საკითხავისასარგებლო

სიზმარი-რა არ ვიცით მასზე

როგორც მოგეხსენებათ მიყვარს სიზმრებზე ლაპარაკი,მათი ახსნა,დაკვირვება და ა.შ. მინდა არც ისე დიდი პოსტი შემოგთავაზოთ სიზმრებზე. :) დაინტერესებულები ვაჭერთ გაგრძელებას

სიზმარი- ეს ტვინის,ნერვული სისტემის და ორგანიზმის ნაკლებად შესწავლილი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა,რომელიც ხასიათდება მოძრაობის უნარის მკვეთრი შემცირებით,სუსტი რეაქციით და ტვინში ნეირონების აქტივობით.

ძველად,ვარაუდობდნენ,რომ როდესაც ადამიანი იძინებს,მისი სული სხვა სამყაროში გადაინაცვლებს გარკვეული დროით.როდესაც ჩვენ გვძინავს,არ შეგვიძლია განვსაზღვროთ ის,რაც ჩვენ ორგანიზმს მოსდის.ამიტომაც ჩვენ ხშირად ვერც კი წარმოგვიდგენია,რაც ხდება ჩვენს თავს- ძილის დროს.

ქვემოთ მოგიყვანთ რამოდენიმე ფაქტს,რომელიც ჩვენ ძილის დროს გვემართება…შეიძლება ზოგი იცოდეთ,თუმცა განმეორება ცოდნის დედაა. :) :
– ადამიანი ძილში თავისი ცხოვრების,დაახლოებით მესამედს ატარებს

– ადამიანის ძილის 5 სტადია არსებობს: გადასვლა ფხიზელი მდგომარეობიდან- ძილში,დაძინება,ზედაპირული ძილი, შედარებით ღრმა ძილი და ღრმა ძილი.

– ღრმა ძილის დროს ჩვენი სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის მაჩვენებლები დღის განმავლობაში ყველაზე დაბალია

– ცხოველებს აქვთ ძილის 3 სტადია: ჩათვლემა,მსუბუქი და ღრმა ძილი

– ჩაძინების სტადიას ასევე “ჩქარი ძილი” ეწოდება.ის ხასიათდება ტვინის მაღალი და რამოდენიმე კუნთის აქტივობებით

– საშუალო სტატისტიკურ ადამიანს გამოძინებისთვის 8 საათი სჭირდება

– ღამის მეორე ნახევარში,ჩვენი ძილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა.ყველაზე უბრალო ხმასაც კი შეუძლია ჩვენი გაღვიძება

– უძილობას მივყავართ დეპრესიამდე და ნერვოზამდე

– დიდი კუნთების უმეტესობა,ძილის დროს პარალიჩის მდგომარეობაშია.შესაძლოა,ჩვენი ტვინი,ასეთი ხერხით არ აძლევს ჩვენს სხეულს იმის გაკეთების უფლებას,რასაც ჩვენ ჩვენს თავებს ვუკეთებთ სიზმარში

– ადამიანი ღამით,საშუალოდ 4-5-ჯერ იღვიძებს

– დილის 4 საათისთვის ადამიანის ტემპერატურა მცირდება,9 საათისთვის კი ნორმამდე იზრდება

– ძილის დროს ადამიანის ტვინი ბოლომდე არ ითიშება,ამიტომაც ხმაურმა შეიძლება გამოიწვიოს გამოღვიძება

– ქალები და მოხუცი ხალხი უფრო მეტად განიცდიან უძილობას,ვიდრე მამაკაცები

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა.დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ და დააფასეთ ჩემი ნაშრომი. :)

BY ნაწკა :)

პ.ს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close