კრეატივისაკითხავისასარგებლო

ქალები მხატვრობაში

მიღწევები მსოფლიო ხელოვნებასა თუ მეცნიერებაში, სამწუხაროდ, აშკარად ვერ შეემრება მამაკაცებისას, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. საზოგადოების მენტალობა, სოციალური გარემო და ა.შ. პოსტი არ ეძღვნება ამ მიზეზების კვლევას. ჩემი მიზანია, უბრალოდ გაგაცნოთ ის ქალები, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს მხატვრობის განვითარებაში. აქ გთავაზობთ, ქრონოლოგიის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ეპოქის გამორჩეული ქალები არიან. მაშ ასე, დავიწყოთ XI საუკუნით:

ჰილდეგარდ ვონ ბილგენი – დაიბადა 1098 წელს გერმანიაშია. იყო რაინდ რინელანდის მეათე შვილი. იზრდებოდა გრაფი ფონ შპონხაიმის სახლში, რომელიც იმ დროინდელ გერმანიაში ერთ–ერთი გავლენიანი პიროვნება გახლდათ. 8 წლის ასაკში, გრაფის დასთან იუტესთნ, მონასტრის იღუმენიასთან, გაემგზავრა. ჰილდეგარდა აქ ეუფლებოდა ლათინურს, სწავლობდა ბიბლიას. განსაკუთრებით გატაცებული იყო მხატვრობით. ცხადია, იმ პერიოდში რომანული შტრიხების შეტანა მხატვრობაში ქალსათვის უბრალოდ აკრძალული იყო, მითუმეტეს, მონასტრის კედლებში.

სწორედ ამიტომ ჰილდეგარდა საკუთარი ნიჭის რეალიზაციას ხატწერაში ახერხებდა. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ კატოლიკური ხატების კანონიკა უფრო მეტი თავისუფლებით გამოირჩევა,დიდი ყურადღება ეთმობა წმინდანების გარეგნულ მხარესაც, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი ხატწერაშიც ახერხებდა საკუთარი შემოქმედებითობის გამოხატვას. იუტეს გარდაცვალების შემდეგ, ჰიილდეგარდა გახდა მონასტრის ახალი წინამძღოლი. მისი იღუმენობის პერიოდში მონასტერი დიდ კულტურულ ცენტრად იქცა. ვონ ბილგენის, როგორც მხატვრის ჩამოყალიბება, მოხდა მას შემდეგ რაც მან გაუკეთა ილუსტრაციები წიგნს “ისწავლე გზა ღვთისაკენ”.

იგი გარდაიცვალა 81 წლის ასაკში. ჰილდეგარდა ითვლება თავისი დროის ერთ–ერთ გამორჩეულ და განათლებულ ქალად, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის გერმანული რელიგიური მხატვრობისა და საგალობლების განვითარებაში. კათოლიკურმა ეკლესიამ, იგი წმინდა დედად გამოაცხადა.

კატერინა დეი ვიგრი – დაიბადა 1413 წელს, ბოლოგნაში, იტალიაში. იგი იყო არისტოკრატული გვარის წარმომადგენელი. 18 წლის ასაკში, რამდენიმე ახალგაზრდა გოგონასთან ერთდ, დაარსა უპოვარი კლარესს ორდერი, ააშენა მისთვის მონასტერი. ისიც, ჰილდეგარდის მსგვსად, ხატწერით იყო დაკავებული. მან დაწერა წიგნი “ტრაქტატი 7 სულიერი იარაღის შესახებ სულიერი ომისათვის”, რომლის ილუსტრაციებიც თავადვე დაურთო.

გარდაიცვალა 48 წლის ასაკში. მიას გვამს გაუკეთეს ექსკუმაცია, რის შემდეგადაც იგი მისივე დაარსებულ ტაზარში გადაიტანეს.

1712 წელს რომის კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. მისი ნახატების გარკვეული ნაწილი დაცულია ვენეციის სამხატვრო აკადემიის გალერეაში. კატერინა ითვლება მხატვრების მფარველ წმინდანად.

სოფონიზბა ანგუიზოლა – იტალიური რენესანსის ქალი წარმომადგენელი. დაიბადა 1532 წელს ღარიბი არისტოკრატის ოჯახში. იყო ოჯახის მე–7 შვილი. ამიკარე ანგუიზოლა, მხატვრის მამა, თავისი დროის ერთ–ერთი მოაზრტოვნე იყო. იგი ცდილობდა მისი შვილებისათვის კარგი დანათლება მიეცა, მათი ნიჭი არ დაეკარგა და მაქსიმალურად შეეწყო ხელი.

მისი ოთხი ქალიშვილი შემდგომში მხატვარი გახდა, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული სოფონიზბა იყო. იგი 14 წლის იყო, როდესაც მამამ იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილ პორტრეტისტსა და რელიგიური ჟანრის მხატვარ, ბერნანდინო კამპის მიაბარა. 22 წლის სოფონიზბა სამოგზაუროდ რომში გაემგზავრა, სადაც იგი მიქელანჯელოს შეხვდა. დიდმა მხატვარმა მას სთხოვა დაეხატა რაიმე და გაეგზავნა მისთვის. როდესაც მიქელანჯელომ ნახა სოფონიზმას ნახატები, მან განცვიფრებულმა თქვა: ” თქვენ ზედმეტან ნიჭიერი ხართ იმისათვის, რომ ქალი იყოთ” (თავხედი მიქელანჯელო). სოფონიზბა შემოქმედების გზაზე საკმაოდ ბევრი პრობლემა ხვდებოდა საკუთარი სქესის გამო. მისთვის ბევრი რამე იყო უბრალოდ აკრძალული. მას არ აძლევდნენ უფლებას ესწავლა ანატომია. ეს უკანასკნელი კი, მაშინდელი მხატვრებისათვის აუცილებელი იყო. ადამიანი ანატომიური სიზუსტით უნდა დაეხატა მხატვარს, სხვა შემთხვევაში, იგი ვერასდროს შეძლებდა აუდიტორიის მოძებნას. სოფონიზბამ ამ სიტუაციიდან გამოსავალი მოძებნა (მაინც რას ნიშნავს ჭკვიანი ქალი), მან დაიწყო პორტრეტების ხატვა, სადაც ტანი ნაკლებად ჩანდა. მისი ძირითადი მოდელები საკუთარი ოჯახის წევრები იყო. ასევე, მის შემოქმედებაში ხშირია ავტოპორტრეტები.

1558 წელს მან შექმნა ჰერცოგინია ალბას პორტრეტი, რომელიც ესპანეთის მეფის ფავორიტი იყო. სწორედ მისი რეკომენდაციით, ეს ესპანეთის მონარქმა ფილიპ II-მ იგი საკუთარ კარზე მიიწვია. აქედან იწყება მისი კარიერის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი.

აქ მისთვის პოზირებდნენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, თავად მეფე, მისი მესამე ცოლი ელისაბედ ვალოისი, დედოფლის დედა კატერინა დე მედიჩი.

ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ, მეფე სოფონიზბას პიროვნებით ძალიან დაინტერესდა. იგი ფილიპის ფავორიტების სიაში აღმოჩნდა. სწორედ მეფის კურთხევით, 38 წლის მხატვარი გათხოვდა ესპანელ არისტოკრატზე დონ ფრანცისკო დე მონკადაზე. მეფემ მათ საჩუქრად 12 000 ფუნტი გადასცა, რაც იმ პერიოდში, ძალიან დიდ თანხას წარმოადგენდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, იგი მაზე გაცილებით ახალგაზრდა გემის კაპიტანზე, ორაციო ლომელიზზე დაქორწინდა.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სამეფო კარზე დიდად საპატივცემულო პიროვნება იყო, მან სიბერეში მაინც სამშბლოში დაბრუნება არჩია.გარდაიცვალა პალერმოშ, 93 წლის ასაკში.

სოფონიზბას გავლენა მის შემდგომ მხატვრებზე საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. მისი ნახატი, დედოფალი ელისაბედი, იყო ყველაზე ხშირად გადაკოპირებადი ნახატი ესპანეთში. მანამდე, დასავლეთის კულტურაში, არც ერთი მხატვარი ქალი არ ყოფილა ასეთი პოპულარული და დაფასებული, როგორიც ის იყო.

მან ფაქტიურად მამაკაცები აიძულა, ეცათ მისთვის პატივი და დაეყენებინათ მის სიმაღლეზე. მან ბევრ ქალ შემოქმედს მისცა სტიმული შემდგომში მხატვრის კარიერის გაკეთებაში.მან გახსნა მხატვრობის კარიბჭე, რომელიც მანამდე დახურული იყო ქალთა სქესისათვის. სწორედ ამიტომ, ფემინისტურ ფილოსოფიაში, მას დიდ პატივს მიაგებენ.

და ბოლოს, იგი ამბობდა “ცხოვრება სავსეა სურპრიზებით. ამიტომ მე მუდმივად მაქვს ფართოთ გახელილი თვალები, იმისათვის რომ არ გამოვტოვო არც ერთი მათგანი”.

გაგრძელება იქნება…

წყარო: ვიკიპედია, ფრანც ბორზელო “ავტოპორტრეტები”, ვიტნი ჩედვიკი “ხელოვნება და საზოგადოება”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close