ვიკინგები


ვიკინგები – სკანდინავიელი, ნორმანი მეზღვაური მეომრების დასახელება, რომლებიც VIII – XI საუკუნეებში თავს ესხმოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს და აარსებდნენ კოლონიებს.
ვიკინგები იყვნენ ოჯახში მეორე და მესამე ვაჟები, რომლებსაც მამის ქონება არ ეკუთვნოდათ მემკვიდრეობით და იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ სკანდინავიის ნაპირები და ზღვაში ეძებნათ ბედნიერება. ვიკინგები იყვნენ ისლანდიის და გრენლანდიის პირველი მოსახლეები, ზოგი ცნობებით ისინი ასევე იყვნენ კანადის და ნიუფაუნდლენდის პირველი ევროპელი მოსახლეები.

ვიკინგები – ჩრდილოეთ ევროპელი ტომები. სახლობდნენ თანამედროვე სკანდინავიისა და ისტორიული ნორმანდიის ტერიტორიაზე. ისინი თავს მეკობრეობით ირჩენდნენ. მათ მამის ქონება არ ეკუთვნოდათ მემკვიდრეობით და თავს ზღვის ყაჩაღობით ირჩენდნენ. ისტორიკოსები და გეოგრაფები ვარაუდობენ რომ ვიკინგებმა, ქრისტეფორე კოლუმბზე დიდი ხნით ადრე აღმოაჩინეს თანამედროვე ამერიკის კონტინენტი, მაგრამ ადგილობრივი, ტომების, ეგრეთწოდებული, ინდიელების წინააღმდეგობისა და არასტუმართმოყვარეობის გამო ვერ მოახერხეს იქ დასახლება.
მეკობრეობასთან ერთად, ვიკინგები მიწათმოქმედებასაც ეწეოდნენ. ვიკინგების დასახლებებისა და სოფლების შუაგულში დიდი დარბაზი იყო სადაც სოფლის მოსახლეობა ნადიმობდნენ. ვიკინგებმაბრიტანეთს პირველად 793 ჭელს შეუტიეს. განძეულიც გაიტაცეს და მონებიც წაიყვანეს.
ვიკინგებს სწამდათ, რომ, თუ ბრძოლაში დაეცემოდნენ, ისინი ღვთაებრივ სამყაროში, “ვალჰალაში” განაგრძობდნენ ცხოვრებას, მათ ღმერთთან ოდინთან ერთად.

ვიკინგების ყანწი

ვიკინგების სამშობლო დღევანდელი შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. სავარაუდოდ, მათი სახელი მეკობრეს ნიშნავდა. ვიკინგები უბადლო მხედრები და მეომრები იყვნენ. თავიანთ სამშობლოში ისინი სოფლის მეურნეობას, მეთევზეობასა და ხელოსნობას მისდევდნენ. ვიკინგების დიდი ნაწილი გლეხი იყო, მათ მოყავდათ მარცვლეული და ბოსტნეული, აშენებდნენ ხარ–ძროხას, ღორებს, ქათმებსა დათხებს. ვიკინგები გარეულ ცხოველებზე ნადირობდნენ. ისინი კარგი მჭედლები და მეტალურგები იყვნენ. ამზადებდნენ ბრწყინვალე იარაღსა და სამკაულებს, აგრეთვე მოჩუქურთმებულ საგნებს. უმრავლესობა დიდ, გრძელ სახლებში ცხოვრობდა. სახლი ეკუთვნოდა ბელადს და ყველა, ვინც ბელადისთვის შრომობდა, მის სახლში ცხოვრობდა.
გარდაცვლილს საფლავშისაკვებსა და სამკაულებს ატანდნენ, რომლებიც მას მომავალ ცხოვრებაში უნდა გამოდგომოდა. ზოგჯერ სახელგანთქმულ მეომარს გემზე ატავსებდნენ. გემს ცეცხლს უკიდებდნენ და ხალხი თლიდა, რომ გემი მიემგზავრებოდა ვალჰალაში, სამოთხეში, სადაც მხოლოდ მეომრები ხვდებოდნენ. ვიკინგებს სწამდათ, რომ გარდაცვლილი მეომრები იქ დღისით იბრძოდნენ, ღამით კკი ნადიმობდნენ ვალჰალაში, მთავარი ღმერთის, ოდინის სამფლობელოში. მშვენიერი ქალები, ვალკირიები მეომრებს ემსახურებოდნენ. ვიკინგები ხმაურიან ნადიმებს მართავდნენ ბრძოლებში გამარჯვების აღსანიშნავად. მუსიკოსები არფებზე და სასულე საკრავებზე უკრავდნენ, პოეტები კი, რომელთაც სკალდებს უწოდებდნენ, გრძელი ლექსებით ხოტბას ასხამდნენ მამაც მეომრებს.
მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ვიკინგებს დასამუშავებელი მიწები შემოაკლდათ, ამიტოომ დაახლოებით 790 წელს ვიკინგების ნაწილმა სამშობლო დატოვა. მეომრები სანაპიროებს უტევდნენ, მოგზაურები ახალ მიწებს იკვლევდნენ, ვაჭრები და ხიზნები გემებით მიცურავდნენ ახალი მიწებისკენ. ვიკინგი მხედრები 300 წლის განმავლობაში შიშის ზარს სცემდნენ ევროპელებს. ულმობელი მეომრები სწრაფ გემებზე ისხდნენ. ხმელეთზე გადასვლის შემდეგ ისინი ბრძოლით იკაფავდნენ გზას., არბევდნენ ქალაქებსა და სოფლებს. ვიკინგებმა ბრიტანეთის, ირლანდიის, საფრანგეთისა და იტალიის დიდი ნაწილი დაარბიეს. მოგვიანებით ბევრი მათგანი ამ მიწწებზე დასახლდა. დაახლოებით 1100 წელს ვიკინგების თარეში შეწყდა. ამ დროისთვის მრავალი ვიკინგი ქრისტიანობას ეზიარა და მათმა სისასტკემ იკლო.

ვიკინგების გემი

ინფორმაცია არის სხვადასხვა საიტებიდან მოძიებული. ვიკინგებზეც იდო მაგრამ ძალიან მწირი ინფორმაცია აქ კი თითქმის სრულადაა გადმოცემული


ავტორი: giorgijg _ E63 ///AMG

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC