არქივი

ღამის 3 საათი

1fffb9a3de2f

მიიჩნევა, რომ ღამის 3 საათი არის ე.წ. ”დემონური დრო”, დრო როდესაც მისტიური ქმნილებები, როგორებიცა არიან დემონები, დაცემული სულები და ა.შ. ყველაზე ძლიერები არიან და თავისუფლად შემოდიან რეალურ სამყაროში… დანარჩენისთვის გააგრძელეთ

საკმაოდ ბევრი ადამიანი აცხადებს, რომ მათ ეღვიძებათ ან ზუსტად 3 საათზე ან 3-დან 4-საათამდე პერიოდში და ყვებიან აუხსნელ ისტორიებს. ეს ადამიანები აცხადებენ, რომ მათ ეღვიძებათ შიშის შეგრძნებით, ყველანაირი წინაპირობის გარეშე, უბრალოდ მომენტალურად ფხიზლდებიან. ეს შესაძლოა გრძელდებოდეს თვეობით და წლების განმავლობაშიც კი.

ასევე ცნობილია, რომ ეს არის სწორედ ის დრო, როდესაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება ”პარალიზება ძილის დროს”, ანუ გონება იღვიძებს და სრულიად ნათლად აღიქვამს ყველაფერს, თუმცა სხეული პარალიზებულია, ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე.

ღამის 3 საათი არის დრო, როდესაც ე.წ. ”ფანტომანიით” დაავადებულ ადამიანებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ ჰალუცინაციები.

45878bf7a081

აღნიშნული დროის განსაკუთრებული მისტიურობა და ”დემონის საათად” შერაცხვა ასევე შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ იესო ქრისტე ჯვარცმის შემდეგ გარდაიცვალა დაახლოებით დღის 3 საათზე, ღამის 3 საათი კი მისი ნეგატიური ანარეკლია. ასევე არსებობს, მოსაზრება, რომ ღვთისმშობლის მიძინება მოხდა დღის 3 საათზე (დრო როდესაც ის შევიდა სამოთხეში), შესაბამისად მიიჩნევა, რომ ამ დროს სამოთხესა და დედამიწას შორის ”მანძილი” ყველაზე მეტად მცირდება და პირიქით ხდება ღამის 3 საათზე, როდესაც ჯოჯოხეთი ყველაზე ახლოსაა.

აქვე ცნობილია, რომ ე.წ. ”შავი მესა” (რიტუალი) ტარდება სწორედ ღამის 3 საათზე და არა შუა ღამისას.

ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ღამის 3 საათზე მზის ჩასვლიდან უკვე საკმაოდ დიდი დროა გასული და მზის ამოსვლამდეც საკმაო დროა დარჩენილი, ანუ ამ დროს სრული სიბნელეა. სიბნელე კი ძალას მატებს დემონებს და ეშმაკს, ვინაიდან სინათლე მათთვის შესაძლოა აუტანელი იყოს. მაგ. ბავშვები ხშირად ითხოვენ შუქის ანთებას ან დატოვებას იმ მიზეზით, რომ თავი დაიხსნან ”მონსტრებისგან”, ამაში კი შესაძლოა სიმართლის მარცვალიც ურევია, ვინაიდან ნაკლებად ძლიერი ”ბნელი ქმნილებებისთვის” ყველა დადებითი გამოვლინება (მათ შორის სინათლეც) შესაძლოა აუტანელი იყოს, თუმცა დემონებს ეს დაბრკოლებას შედარებით ნაკლებად უქმნის.

აქვე არსებობს მოსაზრება, რომ დემონების განსაკუთრებული აქტიურობა ღამის 3 საათზე ერთგვარ წმ. სამების დაცინვასაც წარმოადგენს.

ეშმაკით შეპყრობისა და დემონების ხილვის ფაქტებში ძირითადად სწორედ ეს დრო ფიგურირებს.

ასევე ცნობილია, რომ ”ამიტვილის საშინელების” (წიგნი, ფილმი, რომელსაც რეალური იტორია უდევს საფუძვლად) მიხევდით Butch DeFeo-მ თავისი ოჯახი ამოხოცა სადღაც ღამის 3:15 სთ.ზე. ასევე ზუსტად ღამის 3 საათი ფიგრურირებს ”ემილი როუზის” (ანელიზ მიშელის) რეალურ ისტორიაშიც.

ამოტრიალებული 3-იანი კი ერთ-ერთ სატანისტურ სიმბოლოს წარმოადგენს.

მოკლედ, თუ ღამით ხშირად იღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ ეს ძირითადად 3 საათისთვის ხდება, მგონი ღირს დაფიქრდეთ რა შეიძება იყოს ამის მიზეზი.

წყარო: finiki.wordpress.com , google.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button