არქივი

ველური სექსი (+15)

Image.geotorrents.com

რამდენადაც ფართო და მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო, იმდენად განსხვავებულია მათი სექსუალური ქცევები. ზოგი ადამიანისას ჩამოგავს, ზოგი ერთი შეხედვით სასაცილოა, ზოგი კი სასტიკი. წარმოგიდგენთ ფაუნის ბინადართა რამდენიმე განსაკუთრებულ სექსუალურ ტრადიციას და ამ საკითხთან დაკავშირებულ ფაქტებს.

Image.geotorrents.com
მსოფლიოში ყველაზე დიდი სასქესო ორგანო აქვს ლურჯ ვეშაპს – დაახლოებით 3 მეტრი. თუმცა როცა არ სჭირდება, სხეულში შეაქვს.

Image.geotorrents.com
სხეულის ზომასთან გათვალიწინებით კი ყველაზე დიდი აქვს ჩვეულებრივ, ნიჟარაში მცხოვრებ კიბოს – ერეგირებულ მდგომარეობაში ის სხეულზე ათჯერ გრძელია. შედარებისთვის, ადამიანს რომ ასევე ჰქონდეს, მისი სიგრძე 17-18 მეტრი იქნებოდა (დაახლოებით 6 სართულის სიმაღლის). აქედან გამომდინარე, მამრ კიბოს შეწყვილებისას ნიჟარიდან გადმობრძანება არც სჭირდება.

Image.geotorrents.com
სასქესო ორგანოს აგებულება ცხოველებს სხვადასხვანაირი აქვთ. მაჩვებს ძვლიანი აქვთ მეტი სიმტკიცისთვის, კატებს მოკაუჭებული აქვთ, რაც უადვილებთ სექსს. ღორისა აგებულებით კორპის საძრობს გავს. ზვიგენებს, ხვლიკებსა და გველების ნაწილს ორი ცალი აქვთ.

Image.geotorrents.com
რვაფეხას, როგორც იცით, რვა საცეცი აქვს, რომლითაც მოძრაობს და საკვებს იღებს. ერთ-ერთი მათგანი, ძირითადად მარჯვნიდან მესამე, სასქესო ორგანოს მაგივრობასაც უწევს და უზრუნველყოფს მამრის სხეულიდან მდედრში სპერმის გადატანას (გადაღვრას :D). რვაფეხები მხოლოდ ერთხელ წყვილდებიან – მამრი რვაფეხა სექსის შემდეგ ღრმა ძილს მიეცემა, წყვეტს კვებას და კვდება. ზოგიერთი სახეობა იძრობს საცეცს და მდედრის სხეულში ტოვებს – ასე უფრო წარმატებულია განაყოფიერება.

Image.geotorrents.com
რაც შეეხება არგონავტს, შეიძლება ითქვას, რომ აქ მასტურბაციასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე სექსთან. საქმე იმაშია, რომ მამრი თავიდან იცილებს ინტიმურ სიახლოვეს. თავის ერთ-ერთ საცეცს (რომელიც თვალის მიდამოდანაა გამოზრდილი), ავსებს სპერმით, შემდეგ ეს საცეცი წყდება სხეულს და თუ დასჭირდა, მიჯნურის ძიებაში 9 ზღვასაც გადაივლის. როცა მდედრი არგონავტი მისკენ მოცურებულ საცეცს იხილავს, ებღაუჭება და ნაყოფიერდება. ზოგჯერ საცეცი იმხელა მანძილს გადის, რომ მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში ის ცალკე არსება ეგონათ.

Image.geotorrents.com
მდედრ მგლებსა და ძაღლებს ვაგინას მიდამოში იმდენი და ისეთი ძლიერი კუნთი აქვთ, რომ შეწყვილების შემდეგ შეუძლიათ 30 წუთის განმავლობაში შეკუმშული ჰქონდეთ. ამით იზრდება დაორსულების შანსი, რადგან სპერმის დანაკარგი თითქმის არაა.

Image.geotorrents.com
ალბათ საინტერესოა, პარტნიორები როგორ ირჩევენ ერთმანეთს. ხშირად მდედრი გამოყოფს სპეციალურ ნივთიერებას ფერომონს, რომლის შესუნთქვაც მამრს აგრძნობინებს რომ პარტნიორს სექსი უნდა (სხვათაშორის, ფლაკონებში სუნამოს სახით ადამიანებისთვისაც არსებობს ფერომონი, რომელიც კაცის ტვინს აღიზიანებს და სექსისთვის განაწყობს). მაგრამ ზოგჯერ უფრო რთულადაა საქმე, მაგალითად ზოგიერთ ფრინველებში აუცილებელია სარიტუალო ცეკვის შესრულება. მაიმუნების ზოგიერთ სახეობაში ფლირტის ნიშნად წარბების აწევაა მიღებული. რადგანაც მათ თვალების მიდამო ნათელფეროვანი აქვთ, შეცდომა გამორიცხულია.

Image.geotorrents.com
ლოკოკინების უმეტესობა ჰერმაფროდიტია (ორსქესიანი), რიგ სახეობებში გამრავლება ჯგუფურად ხდება: ორი ლოკოკინა სხეულიდან გამოჰყოფს მამაკაცურ ორგანოს, ერთმანეთზე ახვევენ და შემდეგ პოულობენ მესამე ლოკოკინას, რომელიც მდედრის ფუნქციას ითავსებს და ნაყოფიერდება.

Image.geotorrents.com
ლოქორებიც ასევე ჰერმაფროდიტები არიან. ზოგჯერ ისინი პარტნიორს სასქესო ორგანოს მოაჭამენ ხოლმე, რათა მდედრად “აქციონ”.

Image.geotorrents.com
ძუძუმწოვრების უმეტესობაში, მათ შორის ადამიანებშიც, მიღებულია სექსი მამრსა და მდედრს შორის, პარტნიორების შიგადაშიგ გამოცვლით. მონოგამია საკმაოდ იშვიათია. ამ მხრივ, ძუძუმწოვრებისგან ფრინველები განსხვავდებიან – მათი უმეტესობა სიკვდილამდე პირველ პარტნიორთან რჩება. თუმცა როცა ირღვევა სქესობრივი ბალანსი რაოდენობის მხრივ, ადგილი აქვს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს. ფრინველთა სამყაროში ეს საკმაოდ ხშირია. ავსტრალიური შავი გედები გამოირჩევიან გეი ურთიერთობებით, იპარავენ კვერცხებს მდედრებისგან და ოჯახს ქმნიან. მსგავსი რამ ხშირია პინგვინებშიც, ხოლო თოლიებში ლესბოსელები ჭარბობენ. დელფინებში ხშირად გეები ცალკე ცხოვრობენ. ისინი აქტიურად მიმართავენ ანალურ და ორალურ სექსს.

Image.geotorrents.com
ცხოველებში, რომლებთანაც ერთი-ერთზე შეწყვილება აუცილებლობას არ წარმოადგენს, ორგიები ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად ბაყაყების ორგიისას ასობით მათგანი იკრიბება ერთად და ვისი ვისაშია, ვერ გაიგებ :yes:

Image.geotorrents.com
მამალი ირმებისთვის რქები ეროგენულ ზონას წარმოადგენს. მეცნიერებს დაკვირვებისას ბევრჯერ შეუმჩნევიათ, რქების უმნიშვნელო ხახუნს ბალახზე როგორ გამოუწვევია მრავალჯერადი ერექციები.

Image.geotorrents.com
მამალ იხვებს უზარმაზარი სასქესო ორგანო აქვთ, რომელიც სიგრძეში შეიძლება სხეულის ზომას გაუტოლდეს. ძალადობა აქ ჩვეულებრივი მოვლენაა, ზოგჯერ მამალი იხვების ჯგუფი ერთ დედალ იხვს აუპატიურებს, რაც უმეტესწილად ამ უკანასკნელის სიკვდილით სრულდება.

Image.geotorrents.com
ზღვის ეშმაკები, სამყაროს ერთ-ერთი უმახინჯესი არსებები (ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გადმოსახედიდან), ღრმა წყლებში ცხოვრობენ, სადაც მუდამ ბნელა. ცხვირზე მათ აქვთ გავარვარებული საცეცი, რომელიც ანათებს და უამრავ პატარა თევზს იზიდავს. ისინი რა თქმა უნდა, ამ მონსტრის საკბილონი ხდებიან. მეცნიერებს საგონებელში აგდებდა ის ფაქტი, რომ მათი დაჭერილი ყოველი ზღვის ეშმაკი მდედრი იყო, ვერ გაეგოთ, სად იმალებოდნენ მამრები. საქმე იმაშია, რომ მამრები ძალიან პატარები არიან. სიბნელეში მათ უჭირთ მდედრის პოვნა და როცა იპოვიან, გვერდის მხარეს ძლიერად უკბენენ და კანს ჭრიან. შემდეგ სამუდამოდ უერთდებიან მის სხეულს. მათი სისხლის მიმოქცევა ერთმანეთში ირევა, მდედრის ნაჭამი კი მამრის სხეულშიც გადადის. საბოლოოდ, ისინი “ერთ ხორც” ხდებიან, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ასე, რომ ის რაც მეცნიერებს მდედრის სხეულში მყოფი პარაზიტი ეგონათ, სინამდვილეში მამრი ეშმაკი აღმოჩნდა.

Image.geotorrents.com
ბევრ მწერსა და ფეხსახსრიანებში სექსი ხიფათთანაა ასოცირებული – მდედრი განაყოფიერების შემდეგ პარტნიორს მიირთმევს. მაგალითად, დედალი ჩოქელა მამალს თავს აჭამს და შემდეგ იწყებს აქტს. ობობა შავი ქვრივი კი ცნობილია სექსუალური კანიბალიზმით. დედოფალ ფუტკარს ზოგჯერ მამრი ფუტკრის სხეულისგან გამოაქვს რეპროდუქციული ორგანოები, რომლებიც სპერმას გამოიმუშავებენ და საკუთარ სხეულში ათავსებს. ამის შემდეგ მისი ნება-სურვილით ხდება განაყოფიერება, მამრი კი გამოშიგვნისგან იღუპება.

The Lion sleeps tonight by Jigsaw Killer

ესეც ასე :boli:

მსგავსი ამბები

Back to top button