შუმერები და პლანეტა ნიბირუ


ვინ იყვნენ შუმერები და რა ინფორმაცია დაგვიტოვეს.

ეს სტატია ეხება ძველ შუმერებს სხვა რასის წარმომადგენლებს და ადამიანის შექმნას. წინასწარ ვიტყვი რომ არაფერი არ არის ჩემი მოგონილი, ყველაფერი არის მეცნიერებისა და არქეოლოგების აღმოჩენებზე დაფუძნებული.
ყველა ხელნაწერი ან ჩანახატი არის თიხის ფილებზე ან გრაგნილებზე
. არავინ გვაძალებს ამის დაჯერებას , უბრალოდ მინდა ეს საინტერესო სტატია გაგიზიაროთ :)

აქ მოყვანილია ადანური ცივილიზაციის წარმოშობის ისტორია წინასწარ დავიზღვევ თავს და ვიტყვი, რომ არაფერი არ არის ჩემი მოგონილი, ინფორმაცია ნაპოვნია და ნათარგმნი. ჩვენ ქრისტიანები ვართ, არავინ გვაძალებს ამის დაჯერებას, მაგრამ მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის ეს საინტერესო სტატია.

პლანეტა ნიბირუ?
უკვე დამტკიცებულია, რომ შუმერული ცივილიზაცია ყველაზე ძველია დედამიწაზე. მათი პირველი ცივილიზაცია შეიქმნა დაახლოებით 445 ათასი წლის უკან. ბევრი მეცნიერი იბრძოდა და იბრძვის პლანეტის ყველაზე ძველი ცივილიზაციის საიდუმლოს დამსხვრევაზე, მაგრამ საიდუმლო ისევ საიდუმლოდ რჩება. საკმარისია ვახსენოთ, რომ მათ ჰქონდათ მათემატიკური გამოთვლების უდიდესი უნარი და იცოდნენ ფიბონაჩის რიცხვები. შუმერული ხელნაწერები შეიცავს ინფორმაციას მზის სისტემის შექმნაზე, მის განვითარებაზე და წყობაზე.მათ ნახატებში, რომლებიც ინახება გერმანიის სახელმწიფო მუზეუმის(ბერლინში) ახლოაღმოსავლეთ სექციაში,არის ასახული მზის სისტემა:ცენტრში მზე და გარშემო კი ჩვენთვის ცნობილი ყველა პლანეტა(მზის სისტემის). თუმცა მათ მზის სისტემის ნახატში განსხვავებაა, შუმერებს მარსსა და იუპიტერს შორის აქვთ მოთავსებული დიდი ზომის უცნობი პლანეტა, მეთორმეტე პლანეტა შუმერული სისტემით! ამ უცნაურ და ამოუცნობ პლანეტას შუმერები ეძახდნენ ნიბირუს, რაც ნიშნავს«გადამკვეთ პლანეტას». ამ პლანეტის ორბიტა-მეტად მოგრძო ელიფსი,– ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ კვეთავს მზის სისტემას.ნიბირუს მორიგი სტუმრობა 2100-2158 წლებშია მოსალოდნელი.

შუმერული ხელნაწერების თანახმად, პლანეტა ნიბირუ იყო დასახლებული გონიერი არსებებით სახელად: ანუნაკები. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 360 000 წელს. ისინი იყვნენ გიგანტები: ქალების სიმაღლე 3-იდან 3,7 მეტრს აღწევდა, ხოლო მამაკაცების 4 დან 5-ს .აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მაგალითად, ძველი ეგვიპტელი მმართველი ეხნატონი იყო 4 მეტრი სიმაღლის, ხოლო ლეგენდარული ნეფერტიტი დაახლოებით 3,5 მეტრი. უკვე ჩვენ დროს ეხნატონის ქალაქშო იქნა აღმოჩენილი 2 უცნაური სამარხი. ერთ ერთ მათგანში პირდაპირ მუმიის თავზე იყო გამოსახული სიცოცხლის ყვავილი.ხოლო მეორე სამარხში აღმოაჩინეს დაახლოებით 7 წლის ბავშვის ძვლები, რომლის სიმაღლეც 2,5 მეტრია. ამ ბავშვის ძვლები გადატანილი იქნება კაიროს მუზეუმში.შუმერების კოსმოგონიაში მთავარ მოვლენად ითვლება«კოსმოსური ომები» და კატასტროფა, რომელიც მოხდა 4 მილიარდი წლის წინ და შეცვალა მზის სისტემის ფორმა. თანამედროვე ასტრონომია ადასტურებს ამ კატასტროფის მოხდენის ფაქტს!

შუმერულ ხელნაწერებში არის მოყვანილი ფაქტები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დედამიწაზე გონიერი ცხოვრების წარმოშობის მიზეზი. ამ ხელნაწერების თანახმად,ჰომო საპიენსი შეიქმნა ხელოვნურად გენური ინჟინერიის შედეგად დაახლოებით 300 ათასი წლის წინ. ამგვარად, შეიძლება, კაცობრიობა წარმოადგენდეს ბიორობოტების ცივილიზაციას. თავიდანვე ვახსენებ რომ სტატიაში არის ზოგიერთი დროის შეუსაბამობა. ეს არის იმასთან დაკავშირებული, რომ თარიღების უმეტესობა დადგენილია მხოლოდ გარკვეული ხარისხის სიზუსტით.შუმერული ხელნაწერების გაშიფვრამ გამოიწვია მკვლევარების შოკი. მოვიყვანოთ მოკლე და არასრული სია იმ ცივილიზაციის მიღწევებისა, რომელიც არსებობდა განვითარების გზაზე მყოფ ეგვიპტეზე, რომის იმპერიაზე და მითუმეტეს ძველ საბერძნეთზე უფრო ადრე. შუმერული ხელნაწერების გარკვეული გაშიფვრის შემდეგ აშკარა გახდა, რომ შუმერული ცივილიზაცია ფლობდა თანამედროვე მეცნიერულ ცოდნას ქიმიის,მცენარეული მედიცინის, კოსმოგონიის, ასტრონომიის, თანამედროვე მათემატიკის და გენური ინჟინერიის შესახებ, ასევე ჰქონდათ თანამედროვე სახელმწიფო პარლამენტი, სასამართლო და არჩევნები.

შუმერები ამტკიცებენ, რომ ჰქონდათ კონტაქტი პლანეტა ნიბირუს მცხოვრებლებთან! შუმერული ტექსტების თანახმად ზუსტად ამ პლანეტიდან ჩამოვიდნენ ანუნაკები დედამიწაზე. შესაძლებელია მართლაც ასე იყო. თუ დავუჯერებთ ამ ლეგენდებს, რომლებიც მრავალია სხვა და სხვა კულტურასა და ცივილიზაციაში, მაშინ ჰუმანოიდებს არა მარტო კონტაქტი ჰქონდათ ადამიანურ რასასთან, არამედ ისე ახლოს იყვნენ მათთან, რომ, შესაძლებელია საერთო შთამომავლობაც ჰყავდეთ. დავუბრუნდეთ ისევ შუმერულ ხელნაწერებს:პირველი ანუნაკები დედამიწაზე ჩამოვიდნენ 445 ათასი წლის წინ (შუმერული ცივილიზაციის შექმნის თარიღი).შევეცადოთ ვიპოვოთ პასუხი დასმულ კითხვაზე:რატომ სურდათ პლანეტა ნიბირუს მცხოვრებლებს დედამიწაზე ჩამოსვლა? შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ აინტერესებდათ სასარგებლო მინერალები, პირველ რიგში-ოქრო. რატომ?თუ ავიღებთ თეორიას ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ მეთორმეტე პლანეტაზე(მზის სისტემის), შეიძლება მათ სურდათ ოქროსშემცველი დამცავი ეკრანის შექმნა პლანეტისთვის. ავღნიშნოთ, რომ ანალოგიური ტექნოლოგიით ჩვენს დროში მიმდინარეობს კოსმოსური პროექტების გარკვეული ნაწილი.

პირველად ანუნაკები უშედეგოდ ცდილობდნენ ოქროს მოპოვებას სპარსეთის ყურეში, ხოლო შემდეგ დაიწყეს მიწისქვეშა სამუშაოები სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ, როდესაც პლანეტა ნიბირუ იმყოფებოდა დედამიწის სიახლოვეში, მასზე იგზავნებოდა მთელი მოპოვებული ოქროს მარაგი.ხელნაწერების მიხედვით ანუნაკები საკმაოდ დიდხანს მოიპოვებდნენ ოქროს დედამიწაზე, დაახლოებით:100 150 ათასი წლის განმავლობაში. ხოლო შემდეგ,როგორც მოსალოდნელი იყო, მოხდა აჯანყება. დიდხანსმცხოვრებ ანუნაკებს მობეზრდათ ათასობით წლის მიწისქვეშ გატარება და ოქროს მოპოვება. და მაშინ მიიღეს უნიკალური გადაწყვეტილება: მათ გადაწყვიტეს შეექმნათ «პრიმიტიული მომუშავეები» მიწისქვეშ სამუშაოდ.და კაცობრიობის შექმნის მთელი პროცესი დაწვრილებით აღწერილია – შუმერულ თიხის დაფებზე. ამ ინფორმაციამ ფაქტიურად შოკში ჩააგდო თანამედროვე გენეტიკები.

სხვა ვერსია?
თორა ?ეს სიტყვა შეიქმნა შუმერების დროს. ეს სიტყვა მოცემულია მრავლობითად და ზუსტი თარგმანით უნდა აღნიშნავდეს ღმერთს. ადამიანის შექმნის მიზეზი კი დაზუსტებით გავარკვიეთ:«… არ არსებობდა კაცი მიწის დამმუშავებელი ».

ანუნაკების მმართველმა ანუმ და მთავარმა მეცნიერებმა ენიკებმა გადაწყვიტეს შეექმნათ«ადამუ». ეს სიტყვა წარმოიშობა «Adamah» იდან (მიწა) და აღნიშნავს «დედამიწელს».ენიკებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ მხოლოდ ფეხით მოსიარულე არსებები, რომლებიც უკვე არსებობდნენ დედამიწაზე, და გაეუმჯობესებინათ ისინი იმ დონეზე, რომ მათ შეძლებოდათ ბრძანებების გაგება და ინსტრუმენტების გამოყენება. მათ ესმოდათ, რომ დედამიწის ბინადრებს ევოლუცია ჯერ არ გაუვლიათ და ამ პროცესის დაჩქარება გადაწყვიტეს.დედამიწას უყურებდნენ როგორც ერთ ცოცხალ არსებას, ისინი ფიქრობდნენ რომ აქ სიცოცხლე ისევე გაჩნდა როგორც მათ მშობლიურ პლანეტაზე, ენიკებს ეძახდნენ “Nahash”, რაც აღნიშნავს«გველთა, გველს» ან «ის ვინც იცის ყველაზე მეტი საიდუმლო». უფრო კონკრეტულად Nahash სიმბოლოთიც გამოისახებოდა:ორი ერთმანეთზე შემოხვეული გველი. ეს სიმბოლო შეიძლება მივამსგავსოთ დნმ ის სტუქტურულ მოდელს, რომელიც ენიკებმა გამოიცნეს გენეტიკური ცდების შედეგად.ენიკების გეგმაში შედიოდა ადამიანისა და ანუნაკების დნმ ის შეერთება და ახალი რასის მიღება. ენიკებმა დასახმარებლად მოიხმეს ახალგაზრდა ლამაზი გოგონა , სახელად ნინტი– «ქალბატონი, რომელიც იძლევა სიცოცხლეს».ჩანაწერებში არის ინსტრუქცია რომელიც ენიკებმა მისცეს ნინტის. უპირველეს ყოვლისა, მთელი პროცედურა უნდა ჩატარებულიყო სტერილიზებულ ადგილას.როგორც ტექსტში ჩანს, ენიკები მუშაობისას იყენებდნენ აფრიკული მაიმუნის კვერცხუჯრედებს, რომელიც ჩრდილოეთ ზიმბაბვეში ბინადრობს.

რამოდენიმე კომპონენტი:
ინსტრუქციაში ცოტა გაურკვევლად წერია მაგრამ დაახლოებით ასეა: “შეურიე არსი და თიხა მიწის ბაზიდან რომელიც არის ჩრდილოეთით” ნინტი როგორც მეცნიერები ასკვნიან იყო ძალიან ჭკვიანი და მრავლისმცოდნე, ახალგაზრდა ანუნაკი, რომელიც თიხისგან და არსისგან მიიღებს ახალშობილის ბედს… და რაც ის გამოვა იქნება ადამიანი».

(თიხა და არსი შეიძლება იგივე მნიშვნელობის არ იყოს როგორც ჩვენ ეს სიტყვები გვესმის)
მაგალითად:ღვთაებრივი ელემენტი, რომელსაც შუმერებმა უწოდეს «ТЕ-Е-МА»რაც აღნიშნავს «არსს» ან «ის, რაც აკავშრებს გონებას», ხოლო ჩვენებურ ენაზე ეს არის დნმ. სპეციალურად იყო შერჩეული ანუნაკის სისხლი. ასევე ახალგაზრდა მამაკაცებისგან იღებდნენ Shiru – სპერმას. სიტყვა «თიხა» წარმოიშობა ამ სიტყვიდან «TI-IT», და ითარგმნება ასე «ის რაც ახლავს სიცოცხლეს». ასევე არის ნახსენები სიტყვა კვერცხი შეიძლება ეს იყოს კვერცხუჯრედი. გარდა ამისა , ტექსტში აღნიშნულია, რომ ერთ ერთი ანუნაკისგან(როგოც შუმერები წერენ ერთ ერთი ღმერთისგან) იქნა აღებული, ის რასაც ეძახდნენ napishtu (მისი მსგავსი სიტყვა ბიბლიაშიც არის :Naphsh, რომელიც არაზუსტად ითარგმნება როგორც «სული»).
ტექსტშ წერია, რომ წარმატებას თავიდანვე ვერ მიაღწიეს და გამოსდიოდათ საშინელი გარეგნობის ჰიბრიდები. და როგორც იქნა მათ მიაღწიეს წარმატებას. წარმატებით ფორმირებული კვერცხუჯრედი მოათავსეს ნინტის სხეულში, დიდი ხნის ფეხმძიმობის შემდეგ გაჩნდა ადამიანი – ადამ. მეცნიერები ვარაუდობენ რომ თუ მათ ბევრი მომუშავე სჭირდებოდათ გასამრავლებლად ქალიც იყო საჭირო და გააკეთეს ადამისგან კლონი ოღონდ ისე რომ მდედრობითი სქესის გამოვიდა სახელად ევა(კიდევ ვიმეორებ ეს არის უბრალოდ ხელნაწერები არავინ ვიცით ეს მართალია თუ ტყუილი, შუმერებს ეს ყველაფერი თავიანთ თიხის დაფებზე აქვთ აღწერილი). კლონირების აღმწერი ხელნაწერები არ არსებობს ან ვერ აღმოაჩინეს. მაგრამ როდესაც ადამიანს ანუნაკებმა მისცეს ყველა საჭირო შესაძლებლობა და განვითარების უნარი,არ მისცეს მხოლოდ დიდხნიანი სიცოცხლე. მოგვიანებით როცა დედამიწის ქალებმა მიიღეს გამომწვევი შეხედულება, ანუნაკებმა დაიწყეს მათი ცოლად შერთვა, რაც ასევე ამართლებს ადამიანის ინტელექტის ძლიერ განვითარებას. ბიბლიაში ამის შესახებ არის ნათქვამი შემდეგი:
“როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.”

კითხვები და პასუხები:

1. ვის შეეძლო მაღაროში მუშაობა ქვის ხანაში?!
არქეოლოგიური კვლევები ამტკიცებენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ქვის ხანის დროს მიმდინარეობდა მიწისქვეშა სამუშაოები(!). ჯერ კიდევ 1970 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ოქროსმომპოვებელი მაღაროები, 20 მეტრის სიღრმის. ფიზიკოსების საერთაშორისო ჯგუფმა, 1988 წელს გაარკვია მაღაროების ასაკი- 80 – 100 ათასი წელი.

2. საიდან იციან ველურმა ტომებმა «ხელოვნური ადამიანების შესახებ»?
ზულუს ლეგენდებში ნათქვამია, რომ ამ მაღაროებში მუშაობდნენ ადამიანები სისხლით და ხორცით, რომლებიც იყვნენ ხელოვნურად შექმნილები «პირველი არსებების მიერ».

3. ასტრონომების მეორე აღმოჩენა ამტკიცებს რომ პლანეტა ნიბირუ მართლაც არსებობდა ან არსებობს!
თანამედროვე ასტრონომები ამტკიცებენ რომ იუპიტერსა და მარსს შორის უნდა ყოფილიყო დედამიწაზე ორჯერ დიდი პლანეტა ! შესაძლებელია ეს პლანეტა აღარ არსებობდეს კატასტროფის შედეგად.


ავტორი: Elsewhere

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

  • chiti

    ki, magram tu am planetas aqvs sakutari simxurvale rogorc iupiters mashin? mashin xom sheidzleba sicocxlis arsebobaze piqri? es planetanibiru rogorc aq weria 3600 weliwadshi ertxel dedamiwas sagrdnoblad uaxlovdeba da shumerebma nibiruze damoukideblad kia ar gaiges, aramed tviton nibiruelebma auwyes amis shesaxeb. saturnelebi ki verafers etyoden samwuxarod, radga isini ubralod ar arsebobdnen.

  • Guest

    ეს სიმართლეა ყველაფერი. ბევრს არა აქვს წაკიტხული ბიბლია, ცაიკითხეთ და თითოეულ სიტყვას დაუკვირდით. მღვდლები და ჩვენი რელიგია ბევრ რამეში ცდება. მათიმოგონილია ყელაფერი. მე ბიბლიის წაკითხვის მერე შოკში ჩავარდი. მასში ღვთიური ვერფერი ვერ დავინახე. უბრალოდ ხალხმა იცის ის, რისი გაგებაც აწყობთ, რადგან ასე უფრო ადვილია ადამიანების მართვა. ჯერ დავიწყოთ იქედან რომ სამყაროს შექმნა 2- ჯერ არის ნახსენები. და რომელია მეორე სამყარო ან პირველი?. ჩვენ რომელი სამყარო ვართ? მე არ ვიგონებ არფერს. ასე წერი ბიბლიაში. წარღვნის მერე, როცა ნოე გამოვიდა კიდობნიდან წერია რომ უფალს სამსხვერპლო აუგო. ღმერთს რაში ჭირდებოდა სისხლის ღვრა და მსხვერპლთშეწირვა? ისიც საკითხავია მართლა ღმერთი ელაპარაკებოდა თუ არა ნოეს. ბიბლიაში სიტყვა ეშმაკი ნახსენებიც რ არის. შუმერული დამწერლობა ფაქტიურად ბიბლიის ასლია.

  • Eryn Vorn

    ნეტა საიდან მოიტანე რომ ნეფერტიტი და ეხნატონი გიგანტები იყვნენ/?სად ნახე ინფორმაცია შგიძლია მითხრა? მაინტერესებს,იმიტომ რომ არ არის ცნობილი

  • Eryn Vorn

    ვენები რატომ, უნდა გადაიჭრან ან თავი ჩამოიხრჩონ?

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC