ჩერნობილის კატასტროფა

ჩერნობილის კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვისუკრაინის სსრკ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც რეაქტორის მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშვებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკურირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.

ჩერნობილის ავარია სსრკ-სთვის გახდა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მოვლენა, რის გამოც მისი მიზეზების გამოძიება დიდი ხნით გაჭიანურდა. ფაქტების ინტერნპრეტაცია და ავარიის ვითარების ანალიზი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ამიტომ დღემდე მასზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

ატომური ელექტროსადგურის მახასიათებლები:

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური განთავსებული იყო უკრაინის ტერიტორიაზე, ქალაქ პრიპიატთან ახლოს, ქალაქ ჩერნობილიდან 18, ბელორუსიის საზღვრიდან 16 და დედაქალაქ კიევიდან 110 კილომეტრის დაშორებით.

ავარიის დროს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდა ოთხი რეაქტორი. თითოეული 1000 მეგავატი (სითბური სიმძლავრე 3200 მეგავატი) ელექტრო სიმძლავრით. ასევე შენდებოდა კიდევ 2 ანალოგიური რეაქტორი. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაახლოებით გამოიმუშავებდა უკრაინის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მეათედს.

1986 წლის 26 აპრილის დაახლოებით 1:23:50 საათზე ჩერნობილის ატომური ელექტრო-სადგურის მე-4 ენერგობლოკში მოხდა აფეთქება, რომელმაც მთლიანად დაანგრია რეაქტორი. ენერგობლოკის შენობა ნაწილობრივ ჩამოინგა. ამით, როგორც ითვლება დაიღიპა პირველი (ერთი) ადამიანი. შენობის სხვადასხვა განყოფილებაში და სახურავზე გაჩნდა ხანძარი. ამის შემდეგ აქტიური ზონების ნარჩენები ჩამოდნა. დამდნარი მეტალის, სილის, ბეტონის და საწვავის ნარჩენის ნარევი მოედო ქვე-რეაქტორის განყოფილებებს.ავარიისას მოხდა რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელება. მათ შორის იყო ურანის იზოტოპი, პლუტონიუმი, იოდი-131 (ნახევრად-ლპობის პერიოდი 8 დღე), ცეზიუმი-134 (ნახევრად-ლპობის პერიოდი 2 წელი), ცეზიუმი-137 (ნახევრად-ლპობის პერიოდი 33 წელი) და სტონციუმი-90 (ნახევრად-ლპობის პერიოდი 28 წელი). მდგომარეობა უარესდებოდა იმით, რომ სითბოთი ნგრევად რეაქტორში მიმდინარეობდა არაკონტროლირებადი ატომური და ქიმიური რეაქციები. ამას მრავალი დღის მანძილზე თან სდევდა მაღალ რადიაციული ელემენტების წვის პროდუქტების ბზარებიდან ამოფრქვევა და ამით დიდი ტერიტორიების დაბინძურება. დანგრეული რეაქტორიდან რადიოაქტიური ნივთიერებების ამოფრქვევის შეჩერება მოხდა მხოლოდ 1986 წლის მაისის ბოლოს, სსრკს მთელი რესურსებისა და ათასობით ლიკვიდატორის მეშვეობით.

1986 წლის 25 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დაიგეგმა მე-4 ენერგობლოკის გაჩერება შემდგომში სხვა მიზნებისათვის გამოყენებისთვის. გადაწყდა გამოყენებულ ყოფილიყო ეს შემთხვევა რიგი ცდების ჩატარებისთვის. ერთ-ერთი ცდის მიზანი იყო პროექტული რეჟიმის შემოწმება, რომელიც ითვალისწინება გენერატორის ტურბინის ინერციის გამოყენებას, შიდა ელექტრომომარაგების გათიშვის შემთხვევაში.

ცდები უნდა ჩატარებულიყო 700 მეგავატ სიმძლავრეზე, მაგრამ ოპერატორის უყურადღებობის გამო ის 30 მეგავატზე დაეცა. გადაწყდა რომ არ აეწიათ სიმძლავრე დაგეგმილ 700 მეგავატზე და 200 მეგავატით შეზღუდულიყვნენ. სიმძლავრის სწრაფი ვარდნით და 30 – 200 მეგავატზე მუშაობით გაძლიერდა რეაქტორის აქტიური ზონის დაბინძურება ქსენონ-135-ის იზოტოპით. იმისათვის რომ აქტიური ზონიდან აეწიათ სიმძლავრე შეკეთებულ იქნა მარეგულირებელი ჭანჭიკების ნაწილი.

200 მეგავატზე მიღწევის შემდეგ ჩართულ იქნა დამატებითი ტუმბები, რომელთა დანიშნულება იყო ექსპერიმენტის დროს გენერატორების დატვირთვის თავიდან აცილება. აქტიური ზონიდან წამოსული წყლის რაოდენობა, რაღაც დროის მანძლზე სცილდებოდა დაშვებულ ლიმიტს. ამ დროისათვის ოპერატორებს მოუწიათ უფრო ძლიერად მოეჭირათ ჭანჭიკები. ამასთან, რეაქტულობის ეფექტურობის მარაგი აღმოჩნდა დაშვებულ სიდიდეზე დაბლა, მაგრამ რეაქტორის პერსონალმა ამის შესახებ არ იცოდა.

1:23:04 საათზე დაიწყო ექსპერიმენტი. ამ მომენტში, გაუმართაობის, ან რეაქტორის არასტაბილურობის არანაირი სიგნალი არ ყოფილა.გენერატორთან მიერთებული ტუმბების სიჩქარის დაწევის და რეაქტულობის დადებითი ორთქლის კოეფიციენტის გამო, რეაქტორი ცდიდა სიმძლავრის მომატების ტენდენციას, თუმცა მართვის სისტემა ამის წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობდა. 1:23:40 საათზე ოპერატორმა იმოქმედა ავარიული დაცვის ღილაკზე. ოპერატორის ამ მოქმედების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ეს მოქმედება განხორციელებული იყო სიმძლავრის სწრაფი ზრდის გამო. თუმცა ანატოლ სტეფანეს-ძე დიალტოვი (სადგურის ექსპლუატაციის მთავარი ინჟინერის წარმომადგენელი, რომელიც ავარიის მომენტში იმყოფებოდა მე-4 ენერგობლოკის სამართავ პულტთან) თავის წიგნში ამტკიცებს, რომ ეს ადრე განხილული იყო ინსტრუქტჟზე და მას შემდეგ, რაც ავტომატური რეგულატორის ღერძები დავიდნენ აქტიური ზონის ქვემოთ, მოქმედება შესრულდა შტატურ (და არა ავარიულ) რეჟიმში, ტურბინის აჩქარების შემთხვევაში რეაქტორის ჩახშობისათვის. რეაქტორის კონტროლის სისტემებმა ავარიული დაცვის ჩართვამდე ასევე ვერ დააფიქსირეს სიმძლავრის ზრდა.

რეგულატორებმა და ავარიულმა ღერძებმა დაიწყეს ქვემოთ მოძრაობა, აქტიური ზონაში ჩასვლა, მაგრამ რამოდენიმე წამის შემდეგ რეაქტორის სითბური სიმძლავრე უცბად გაიზარდა უცნობ მაღალ სიდიდეებზე (სიმძლავრემ გადააჭარბა ყველა გამზომი მოწყობილობის რიცხვებს). მოხდა ორი აფეთქება რამოდენიმე წამის ინტერვალით. რეზულტატად რეაქტორი მთლიანად იქნა დანგრეული. პროცესის, რომელიც მიმდინარეობდა აფეთქებამდე, ზუსტი მიმდევრობის შესახებ არ არსებობს საერთო წარმოდგენა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავიდან მოხდა რეაქტორის არაკონტროლირებადი გაქანება, რომლის შედეგად დაინგრა რამოდენიმე სითბოს გამომყოფი ელემენტი, ხოლო შემდგომ, ამით გამოწვეულ იქნა ტექნოლოგიური არხების ჰერმეტულობის დარღვევა, რომელშიც ეს სითბოს გამომყოფი ელემენტი_ები იმყოფებოდნენ. დაზიანებული არხების ორთქლი შევიდა არხთაშორის რეაქტორულ არეში. ამის შედეგად იქ სწრაფად გაიზარდა წნევა, რამაც გამოიწვია რეაქტორის გამორთვა და მისი ზედა ფენის აქტივობა, მათ შორის რომლებიც გადის ყველა ტექნოლოგიურ არხში. ამან წმინდა მექანიკურად გამოიწვია არხების მასობრივი ნგრევა, აქტიური ზონის მთელი მოცულობის გადახურება და ორთქლის გარეთ გამოვარდნა – ეს იყო პირველი აფეთქება (ორთქლით).

მიდინარე პროცესის ჟონვის გამო, მეორე აფეთქებით გამოწვეულ რეაქტორის მთლიანად დანგრევაზე არ არსებობს რეგისტრირებული მონაცემები და შესაძლებლობები, არსებობს, მხოლოდ ჰიპოთეზები. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ეს იყო ქიმიური ნივთიერებების აფეთქება. ამაში იგულისხმება წყალბადის აფეთქება, რაც გამოწვეულ იქნა რეაქტორში არსებული ცირკონიუმის რეაქციით მიღებული მაღალი ტემპერატურით და სხვა პროცესების გამო. სხვა ჰიპოთეზით, ეს იყო ატომური აფეთქება, რაც არის წყლის მიუწოდებლობის გამო რეაქტორის წამიერი ნეიტრონით გაქანების შედეგად მიღებული სითბური აფეთქება. ორთქლის დიდი დადებითი კოეფიციენტი ავარიის გამომწვევ ამ სავარაუდო მიზეზს ქმნის უფრო რეალურად. ბოლოს, არსებობს ვერსია, რომ მეორე აფეთქება არის პირველი აფეთქება, რაც ნიშნავს პირველის გაგრძელებას. ამ ვერსიით, ყველაფრის დანგრევა გამოიწვია ორთქლმა, რომელმაც შახტიდან გამოაფრქვია საწვავისა და გრაფიტის დიდი რაოდენობა. ხოლო პიროტექნიკური ეფექტები,ფეიერვერკის სახით გამოფრენილი ცეცხლი და ალმოდებული ფრაგმენტები,რომელსაც უყურებდნენ თვითმხილველები, გამოიწვია ცირკონიუმის რეაქციამ და სხვა ქიმიურმა ეგზოთერმიულმა რეაქციებმა

ავარიის მიზეზები:

არსებობს ჩერნობილის ავარიის მიზეზის ორი ახსნა, რომლებიც შესაძლოა დასახელდეს ოფიციალურ ვერსიებად, ასევე არსებობს რამოდენიმე ალტერნატიული, სხვადასხვა დონის დამაჯერებელი ვერსიები.

პირველ რიგში ავარიის მიზეზად დაასახელეს პერსონალი. ასეთი პოზიცია დაიკავა კატასტროფების გამომწვევი მიზეზების გამოძიებისათვის სსრკ-ში ფორმირებულმა სახელმწიფო კომისიამ, სასამართლომ და ასევე სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო 1986 წლის ანგარიშში ასევე მთლიანად უჭერდა მხარს ამ ვერსიას. რუსული მასიური ინფორმაციის საშუალების და საბჭოთა პუბლიკაციების ძირითადი ნაწილი დამყარებულია ამ ვერსიაზე. ამ ინფორმაციაზევეა დამყარებული სხვადასხვა მხატვრული და დოკუმენტური ფილმები და წიგნები, მათ შორის არის გიორგი მედვედევის ცნობილი წიგნი
“ჩერნობილის რვეული”

ამ ვერსიით, პერსონალის მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ეკსპლუატაციის წესების უხეში დარღვევაზე გამოტანილია დასკვნა:

* რეაქტორის მდგომარეობის მიუხედავად, ესქპერიმენტის ნებისმიერ ფასად ჩატარება;
* გასწორებული ტექნიკური დაცვის მუშაობიდან ამორთვა,რომელიც უბრალოდ გააჩერებდნენ რეაქტორს მანამ,სანამ ის აღმოჩნდებოდა საშიშ რეჟიმში;
* ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მმართველების მიერ ავარიის მასშტაბის დამალვა რამოდენიმე დღით.

თუმცა ბოლო წლებში ავარიის მიზეზების ამხსნელი ვერსიები ახლიდან განიხილა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, მათ შორის იყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. ატომური უსაფრთხოების კომიტეტის (INSAG) კონსულტანტებმა 1993 წელს გამოაქვეყნეს ახალი ანგარიში,რომელიც მეტ ყურადღებას უთმობდა რეაქტორის კონსტრუქციის სერიოზულ პრობლემებს. ამ ანგარიშებში ბევრი დასკვნა, გაკეთბული 1986 წელს, შეფასებულ იქნა როგორც ცრუ ინფორმაცია.

თანამედროვე ანგარიშებში, ავარიის მიზეზები შემდეგია:

* რეაქტორი იყო არასწორად პროექტირებული და საშიში;
* პერსონალი არ იყო საფრთხის შესახებ ინფორმირებული;
* პერსონალმა დაუშვა რამოდენიმე შეცდომა და დაარღვია არსებული ინსტრუქციები ფაქტიურად რეაქტორის მუშაობისას გამოწვეული საფრთხის ინფორმაციის არ ქონის გამო.
* დაცვის მექანიზმის გამორთვა,ან არ იმოქმედებდა ავარიის განვითარებაზე, ან არ შეეწინაღმდეგებოდა დოკუმენტების ნორმატივებს.

რეაქტორის ნაკლი:

რეაქტორს ჰქონდა რამოდენიმე ნაკლი, რომელბიც სპეციალისტების აზრით გახდნენ ავარიის მთავარი გამომწვევი მიზეზები. ასევე ითვლება, რომ გენერატორის გაქანების ექსპერიმენტისათვის არასაკმარისმა მომზადებამ და ოპერატორების შეცდომებმა, გამოიწვიეს პირობები, რომლებშიც ამ რამოდენიმე ნაკლმა თავი იჩინა უმაღლესი ხარისხით. ნაწილობრივ აღინიშნება, რომ პროგრამა არ იყო, საჭირო მეთოდით დამტკიცებული და მასში დიდი ყურადღება არ ექცეოდა ატომური უსაფრთხოების საკითხებს.

წყარო: yvelaferi.wordpress.com


ავტორი: D a n T e

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC