კულტურა

რკინის კაცი

1t7zr

წარმოიდგინეთ ომი სადაც რკინის კაცები იბრძვიან ღირსებისა თუ ქვეყნის დასაცავად. წარმოიდგინეთ ჯარისკაცები რომლებიც აღჭურვილნი არიან სუპერ-საბრძოლო კოსტუმებით. თავისუფლად ისვრიან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს. თუ ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაშინ აპირებს კი რომელიმე მთავრობა ამ ტექნოლოგიის გამოყენებას? ამ პოსტით შევეცდები მცირედი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ ტექნოლოგიასა და მის გამოყენებაზე თანამედროვე თავდაცვაში.

თუ ფილმი არა თრეილერი მაინც გექნებათ ნანახი ფილმისა „რკინის კაცი“ და/ან „რკინის კაცი 2“. პირველ ფილმში საბრძოლო იარაღების ტექნოლოგიების ექპერტი ტონი სტარკი იძულებულია შექმნას რობოტი რომლის საშუალებითაც გადაირჩენს თავს. ფილმის დეტალებით მეტად თავს არ შეგაწყენთ. ვისაუბროთ კონკრეტულად იმ იდეაზე რაც ამ ფილმის ნახვის შემდეგ ბევრს გაუჩნდებოდა. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს თუ არა ასეთი კოსტუმის შექმნის საშუალებას?

რამოდენმე კომპანია უკვე წარმატებით მუშაობს ასეთ პროექტზე.  სუპერ-კოსტუმების შექმნა და განვითარება ფანტასტიკიდან რელობაში ძალიან სწრაფად გადადის. რობოტი იქნება ჩონჩხის სახით რომელიც მიმაგრდება ადამიანის სხეულზე და საშუალებას მისცემს მას ატაროს გაცილებით მძიმე ტვირთი ვიდრე ეს ადამიანს შეუძლია. იყოს გაცილებით დაცული. გაიაროს ძალიან დიდი მანძილი სწრაფად და თანაც არ დაიღალოს.მასში ჩამონტაჟებული იქნება უამრავი თავდაცვითი ფუნქცია რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ასე აღჭურვილი ჟარისკაცის სიკვდილის ალბათობას .

იაპონიაში კომპანია CYBERDYNE Inc.-მა შექმნა მსგავსი რობოტი. როგორც ამ კომპანიის საიტი იუწყება რობოტი ასევე საშუალებას აძლევს მის მფლობელს შეასრულებინოს კუნგ-ფუ-ს ილეთები.

სულ ომსა და ბრძოლაზე რომ არ ვისაუბროთ მოგიყვებით ამ რობოტის უფრო მშვიდობიან სახეებზეც. ამ ტექნოლოგიის გამოყნება შესაძლებელია ადამიანისთვის დაკარგული კიდურების სრულყოფილად აღდგენაში. ასეთი კიდურები საშუალებას იძლევა მიერთდეს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. მართალია ასეთი პროთეზის მქონე ადამიანი სრულყოფილდ მაინც ვერ შეძლებს საკუთარი ხელის შეგრძნებას, მაგრამ ხელის გამოყენება შეძლებს, მართალია შეზღუდული ფუნქციონირებით მაგრამ სულ არყოფნას ესეც ჯობია.

გამართლებულია თუ არა რომელიმე მთავრობის მიერ ამ სუპერ-იარაღიას და ტექნოლოგიების გამოყენება? ადრე თუ გვიან რომელიღაც მთავრობა მაინც გამოიყენებს მას და შესაბამისად მის განვითარებაზე ფიქრი შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ასე რომ ასეთი იარაღის განვითარების ხელის შეშლა ნებისმიერი მთავრობის მხრიდან უგუნურება იქნება. მითუმეტეს რომ თუ მაინცდამაინც ბრძოლაში არ გამოიყენებენ, ინვალიდ ადამიანებს მაინც მისცემენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას.

ტექნოლოგიურ განვითარებას ყოველთვის აქვს თავისი კარგი და ცუდი მხარე. მთავარია თუ რამდენად კეთილსინდისიერად და პრაქტიკულად გამოიყენებენ მას ადამიანები. ამ ყველაფრის  ხელის შეშლა იმის შიშით რომ ვინმე მას ბოროტად გმაოიყენებს ალბათ დიდისისულელე იქნება. ხელი უნდა შევუშალოთ არაკეთილსინდისიერებას და არა განვითარებას.

ჩემი აზრით მგლის შიშით ცხვრის გაწყვეტა არ უნდა იყოს გონივრული საქციელი.

წყარო: mecnieri.co.cc  

:kiss:

მსგავსი ამბები

Back to top button