არქივი

M&M’s

4f3613ac7d8d

ვისაც გაინტერესებთ როგორ წარმოიშვა M&M-ი მაშინ სრულიადში

M&M-ების იდეა პირველად დაებადა ფორესტ მარსს, როდესაც მან ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს დაინახა, თუ როგორ ჭამდნენ ესპანელი ჯარისკაცები შოკოლადის ბურთულებს. ბურთულები შაქრით იყო დაფარული, რომელიც შოკოლადის დნობას აჩერებდა. ფორესტს დასჭირდა დამატებითი ინვესტიციები, რათა პროდუქტი ეწარმოებინა. მისი პარტნიორი გახდა ბრიუს მურე, რომელიც იყო კომპანია hershey-ს დირექტორის ვაჟი.
პირველად M&M-ების კანფეტები გამოჩნდა 1941 წელს, ამერიკაში. M&M-ები მუყაოს ყუთებით შეიტანეს ამერიკულ არმიაში. ომის დამთავრების შემდეგ მომხმარებლისთვის პროდუქტი ხელმისაწვდომი იყო.
1948 წელს მუყაოს ყუთები შეიცვალა ყავისფერი კოლოფებით. 1954 წელს M&M-ები გამოუშვეს თხილით. ამის შესახებ გამოვიდა რეკლამა შემდეგი სათაურით “რძიანი შოკოლადი დნება პირში და არა ხელში.”
პირველ წლებში M&M-ი იყო ყავისფერი, ნატურალური შოკოლადის ფერი. 1960 წლისთვის გამოუშვეს სხვადასხვა ფერები: წითელი, ყვითელი მწვანე და ა.შ.

1976 წელს წითელი ბურთულა შეიცვალა ფორთოხლისფერით. 1981 წელში M&M-ებს იყენებდნენ ასტრონავტები და ამიტომ ეს კანფეტები ინახება ვაშინგტონში, ავიაციისა და კოსმონავტიკის მუზეუმში.
M&M-ების ყუთში ყრია კანფეტების 30% ყავისფერი, 20% ყვითელი და წითელი, 10% ცისფერი მწვანე და ფორთოხლისფერი. თხილიან M&M-ების ყუთში ყრია კანფეტების 20% ყავისფერი, წითელი, ყვითელი და ცისფერი, 10% მწვანე და ფორთოხლისფერი.

bb2c71075716

c121070ff266

1b19dcf5a0ad

da6fbdfa25a3

0177b5c94706

მსგავსი ამბები

Back to top button