მაგრამ “შენიღბეს” ყავისფრად მეტი ჩანაწერის გაყიდვის მიზნებისთვის

[2] შემსრულებელი: U2
ალბომი:Achtung Baby
გამოსვლის თარიღი:19 ნოემბერი, 1991 წ.

ამ ორიგინალური ალბომის ყდის კოლაჟში შედის ბასისტი ადამ კლეიტონის შიშველი სურათი. რედაქტირებული ალბომის საფარი მოიცავს კლეიტონის გენიტალიებს შავ X_თან და ოთხფოთლიან სამყურასთან ერთად

[3] შემსრულებელი: Alice Cooper
ალბომი: Love It to Death
გამოსვლის თარიღი:12 იანვარი, 1971 წ.

Alice Cooper სიბინძურისკენ მიუთითებს და რაღაცას იტენის შარვალის ელვიდან

[4] შემსრულებელი: Pantera
ალბომი:Far Beyond Driven
გამოსვლის თარიღი:15 მარტი, 1994 წ.

ორიგინალური ალბომის საფარი აჩვენებს ტანის უკანა ნაწილში თუ როგორ შედის ბურღი, რომელიც გამოსვლისთანავე აკრძალეს.

[5] შემსრულებელი:Scorpions
ალბომი: Lovedrive
გამოსვლის თარიღი:25 თებერვალი, 1979 წ.

გერმანულ ჯგუფზე პირველი ცენზურა დაწესდა 1976 წელს ალბომის ყდისთვის “Virgin Killer”, ხოლო მეორე 1979 წლის ალბომზე “Lovedrive”, სადაც გამოსახულია მამაკაცი, რომელსაც ხელი საღეჭი რეზინით აქვს მიწებებული ქალის მკერდზე

[6] შემსრულებელი:Roger Waters
ალბომი:The Pros and Cons of Hitch Hiking
გამოსვლის თარიღი:7 მაისი, 1984 წ.

ალბომის ყდაზე დახატულია გოგო ჩანთით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით, რომელიც აპირებს გასეირნებას. შემდგომ გამოცემებში გოგონას უკანა ნაწილი დაიფარა შავი ყუთით

[7] შემსრულებელი:Poison
ალბომი: Open Up and Say…Ahh!
გამოსვლის თარიღი:21 მაისი, 1988 წ.

ალბომის ორიგინალურ ვერსიაზე გამოსახული იყო დემონი. რედაქტირებულ ალბომის ყდაზე გამოსახეს შემდეგ დემონის თვალები და შუბლი

[8] შემსრულებელი:Guns N’ Roses
ალბომი:Appetite For Destruction
გამოსვლის თარიღი:21 ივლისი, 1987 წ.

Guns N’ Roses_ის სადებიუტო ალბომზე გამოსახული იყო რობოტო, რომელიც აოხრებდა ქუჩებს მაგრამ მალე შეიცვალა ჯვრით ზედ თავის ქალებით დახატული

[9] შემსრულებელი: David Bowie
ალბომი: Diamond Dogs
გამოსვლის თარიღი:24 აპრილი, 1974 წ.

დიდი პოლემიკა გამოიწვია David Bowie_ის ალბომმა, სადაც ის პოზირებს როგორც ადამიანი-ძაღლი. გენიტალიების წაშლის შEმდეგ შეიცვალა ალბომის ყდაც.

[10] შემსრულებელი: Blind Faith
ალბომი: Blind Faith
გამოსვლის თარიღი:აგვისტო, 1969 წ.

ბრიტანული როკ ჯგუფის სადებიუტო ალბომმა გამოიწვია დაპირისპირება ალბომზე, სადაც გამოსახული იყო შიშველი გოგონა. ჯგუფმა აშშ_ს გასაყიდ ალბომებზე შეცვალა მათი შავ-თეთრი სურათით

[11] შემსრულებელი:The Beatles
ალბომი: Yesterday and Today
გამოსვლის თარიღი:4 ივნისი, 1966 წ.

ორიგინალურობით გამოირჩეოდა ლივერპულელების ალბომის ყდა, სადაც ოთხეული გამოწყობილია ყასაბის ქურთუკებში, გარს კი უმი ხორცის და თოჯინების ნაწილები უყრიათ. ამ ყველაფერს შეხვდა დიდი აღშფოთება და იგი სასწრაფოდ გამოიცვალა

[12] შემსრულებელი:Jane’s Addiction
ალბომი:Ritual De Lo Habitual
გამოსვლის თარიღი:21 აგვისტო, 1990 წ.

მომღერალი პერი ფარელის მიერ დახატული, სადაც გამოსახულია 3 თიხის შიშველი ფიგურა. როდესაც სურათი განიხილეს გადაწყვიტეს მარტო თეთრი ფონი დაეტოვებინათ

[13] შემსრულებელი:The Black Crowes
ალბომი:Amorica
გამოსვლის თარიღი:1 ნოემბერი, 1994 წ.

ჯგუფის მესამე ალბომზე დახატული იყო ბიკინი ამერიკის დროშის გამოსახულებით თმით დაფარული :lol2:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close