

პოსტში არსებული ინფორმაცია შესაძლოა ეწინააღმდეგება თქვენს რელიგიურ მსოფლმხედველობას. ამ ნაწილში წარმოდგენილია შესავალი სანთლების მაგიაში და ფერების ზოგადი მნიშვნელობა. (სათაურმა არ შეგაშინოთ, ბაბაიგა მე არ ვარ : ))
სანთლების მაგია
ჯერ დავიწყოთ ისტორიით, სანთელი დღესაც და მრავალი წლის წინათაც გამოიყენებოდა გამანათებელ, სიბნელის განმდევნელ საშუალებად. არსებობს სხვადასხვანაირი სანთლები, რომლებიც განსხვავებული მასალისგანაა დამზადებული. გარდა ყოველდღიური ცხოვრებისა, სანთლები გამოიყენებოდა რელიგიური ცერემონიალების დროსაც, ასევე იყენებდნენ დეკორატიულ გასაფორმებლადაც, გვხვდება დაბადების დღის ტორტებზე და ა.შ.
სანთლების დამზადების მასალა და ტექნოლოგია მრავალფეროვანია. XIX საუკუნის ადრეულ წლებში სანთლებს ჩვეულებრივ საქონლის
ქონისგან ამზადებდნენ. თანამედროვე ყოფაში კი სანთელი უფრო ადვილად კეთდება ცვილისგან. ცვილის სახეობებიც არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული პარაფინია.
სანთლების მაგია არსებობის მრავალ წელს ითვლის. მისი ჩანასახი პალეოლითის ერაშიც კი არსებობდა. მაგიის ეს სახეობა ნამდვილად არაა
სახუმარო და პირიქით, მაგიის ერთ-ერთ ძლიერ სახეს წარმოადგენს. რიტუალის გაკეთების დროს კი ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. მაგალითად ის, რომ ეს არ უნდა ჩატარდეს ხმაურიან გარემოში, იქ სადაც ტელევიზორია, ან რადიო, ან სხვა რამე ამის მსგავსი. ასევე არაა სასურველი ირგვლივ ადამიანები ან ცხოველები დადიოდნენ. ნებისმიერი სანთელი შეიძლება რიტუალში გამოყენებულ იქნას, ოღონდ ის უნდა იყოს განწმენდილი და რიტუალისთვის შემზადებული. განწმენდა სანთელს აშორებს ყოველგვარ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც კი აქამდე დაუგროვებია მას. ამასთანავე რიტუალში არ დაიშვება ისეთი სანთლის გამოყენება, რომელიც უკვე ვიხმარეთ სხვადასხვა დანიშნულებით, თუნდაც უბრალოდ ოთახის გასანათებლად.
სანამ მაგები სანთელს გამოიყენებენ მიმართავენ რიტუალისწინა ქმედებას, ეს არის სანთელთან დაახლოვების მცდელობა. მაგი
ფსიქოლოგიურად უნდა დაუახლოვდეს იმ სანთელს, რომელსაც ცერემონიაში წამყვანი ადგილი უჭირავს. ამ დაახლოვებისთვის კი საჭიროა ხელით შეხება , სანთელზე გადადის მაგის სხეულის ვიბრაცია, მისი სურვილები (ეს არც ისე პატარა პროცესია და მის შესახებ დაწვრილებით სხვა დროს.)
სანთლის ფერები და მათი მნიშვნელობა
სხვადასხვანაირი სანთლები გამოიყენება სხვადასხვა რიტუალის დროს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ დავიწყოთ თავიდან.
ფერი: წითელი
მიმართულება: სამხრეთი
ელემენტი: ცეცხლი
ჩაკრა : პირველი (ჩაკრებს ხომ ფერებითაც გამოსახავენ, გადაიკითხეთ პოსტი ჩაკრებზე)
ღვთაება: არესი, ასტარტე, ისისი, მარსი, მთვარის ქალღმერთი.
პლანეტა: მარსი
გავლენა: ენერგია, ჯანმრთელობა, ვნება, ძალა, დაცვა, სექსი, სიძლიერე, სიცოცხლისუნარიანობა.
წითელი ასეთი ფორმის სანთელი (შეხედეთ ზემოთ სურათს) გამოიყენება უმეტესად სასიყვარულო მაგიური რიტუალის შესრულების დროს, აღნიშნავს ვნებას სიყვარულს.
ფერი: ვარდისფერი
მიმართულება: სამხრეთი
ელემენტი: ცეცხლი
ჩაკრა: მეოთხე
ღვთაება: აფროდიტე, ვენერა
პლანეტა: ვენერა
გავლენა: სიყვარული, ემოციები, მეგობრობა, მშვიდობა, ქალურობა.
ფერი: ნარინჯისფერი
მიმართულება: სამხრეთი
ელემენტი: ცეცხლი
ჩაკრა: მეორე
ღვთაება: სპილენძის ქალი
პლენეტა: მერკური
გავლენა: მიზიდულობა, ბიზნესი, კრეატიულობა, წარმატება.
ფერი: ყვითელი
მიმართულება: აღმოსავლეთი
ელემენტი: ჰაერი
ჩაკრა: მესამე
ღვთაება: ორუნმილა, ოშოში, რა, შაკთი, მზის ღვთაებები.
პლანეტა: მზე
გავლენა: მიზიდულობა, კრეატიულობა, კონფიდენციალურობა, სიბრძნე.
ფერი: მწვანე
მიმართულება: ჩრდილოეთი
ელემენტი: მიწა
ჩაკრა: მეოთხე
ღვთაება: ალაჰი, აფროდიტე, ისისი, ოგუნი, ოსირისი.
პლანეტა: ვენერა
გავლენა: ზრდა, სამკურნალო, ნაყოფიერება, ბედი, აყვავება, წარმატება.
ფერი: ლურჯი
მიმართულება:დასავლეთი
ელემენტი: წყალი
ჩაკრა: მეხუთე
ღვთაება: ანუ, აფროდიტე, ისისი, ვიშნუ, ზევსი.
პლანეტა: იუპიტერი, სატურნი
გავლენა: სიუხვე, ბიზნესი, ოცნება, შენდობა, მეგობრობა, ჰარმონია, შთაგონება, მედიტაცია, მშვიდობა, ფილოსოფია, დაცვა, პოლიტიკა, ძილი, სიმშვიდე, სიბრძნე, სიმდიდრე.
ფერი: ალისფერი
მიმართულება: აღმოსავლეთი
ელემენტი: ჰაერი
ჩაკრა: მეექვსე
ღვთაება: იანსა
პლანეტა: იუპიტერი
გავლენა: ასტრალური მოგზაურობა, მკითხაობა, ძალა, წინასწარმეტყველება, წარმატება, სიბრძნე, საიდუმლოება.
ფერი: შავი
მიმართულება: ჩრდილოეთი
ელემენტი: წყალი
ჩაკრა: პირველი
ღვთაება: ელეგბა, კალი, მთვარის ღვთაებები, ოგუნი, ოსირისი.
პლანეტა: სატურნი
გავლენა: განმდევნელი, მაკავშირებელი, ჩონჩხი, სიკვდილი, ვალები, მკითხაობა, ეგზორციზმი, საიდუმლო, დაცვა, მსხვერპლი, სული, სტაბილურობა, ტრანსფორმაცია, სიმართლე.
ფერი: თეთრი
მიმართულება: აღმოსავლეთი
ელემენტი: ჰაერი
ჩაკრა: მეშვიდე
ღვთაება: აფროდიტე, მთვარის ღვთაებები, დიდი ქალღმერთი.
პლანეტა: მთვარე
გავლენა: განათლება, უმანკოება, გამჭრიახობა, მედიტაცია, მშვიდობა, სიწმინდე.
(თეთრი სანთელი შეგიძლიათ გამოიყენოთ აქ ჩამოთვლილი ფერებიდან ნებისმიერის შემცვლელად, მას ზიანი არ მოაქვს)
ფერი: ოქროსფერი
მიმართულება: სამხრეთი
ელემენტი: ცეცხლი
ღვთაება: მზის ღვთაებები
პლანეტა: მზე
გავლენა: კარიერა, კოსმიური გავლენა, შინაგანი სიჯანსაღე, ბედი, წარმატება, ფული, მზე.
ფერი: ვერცხლისფერი
მიმართულება: აღმოსავლეთი
ელემენტი: ჰაერი
ღვთაება: მთვარის ქალღმერთები
პლანეტა: მთვარე
გავლენა: მთვარის მაგია, მედიტაცია, სტაბილურობა, ნეგატიურის მოგერიება.
ამ ნაწილში სულ ეს იყოს, შემდეგში უფრო საინტერესო გახდება, შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია არ არ ემსახურება მაგიის გავრცელება-ქადაგებას, არც რელიგიის შეურაცხყოფას ისახავს მიზნად. თუ ამის წაკითხვით მაინც აღშფოთებული დარჩით, შემდეგში აღარ გირჩევთ იგივე სათაურიან პოსტში შემოხედვას.
ბაბაიაგებო ყველა ქვეყნისა შეერთდით : ))
ირის ჯადოების გაკეთებაც ეცოდინება ფრთხილად იყავით მამაკაცებო
რა არის ამ პოსტში ეხლა ისეთი… სანთლებზე და მაგიაზეა… თან საინტერესოა… ნუ წაიკითხავს ვისაც არ უნდა : P
ხო გამოკითხვის შედეგად უმეტესობა უარყოფითად იყო განწყობილი ასეთი პოსტების მიმართ და საჭირო იყო უმეტესობის აზრის გათვალისწინება
ნუ დეფ ესეთ პოსტებს ტორე ვინმე უცჰკუ ო გოგო ბიცჰმა რო დაადო და დასჰორდა ისწავლის და ჯადოს გაუკეტებს
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით თორე მე ესეთი პოსტების გულისთვის შემოვდივარ რაც სიტს აკლია ნამდვილათ აბა უცნაური ის არის ცომედყ შოუს სკეჩები?
dito
don mindia
მომხრე საკმაო რაოდენობა იყო და ასევე საკმაო რაოდენობა იყო ისეთი, რომელმაც აირჩია პასუხად, ,,ჩემთვის სულ ერთია”.
მაინს საჭიროდ ჩავთვალე დასაწყისში წარწერა გამეკეთებინა, შესაბამისად
ვის რელიგიურ შეხედულებებსაც შეურაცხყოფს ეს ინფორმაცია ის არ შემოვა.
MorningMist
პოსტის თემას ნუ უხვევ.
ირი მაეჭვებ მე შენ ამ ბოლო დროს
ისე ვინმეს დაგიპნოზებას თუ მასწავლი კარგი იქნება მჭირდება ერთთან და :P
tornike-404
არ შაილება
შენ ნამეტანი ცუდი ჰიპნოზი გაქვს
ირი_ლეკვეიშვილი
რა იყო სიტყვა “delete” ასე ჰიყვარს???
საიდან ასკვნი რო
ჩემი ეკონომიკის მასწავლების გარდა ვერავინ ვერ დავაგიპნოზე
ირი_ლეკვეიშვილი
dito
ვისაც არ გინდათ ნუ შემოხვალთ და ნუ წაიკითხვათ…რა იყოთ ხალხნო!!!1
ეს მმკ იმდენს იზამს, რომ ალბატ მომავალში მაგატ უნდა დავეკითხოთ ტვალეტში როდის შევიდეთ და როდის ვჭამოთ :))) საზიზღრობაა…მე პირადად მოვითხოვ მაგ ხალხის ინტელექტის დონე და ფსიქაიტრის დასკვნა გამოქვეყნდეს
მორწმუნე ვარ, ღმერთის მწამს, უდისეს პატივს ვცემ საქართველოს ისტორიას, ჩვენს რელიგიას, პატრიარქს და ა.შ, მაგრამ მმკ-ს ვერ აღვიქვამ რელიგიის დამცველებად…უფრო გონებაშეზღუდულთა და დრომოჭმულთა საზოგადოება მგონია….ინკვიზიცია 21 საუკუნეში
dito
don mindia
გამოკითხვა ყოველი შემთხვევისთვის იყო
სინამდვილეში არავისი აზრი არ აინტერესებთ 
პ.ს. ხანდახან საინტერესოა ესეთი რამეები მარა ეს ბანძი იყო
და მაინც ვერ მივხვდი მერე რარიტულაები რო დაწეროთ უკეტესი იქნება
ინტერნეტიდან რომ ჯადოს გაკეთებას ვინმე სწავლობდეს, ყველა დადებილებული ივლიდა ალბათ…
მარტო გოგოებს არ მოსდით თავში ჯადოების გაკეთების იდეა სხვათაშორის.. და ჯადო მაგარი საშინელებაა მისი გამკეთებლისთვის,სანამ ვინმე გადაწყვეტს რამეს ჯერ კარგად დაფიქრდეს და გადაწყვეტილება მაინც უარყოფითი მიიღოს თორე მერე ინანებს
მაინც ჯოჯოხეთში მოვხვდებით
უბრალოდ რიტუალი მაიტრესბდა თვითOნ და არა ის სიტყვები და რაგაცეები
მშვენიერი პოსტია, დადეთ ესეტები საინტერესოა, მე მაგალიტად მომწონს, გაერტობა კაცი
აუ როგორ მიყვარს მაგია და ჯადოქრებიიიი…საგოოოლ მაგარი პოსტიაა
აი ამიტომ მიყვარხარ რა ირინა
Geko
სხვათაშორის ის გამოკითხვა მე გავაკეთებინე, მაინტერესებდა და რაც მაინტერესებდა ის გავიგე კიდეც, ასე რომ ზედმეტი კომენტარები არაა საჭირო. რაც შეეხება პოსტია ბანძობას, უკეთესს შენგან ველით : )
sosomebo
რიტუალამდე სანამ მიხვალ ჯერ ეს უნდა წაიკითხო შე კაცო, პირდაპირ რიტუალზე ვერ გადახვალ.
kate_alukard
რა პოსტის შესაბამისი ავატარი გაქვს ისე. მეც მიყვარხარ
henry_m
სულაც არ უნდა იყოს ეს პოსტი შეურაცხმყოფელი რელიგიისთვის
მომწონს მსგავსი პოსტები 
ვისაც არ უნდა ნუ წაიკითხავს
aseti postebi ro ar iyos, es iqneboda rigiti saiti. satauri kidev imitom uketdeba posts rom tu ar mogewoneba agar unda shexvide. yochag iri, saintereso statiebi gaqvs yoveltvis
ირი_ლეკვეიშვილი
ყავისფერი?
სომს
უი ეგ გამომრჩენია : ))) არაუშავს, ძალიან აუცილებელი არაა, თუმცა ერთ რიტუალში აქვს მთავარი როლი აქვს, თუ იმაზე დავწერე იქ შევეხები მაგ ყავისფერ სანთელს.
სხვათაშორის მე ვაკეთებ ხოლმე რიტუალებს და შელოცვებს და გამომდის და შედეგიც აქვს და ამაშI ცუდს ვერაფერს ვხედავ
Witch
აუ ჩვენც გვასწავლე რაა
მაგრად მაინტერესებს ესეთი რაღაცეები, და რამე წიგნი არ იცით აქ რო იყიდებოდეს მაგიაზე და რიტუალებზე? :)))
01:26
მე როგორც მახსოვს სიტზე ჩატარდა გამოკითხვა უნდა იდებოდეს თუ არა მსგავსი პოსტები და თუ შედეგებს არ ითვალისწინებთ რაღატო ჩაატარეთ მაშინ ის გამოკითხვა?