საკითხავისასარგებლოუცნაური

გამჭვირვალე სიზმარი

გამჭვირვალე სიზმარი(Lucid Dreaming)- გონების შეცვლილი მდგომარეობა,რომლის დროსაც,ადამიანი აცნობიერებს რომ სიზმარს ხედავს და შეუძლია მისი კონტროლირება.

ტერმინი შემოღებული იქნა ჰოლანდიელი ფსიქიატრის და მწერლის- ფრედერიკ ვან ედენომის(1860–1932) მიერ.

ეს სიზმრები,დამტკიცებულია,კერძოდ იაპონელი მეცნიერების ცდების შედეგად.გამჭვირვალე სიზმრები შეიძლება დაიწყოს ორნაირად: ან ჩვეულებრივი ძილის დროს,როდესაც მძინარე დროის განმავლობაში ხვდება,რომ სძინავს,ან პირდაპირ ფხიზლიანობის დროს,დროებითი გონების დაკარგვის გარეშე.

ამ სიზმრების ერთი მახასიათებელი არის,რომ რომელიმე გარკვეული სიტუაციის გადატანა შეიძლება,რომელიც უბრალო ცხოვრებაში შეუძლებელია,გამოსავლის მოძებნა.საკუთარი რეაქციების შეფასებისას,გამოიყენო ეს შეფასება ჩვეულებრივ ცხოვრებაში.

ასევე გამჭვირვალე ძილის დროს,შესაძლოა საკუთარი თავის ვარჯიში.დამტკიცებულია,რომ კუნთების მოქმედება სიზმარში და ცხადში ერთნაირია.

სიზმრის კონტროლირება რომ შეგეძლოს,საჭიროა პრაქტიკა: კონტროლი რომ შეგეძლოს,არის რამოდენიმე ხერხი ვარჯიშისა,როდესაც პირდაპირ ან ირიბად ზემოქმედებ ქვეცნობიერზე…ან ყურადღების ვარჯიში,რომ თვითონ ჩაძინების მომენტი არ გამოგეპაროს.

იმის შესაძლებლობა,რომ ჩაძინების მომენტი აღიქვა,არის ცალკეული და განსაკუთრებული ხერხი რომ გამჭვირვალე სიზმარი ნახო,ის კარდინალურად განსხვავდება სხვა ხერხებისგან.ამ ხერხის არსი მდგომარეობს იმაში,რომ გონება შენარჩუნდეს,მაშინ როდესაც ფიზიკური სხეული სრულიად იძინებს.პრაქტიკანტმა შეიძლება განიცადოს უცნაური შეგრძნებები,ჰალუცინაციები.მათ რიცხვშია ხმების სხვანაირი აღქმა,ასევე გრძნობების სხვანაირი აღქმა(სუნთქვის მძაფრი აღქმა,რომელსაც ენაცვლება სუნთქვის აღქმის სრული დაკარგვა).ფიზიკური სხეულის სრული ჩაძინების შემდეგ,სიზმრის მნახველს შეუძლია ნახოს სიზმრისწინანდელი ჰიპნოგოგიკური გამოსახულებები,თავისებური მოძრავი აბსტრაქტული კონსტრუქციები.

ერთ-ერთი ხერხი,რომ ფიზიკურ სხეულთან არ ჩაგეძინოს,დაწვე მაშინ,როდესაც ორგანიზმს ძილი არ სჭირდება.ეს შესაძლოა იყოს დღის ძილი,სასურველია ფიზიკური დატვირთვების შემდეგ,რომ სხეულმა იგრძნოს დაღლა და რელაქსის აუცილებლობა.ან დილის ძილი,რომელიც პირდაპირ ღამის ძილის შემდგომია.

ამ დროს,პრაქტიკანტმა უნდა შეინარჩუნოს გონება,არ მისცეს მას საშუალება დაიძინოს.ასევე აღსანიშნავია,რომ შუაღამისას გაღვიძების დროს,გონება არის ძილის და ცხადის შორის საზღვარზე.ასეთ მდგომარეობაში უფრო ადვილია,რომ გადაერთო გამჭვირვალე სიზმარზე და დაწვე დასაძინებლად იმ ფიქრით,რომ ეს ნამდვილად გამჭვირვალე სიზმარი იქნება.

სიზმარის განსხვავება გამჭვირვალე სიზმრისგან

ძირითადი კითხვა,რომელიც ადამიანს აქვს,რომელსაც უნდა ძილში გაიღვიძოს,არის: “როგორ გავიგო რომ მე სიზმარში ვარ?”.ამ კითხვაზე პასუხის მიღება არც ისე ადვილია,მაგრამ შესაძლებელი.ისეთი მეთოდები,როგორიცაა აფრენის მცდელობა და თითი ხელისგულის გახვრეტა,ხშირად ამართლებს.სთივენ ლაბერჟმა მოგვცა რამოდენიმე მეთოდი:

* თითები მოვიჭიროთ ცხვირზე და პირი დავხუროთ- თუ თქვენ ამ დროს შეგიძლიათ სუნთქვა,ე.ი. თქვენ გძინავთ
* იპოვო განსხვავება სიზმარში ნივთთა მდგომარეობის,მათი ნამდვილი მდგომარეობისგან რელობაში
* სცადოთ რამის ორჯერ წაკითხვა- თუ წარწერა იცვლება,ე.ი. გძინავთ
* შეხედოთ საათს ციფერბლატით
* თავში გაიმეროთო წინა წუთი- თუ ამას ვერ შესძლებთ,ე.ი. გძინავთ
* სცადოთ ჩართოთ ან გამორთოთ შუქი ოთახში.სიზმარში ხშირად ჩასართველი გაფუჭებულია,ან შუქი ანთია,მაგრამ მაინც სიბნელეა
* დიდხანს უყუროთ თქვენს ხელებს- სიზმარში ისინი იცვლიან გარეგნულ სახეს

როგორც წესი,ზოგი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები შესაძლოა არ მუშაობდეს,მაგალითად გამომრთველი აუცილებლად კი არ გამორთავს შუქს,ხოლო წარწერა კედელზე იცვლება იმდენჯერ,რამდენჯერაც მას შეხედავთ.თუ რამე “ისე არ წავიდა,როგორ საჭიროა”,უნდა დავუსვათ ჩვენ თავს კითხვა,სიზმარი ხომ არ არის ეს?

ასევე ცნობილია შემთხვევები,როდესაც ადამიანი აღიქვამს იმას,რომ სიზმარშია,შეუძლია სიზმრის მსვლელობის კონტროლი,მაგრამ უცებ წყვეტს იმის აღქმას,რომ სიზმარშია,რის შემდეგადაც იგი ისევ სიზმარშია,ავიწყდება სიზმარი,იღვიძებს და ძალიან დამწუხრებულია რომ მიზანი ვერ შეასრულა(ამ დროს ისევ სიზმარშია).არის გარკვეული “ტექნიკები” გონების შეკავების,რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს გამჭვირვალე სიზმრის შეგრძნება.

გამჭვირვალე სიზმრის ფენომენი,ჯერ კარგად არ არის ცნობილი მეცნიერებისთვის და ფსიქოლოგებისთვის,მაგრამ უკვე გამოიყენება ფსიქოტერაპევტულ მიზნებში,ფროიდის სიზმრების ახსნასთან ერთად.

აი ფროიდი მაინც მაგარია :) ჰიიჰ…იმედია მოგეწონათ…ეს არ არის სრული ცნობა….უბრალოდ ზოგადი გაგება რა არის “გამჭვირვალე სიზმარი”…

BY ნაწკა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close