მეგობრობა


ეძღვნება ყველა ადამიანს, ვინც იცის რა არის მეგობრობა და აფასებს თავის მეგობრებს

ვინ არის მეგობარი?


მეგობარი ის ადამიანია, რომელთანაც არ გეშინია იყო ის, რაც ხარ.

მოსდის, რომელიც შენ არ მოგწონს. (უცნობი ავტორი)

***

ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია,სიმაგრე დაურღვეველია… გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია. ამხანაგი მტერთა მაზიანებელია, უცხოსთან გამოსაჩენია… ჭირში მომხმარეა, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია.  (სულხან-საბა ორბელიანი)

***

როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობრები ყოველთვის მიხვდებიან, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არ არის. (ჰ.მ.ე.)

***

ო, რა შვებაა, ენით უთქნელი შვება მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს.  (დინა მერაია მალოქ კრეკი)

***

ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ. (ლევ ტოლსტოი)

***

მეგობრები ახალგამომცხვარი ნამცხვრის თეფშით ქუჩაზე გადმორბიან. მეგობრებს საამებლად საკუთარი კატის კნუტები მოჰყავთ. მეგობრები შენთვის ნათქვამ მწარე სიტყვას თავს უშვერენ. მეგობრები ვაშლით სავსე კალათას ზღურბლთან ტოვებენ. მეგობრები თოვს შენი კარის წინაც წმენდენ. მეგობრებს არად უღირთ გამარჯვება, თუ შენ მარცხდები. მეგობრები შენს კატას უვლიან. მეგობრებს ვერასდროს ვერავინ შეცვლის.  (ჯუდით ს. გრანტი)

***

მეგობარმა იცის, როგორ მოისმინოს რაოდენობრივად შენი სიტყვები, და მერე ხარისხობრივად გიპასუხოს. (უილიამ დინ ჰოუელსი)

მეგობრები მეგობრებად იმიტომ რჩებიან, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში არ ერევიან. ( რიჩარდ ალენი)

მეგობარი არასოდეს გეტყვის: ,,ხომ გეუბნებოდი”,მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა. (უენდი ჯინ სმიტი)
ყოველთვის ვგრძნობდი: მეგობრობის გემო, ნუგეში, მისი უმაღლესი პრივილეგია სწორედ ისაა, რომ არაფრის ახსნა გჭირდება. (ქეთრინ მენსფილდი)
ნამდვილი მეგობრობა იქაა, სადაც ორ ადამიანს ჩამოვარდნილი დუმილი სიმყუდროვეს ქმნის. (დეიბ ტაისონ ჯენთრი)
დუმილი მეგობრებს შორის ნამდვილ საუბარს წარმოშობს, სადაც სათქმელი კი არ ფასობს, არამედ ის, რომ თქმა არ გჭირდება. (მარგარეტ ლი რანბეკი)
როცა ადამიანებს შინაგანი სინათლე აქვთ, ანათებენ კიდეც. მერე, სიბნელეში გზის გაკვლევისას, ერთმანეთს ამით ამოვიცნობთ, ისე, რომ სახეების ნაკვთებით ამოცნობა და გულებში ჩახედვა არ დაგვჭირდება. (ალბერტ შვაიცერი)


განსაკუთრებული მეგობარი


ზუსტად არავინ იცის,როდის იბადება მეგობრობა. როგორც თასი ივსება წვეთწვეთობით და რომელიღაც წვეთი პირთამდე ავსებს, აქაც, სათნოებათა წყებაში, ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდება ერთი, რომელიც გულებს პირთამდე გვივსებს. (ჯეიმს ბოსუელი)
მეგობრობას, გრძნობათაგან უპირველესს, ალბათ ის შენსანიშნავი, ენით უთქმელი შეგრძნება ქმნის, რომელიც შენს გვერდით მყოფ ადამიანს – ერთ მამაკაცს, ერთ ქალს – დანარჩენებში გამოგარჩევინებს, ერთადერთს მრავალთაგან, ვინც გაინტერესებს, ვინც შენს ზრახვებსა და გემოვნებას ესადაგება. (ჯულია დარინგი)
დრო გადის და მეგობტების უზარმზარ წრეში ნელ-ნელა ერთ მეგობარს გამოვყოფთ ხოლმე, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ჩვენთან ყოფნა და რომლისთვისაც, როგორც ვხვდებით, უამრავი რამ გვაქვს სათქმელი. ვერ იტყვი, რომ ის ყველაზე ათი თავით მაღლა დგას, ვერც იმას იტყვი, რომ სხვები არიან დიდი აზრისა მასზე, არც ჩაცმულობით გამოირჩევა… მაგრამ როცა შინ ერთად ვბრუნდებით, უცებ ვამჩნევთ, რომ ერთნაირი ფეხსაცმელი გვაცვია – გამძლე და უბრალო, და არა ისეთი ძვირფასი და იშვიათი, ჩვენს დანარჩენ მეგობრებს რომ აქვთ… (ნატალია გინზბურგი)
მეგობრები უბრალოდ ჰარმონიას კი არ ქმნიან, როგორც ზოგს ჰგონია, არამედ – მელოდიას. (ჰენრი დევიდ ტორო)


…როცა საკუთარ თავს არ ღალატობ


მიყვარხარ, არა მხოლოდ იმისთვის, რაც ხარ, არამედ იმისთვისაც, რაც ვარ, როცა შენთან ვარ.
მიყვარხარ არა მხოლოდ იმისთვის, რადაც იქეც, – იმისთვისაც, რადაც მაქციე.
მიყვარხარ, რადგან მეტი წილი გაქვს ჩემს სიცოცხლეში, ვიდრე სხვა რამ მრწამსს, და მეტი წილი – ჩემს ბედნიერებაში, ვიდრე ნებისმიერ იღბალს.
შენ ეს შეძელი და ამისთვის არც შეხება, არც სიტყვა და არც ნიშანი დაგჭირვებია.
შენ ეს შეძელი იმიტომ, რომ შენი თავისთვის ერთხელაც არ გიღალატია, ბოლოს და ბოლოს მეგობრობაც ხომ ამას ჰქვია. (როი კროფტი)
ყველა სიკეთიდან, რომელთაც სიბრძნე სრული ბედნიერების მისაღწევად გვთავაზობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი მეგობრობაა. (ეპიკურე).
მეგობრობა სრულქმნის ბედნიერებას და აქარწყლებს უბედურებებს, რადგან სიხარულს გვიორმაგებს და დარდს გვინახევრებს. (ჯოზეფ ედისონი)
სიყვარული ხიზილალაა და საქორწინო ტორტი, ხენდრო და ტკბილი კრემი. სიყვარული შამპანურია. მეგობრობა კი ახალგადღვებილი კარაქი, გლეხური ყველი და ორისთვის შემოდგმული ჩაიდანი. რა თქმა უნდა სჯობს ცხოვრებაში ორივე გქონდეს, მაგრამ მეგობრობას უფრო ჩაატან გემოს. (პემ ბრაუნი)


მადლობელი ვარ!


რომ შემძლებოდა საზეიმო თავყრილობაზე სიტყვის წარმოთქმით გამომეხატა ჩემი შენდამი ღრმა სიყვარული, – დაიმორცხვებდი, გაწითლდებოდი და გარიდებას ეცდებოდი. არაფერს გეტყვი. მინდა იცოდე, რომ გულში ამ სიტყვებს სულ ვიმეორებ. (მერიონ ს. გარეტი)
რაოდენ დასანანია, რომ მეგობრისათვის სასწაულის მოხდენა არ შეგიძლია (მაია ვ. პატელი)
უეჭველია, რომ ჩემს მტრებს ვიმსახურებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ჩემი მეგობრები დავიმსახურე. (უოლტ უიტმენი)

***

მეგობრობა ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარება მგონია: მსგავსად სიყვარულისა, მისთვის ერთი სიტყვაც, ერთი შეხებაც კმარა; განშორება კი დანაკარგია, რომლის მერეც სინანულის ყრუ ტკივილი დაგყვება მუდამ. (ჰ.მ.ე)

შორს


მარტოობაში, ავად ყოფნისას. ან როცა გიმძიმს, მეგობრის უბრალოდ გახსენებაც კი გულს გინათებს, თუნდაც უძლური იყოს, რომ დაგეხმაროს. მეგობრები რომ არსებობენ, ჩვენთვის ესეც საკმარისია. მეგობრობას დრო, სიშორე, ტყვეობა, ომი ვერას აკლებს. ვერც ტანჯვა ან დუმილი. პირიქით, სწორედ ამ ყველაფერში იდგამს ფესვებს მძლავრად, ამ ყველაფერში ხარობს და მშვენიერ ყვავილს ისხამს (პემ ბრაუნი)
ახლა აქ, ქვეყნიერების დასალიერში, ფოთოლცვენაა. და თუმცა ყველა მეზობელი ბარბაროსი მყავს, შენგან კი, შენგან, ათასობით ვერსი მაშორებს, – ჩემს მაგიდაზე მუდამ ორი თასი დგას. (ტანის დინასტია)

ციტატები მეგობრობის შესახებ


ღმერთმა მოგვცა ნათესავები; მადლობა ღმერთს, რომ მეგობრებს ჩვენ თავად ვირჩევთ. (ეთელ უოტს მამფორდი)
მეგობრებს ისე მოექეცი, როგორც საკუთარ ნახატებს და თითოეულს შესაფერისი განათება მოუძებნე (ჯენი ჯერომ ჩერჩილი)
,,დარჩი” – მომხიბლავი სიტყვაა მეგობრის ლექსიკონში. (ლუიზა მეი ელკოტი)
მარტოობა ყველაზე ძნელი მაშინაა, როცა გულწრფელ მეგობრობას ხარ მოკლებული. (ფრენსის ბეკონი)
თუ მგზავრობას მეგობარი არ გიხალისებს, ყველა გზა ძნელად სავალი ხდება. (ელიზაბეთ შეინი)


ჭირში


იმდენად მეგობრები არ გვშველიან, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ისინი გვიშველიან. (ეპიკურე)
შენთან მოსვლისას სევდა ყოველთვის შენი კარის ზღურბლთან დამიტოვებია, წასვლისას კი არასოდეს გამომყოლია. (თეოდოსია გარისონი)
როცა გრიპი გაქვს, ნამდვილი მეგობარი ფორთოხლებით სავსე ჩანთით მოდის, ის წიგნი მოაქვს, რომლის წაკითხვაც გინდოდა, და ყვავილების თაიგული. ყვავილებს ლარნაკში დებს, ჩაის გიმზადებს, თეფშებს გირეცხავს – და მიდის. (პემ ბრაუნი)
თუ მეგობარს სათხოვარი აქვს, სიტყვა ,,ხვალ” უადგილოა (ჯორჯ ჰერბერტი)
ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც კარში მაშინ შემოდის, როცა დანარჩენი სამყარო გადის ( უოლტერ უინჩელი)



ირი_ლეკვეიშვილი

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა


კომენტარები პოსტზე
ციტატირება მარ 12, 2010
21:31
...pawu... - პასუხი

ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც კარში მაშინ შემოდის, როცა დანარჩენი სამყარო გადის :yes: :yes: :yes:
martali xar!!!!!!!!!!!! :yvavili: :kiss:

ციტატირება მარ 12, 2010
21:40
nat_nat - პასუხი

იმდენად მეგობრები არ გვშველიან, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ისინი გვიშველიან. (

როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობრები ყოველთვის მიხვდებიან, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არ არის.

ნამდვილი მეგობრობა იქაა, სადაც ორ ადამიანს ჩამოვარდნილი დუმილი სიმყუდროვეს ქმნის.

აუ რა მაგარიააააა :) :) :) :)

ციტატირება მარ 12, 2010
21:40
nikolozi - პასუხი

jigari xar amis dadebistvis :kiss: :kiss: :kiss: :kiss:

ციტატირება მარ 12, 2010
21:48
henry_m - პასუხი

:) :kiss:

ციტატირება მარ 12, 2010
21:49

აუ პოსტი არ წამიკითხავს, მაგრამ ……… :****

ციტატირება მარ 12, 2010
21:51

ვაიმეე რა კარგიაა… ტირილი მომინდაა უცეებბ… ჩემი ცხოვრებაა ჩემი საყვარელი დაქალი ზუსტად ესეთიაა… რა ბედნიერიი ვარრ… უფრო დავაფასებ : X

ციტატირება მარ 12, 2010
21:52
ლიკაა - პასუხი

მეგობრებს ისე მოექეცი, როგორც საკუთარ ნახატებს და თითოეულს შესაფერისი განათება მოუძებნე (ჯენი ჯერომ ჩერჩილი) :kiss: მიყვარხარ, არა მხოლოდ იმისთვის, რაც ხარ, არამედ იმისთვისაც, რაც ვარ, როცა შენთან ვარ. :) :) :) :) :) ვეთანხმები სწორი გამონათქვამებია : )))

ციტატირება მარ 12, 2010
21:53

კარგი პოსტია.. ყოჩაღ..

ციტატირება მარ 12, 2010
21:55
nat_nat - პასუხი

აუ ავტორო ეგეთი ხარ რა, რაღაცნაირი, ზუსტად იმ თემას მოძებნი ხოლმე რაც საჭიროა :kiss:

ციტატირება მარ 12, 2010
21:57
BELLATRIX - პასუხი

:) :) :)

ციტატირება მარ 12, 2010
21:59
ირი_ლეკვეიშვილი - პასუხი

henry_m
:kiss:

nat_nat
უიჰ : ))) :kiss:

ციტატირება მარ 12, 2010
22:03
merikus - პასუხი

მარტო ამისთვის ღირს სიცოცხლე :( :thanks:

ციტატირება მარ 12, 2010
22:09
MiSS BlaCK - პასუხი

ირი_ლეკვეიშვილი
:thanks: magariaaaa :god:

ციტატირება მარ 12, 2010
22:11

გული ამიჩუყდა ირი :( :(

აი ხალხნო რა მეგობარი მყავს :*

შენ შემოგევლე მე :*

ციტატირება მარ 12, 2010
22:12

მეგობარმა იცის, როგორ მოისმინოს რაოდენობრივად შენი სიტყვები, და მერე ხარისხობრივად გიპასუხოს. (უილიამ დინ ჰოუელსი)

ძალიან მაგრი სიტყვებია. კარგია ავტორ მომეწონა ძალიან :kiss: :kiss:

ციტატირება მარ 12, 2010
22:14
FLATRON - პასუხი

აუ ირი სულ მინდოდა მეკიტხა რამდენის ხარ? :kiss: :vaime:

ციტატირება მარ 12, 2010
22:15
qetusha - პასუხი

მეგობარი არასოდეს გეტყვის: ,,ხომ გეუბნებოდი”,მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა. (უენდი ჯინ სმიტი)

ჩემ დაქალში ეჭვი შემატანინეთ :lol: :lol:

ჩემი მეგობრების გარეშე ვერ გავძლეებ :thanks: :kiss:

ციტატირება მარ 12, 2010
22:50

ჩემ მეგობრებზე ვგიჟდები ჩემთან მხოლოდ ერტი დაქალია და დანარჩენები სიგიჟემდე მენატრებიან

ციტატირება მარ 12, 2010
22:56
vanichka - პასუხი

:yvavili:

ციტატირება მარ 12, 2010
23:05

კარგი სიტყვებია…. ოღონდ რეალობა უფრო მწარეა :) :)

ციტატირება მარ 12, 2010
23:21

რა საყვარელი პოსტიაა რო წავიიკითხე ამეეტირაა და ბევრი საკუთარი ცხოოვრების მაგალითს წავააწყდიი……….. :cry: :yvavili: :yvavili: მადლოობაა ავტოორს…..

ციტატირება მარ 12, 2010
23:42

ცრემლი მომადგა თვალზე. :cry: რა კარგია როცა გვერძე ნამდვილი მეგობარი გყავს. ეს დიდი ბედნიერებაა და მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ბედნიერი ვარ. :yes: ( ცოტა ჩახლართული გამომივიდა, მაგრამ .. :( )

ციტატირება მარ 12, 2010
23:45
tornike_12 - პასუხი

კარგი პოსტია როგორც ყოველთვის

ციტატირება მარ 12, 2010
23:48

შესანიშნავია :yes: +100 იროდიონ :)

ციტატირება მარ 13, 2010
00:03
ირი_ლეკვეიშვილი - პასუხი

Velociraptor ™
იროდიონი ვიღაა :dzili:

ციტატირება მარ 13, 2010
00:04
Tamtushka - პასუხი

რომ შემძლებოდა საზეიმო თავყრილობაზე სიტყვის წარმოთქმით გამომეხატა ჩემი შენდამი ღრმა სიყვარული, – დაიმორცხვებდი, გაწითლდებოდი და გარიდებას ეცდებოდი. არაფერს გეტყვი. მინდა იცოდე, რომ გულში ამ სიტყვებს სულ ვიმეორებ. (მერიონ ს. გარეტი)

ძალიან მომეწონა, დიდი მადლობა :)

ციტატირება მარ 13, 2010
00:18

ირი_ლეკვეიშვილი
უი სუ დამავიწყდა იროდიონი რო აღარ გქვია და ირინად რო გადაიკეთე სახელი :( ვერ ვეჩვევი ასე სწრაფად ხო იცი :boz: ბოდიში დეიდა :(

ციტატირება მარ 13, 2010
00:20
ირი_ლეკვეიშვილი - პასუხი

Velociraptor ™
:( მდაა, ყველა ჩემს სახელზე როგორ სწავლობს შუტკას ა?!

ციტატირება მარ 13, 2010
00:24

ირი_ლეკვეიშვილი
კააააააააარგი მართლა გაბრაზდიი? :no:

ციტატირება მარ 13, 2010
00:31
xatia_xatia - პასუხი

მე მიყვარს ჩემი დაქალები :love: :love: :love: :love: :love: :love: :love:

ციტატირება მარ 13, 2010
00:43
ირი_ლეკვეიშვილი - პასუხი

Velociraptor ™
ნწ, სხვა რაღაც გამახსენდა :| რა მწარე ხარ რა :|

ციტატირება მარ 13, 2010
00:48
clockwork - პასუხი

:( ჩემი საყვარლებიიი ;) :yvavili: ვიცი რო წაიკითხავთ :D:*

ციტატირება მარ 13, 2010
03:53

ძნელი არაა მეგობრისთვის თავის გაწირვა უბრალოდ ძნელია იპოვო ესეთი მეგობარი ყველა ჩემიმეგობრები ხართ :thanks:

ციტატირება მარ 13, 2010
08:34
Beqa_ZePP - პასუხი

გული მეტკინა :wtf: გმადლობ ირი :kiss:

ციტატირება მარ 13, 2010
08:52
mrikuna - პასუხი

მეგობრები თოვს შენი კარის წინაც წმენდენ…..მეგობარი ის ადამიანია რომელთანაც არ გეშინია იყო ის რაც ხარ…..

ციტატირება მარ 13, 2010
12:34
liikaaa - პასუხი

მე მიყვარს ჩემი მეგობარი,,,, :aaaa: :aaaa: ასე მიყვარს,,, ისეთი როგორიც არის,, ცოტა მძიმე და ნერვებისმომშლელი :D მარა მაინც ძაან მიყვარს,,, :kiss: :kiss:

ციტატირება მარ 13, 2010
15:21
ვიღაც.. :) - პასუხი

მე მენატრება ჩემი მეგობარი,ძალიან ძალიაან :( ჯერ მარტო ერთი თვეა რაც წავიდა საქართველოდან,მაგრამ მგონია რომ უკვე წელიწადია გასული :( მიჭირს მის გარეშე და ვცდილობ არ შევიმჩნიო მარა რა ვქნა სულ მეანტრება სულ :(:(

ციტატირება მარ 13, 2010
16:23
salinka - პასუხი

:( :( :( :( :(

ციტატირება მარ 14, 2010
02:08
egoistka - პასუხი

მეც მენატრება ჩემი ყველაზე ყველაზეე საყვარელი მეგობარი :cry: :cry: :cry: ავტორს +1000000000000000000000…………………

ციტატირება აპრ 26, 2010
02:39
იაკო - პასუხი

მომეწონაა დალიანნ

ციტატირება მაი 17, 2010
18:55

მეგობრობა დალიან მაგარია და არასოდეს დავრშოდები

ციტატირება მაი 17, 2010
18:56
ციტატირება მაი 17, 2010
18:58
გიო - პასუხი

ჩემი საუკეტესო მეგობრებია ანა კელ. მარ ც. მარი ჩ. ნინელი დიანა ნინო ლაილა

ციტატირება მაი 23, 2010
18:01

მეგობარი არის ის აადამიანი რომელთანაც არ გეშინია იყო ის ვინც ხარ :] მოგობრობას ბუნება გვიბოძებს სასარგებლო საკმის ტანამგზავრად და არა მიზეზების თანაშემწედ :]

ციტატირება მაი 23, 2010
18:02

მეგობრობა მტავრდება იქ, სადაც იწყება უნდობლობა

ციტატირება ივლ 27, 2010
14:53

me megobarma martla guli matkina da gamyida cxovreba damingria magram am lamazi grdznobis rcmena ar damikargavs!

დაამატე კომენტარი

Security Code:


© 2008 - 2010 ყველა უფლება დაცულია | ბლოგის დიზაინი ეკუთვნის Zenverse.net