არქივი

მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქები

07e8e5877b0f

ყველა კონტინენტს აქვს გარკვეული პრობლემები ეკოლოგიასთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგოერთი მათგანი განსაკუთრებით გამოირჩევა დაბინძურებული ქვეყნების რაოდენობით. ვნახოთ, ყველაზე მეტად სად აბინძურებენ გარემოს

I. ჩრდილოეთ ამერიკა.

1. ბიტსბურგი. აშშ. (Pittsburgh. The U.S.A.)

e2fa047b3dd2

დაბინძურებული აირი დიდ საფრთხეს უქმნის აშშ-ს რამოდენიმე შტატის მილიონობით მცხოვრებს, სადაც ოზონის მაღალი დონე და ჰაერში სხვადასხვა მომწამლავი ნივთიერების არსებობის დიდი მაჩვენებელია. ეს ყველაფერი ასთმას, ბრონქიტს, გულის სხვა და სხვა დაავადებებს და ზოგჯერ სიკვდილსაც იწვევს. ბიტსბურგი, პენსილვანიას შტატის ყველაზე დიდი ქალაქი ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია.

შედეგების გამოქვეყნებისას, ანუ იმის გაცხადებისას, რომ ბიტსბურგი ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ითვლებოდა დიდი გაოცება გამოიწვია, რადგან მანამდე ის აღიარებული იყო, როგორც აშშ-ს ყველაზე “საცხოვრებლად ვარგისი” ქალაქი. ამერიკის ასოციაციამ ამ საკითხში დაადგინა, რომ ქალაქის ატმოსფერო საშინლადაა დაბინძურებული სხვა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებით და მეტწილად გამონაბოლქვით. ძირითადი წყარო ამ ყველაფრისა ავტომობილები და ქვანახშირისა და ფოლადის მწარმოებელი ქარხნების მიერ უსაფრთხოების წესების გაუთვალისწინებლობაა.

2. უინსორი. კანადა. (Windsor. Canada.)

bc6bccc6b9b0

უინსორი, სამხრეთ ონტარიოს მთავარი ქალაქი, ავტომობილების მრეწველობის ერთ-ერთი მთავარი კერაა. ამის გარდა აქ ოთხ ქვანახშირის საწარმოსაც შეხვდებით. 2008 წელს რობერტ კენედ უმცროსმა, გარემოს დაცვის დეპარტამენტთან ერთად უინსორი ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად გამოაცხადა.

3. მეხიკო-სიტი. მეხიკო (Mexico City. Mexico)

134beabf632a

მეხიკოს დედაქალაქი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ადგილი ეკოლოგიური დაბინძურების ხაფანგშია მოქცეული. ქალაქი ხეობაშია გაშენებული, ზღ.დონიდან 2.400 მ.-ზე. რის გამოც ჰაერი საკმაოდ თხელია. უფრო მეტიც, აქ ქარის ცირკულაციის დონე ძალიან დაბალია, ამიტომაც ჰაერი პრაქტიკულად არ იწმინდება.

ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ ქალაქის მოსახლეობას, განსაკუთრებით ბავშვებს დიდი საფრთხე ემუქრებათ. დაბინძურებული ჰაერი ყველაზე მეტად ფილტვებს აზიანებს. “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის” კვლევით, არაჯანსაღი ჰაერით გამოწვეული ფილტვის დაავადებები უფრო მეტია, ვიდრე მოწევის შედეგად დაავადებულების.

პრობლემის შესამსუბუქებლად, ხელისუფლება აწყობს აქციას სახელად “დღე მანქანების გარეშე:, რაც შესაბამისად ავტომობილების გვერძე გადადებასა და არტერნატიული საშუალებით, მაგალითად ველოსიპედით გადაადგილებას გულისხმობს.

II. ევროპა.

1. პერნიკი. ბულგარეთი. (Pernik. Bulgaria.)

6d1a9578a548

პერნიკი, სოფიასთან ახლომდებარე ქალაქია, რომლის მოსახლეობა 90 000 ადამიანს შეადგენს და მთელს ავროპაში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ითვლება. აქ ძალიან ბევრი ქარხნები და საწარმოებია, რომლებიც რეგიონში უკიდურეს დაბინძურებას იწვევენ. ევროკავშირის გამოკვლევების თანახმად, აქ ერთ კუბურ მეტრ ჰაერში მტვრის შემადგენლობა 92 მიკროგრამია, რაც ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2. ჩერნობილი. უკრაინა. (Chernobyl. Ukraine)

4ebdc9c8c2fb

ჩერნობილი უკრაინის პატარა ქალაქია ბელორუსიის საზღვართან ახლოს. მისი დაბინძურება ჩერნობილის კატასტროფას უკავშირდება- ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიაქტულმა ღრუბელმა არა მარტო უკრაინა, არამდენ ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ გადაიარა.

ჩერნობილში მოსახლეობის რაოდენობა დიდი არ არის. შემთხვევის ადგილიდან 30 კმ-ის რადიუსში არავის აძლევენ დასახლების უფლებას. მაგრამ ამისდა მიუხედავად დიდია ფარისებრთა ჯირკვლის კიბოთი დაავადებულ ბავშვთა რიცხვი. პლიუს ამას, მსგავსი აფეთქების დროს ის მიწა არ შეიძლებოდა სამეურნეო საქმიანობისთვის მინიმუმ 200 წლის განმავლობაში გამოეყენებინათ.

III. აზია.

ნორლისკი. რუსეთი. (Norilsk. Russia.)

0ab25ebe3046

ნორლისკი არქტიკული წრის მეორე ყველაზე დიდი ქალაქია. მისი მოსახლეობა 130 000 ადამიანს შეადგენს. პირველი ქარხანა აქ 1930 წელს აშენდა და ახლა ნორლისკი მსოფლიოში უდიდესი ლითონის გადამდნობი ქარხნის სამშობლოა ეს თავისთავად ჰაერის მაღალი დონის დაბინძურებაზე მიუთითებს, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებებს, კერძოდ სასუნთქი გზების დაავადებებს, მაღალ სიკვდილიანობას, ორსულობის გართულებებსა და ფილტვის კიბოს იწვევს.

IV. აფრიკა.

კაბვე. ზამბია. (Kabwe. Zambia)

fae7d38ed9db

კაბვე ზამბიის დედაქალაქია. მისი მოსახლეობა 20 00 კაცს შეადგენს. 1902 წელს აქ თუთიის საბადოები აღმოაჩინეს და მალევე მისი გადასამუშავებელი ქარხნები აშენდა. ამ ყველაფერმა 1997 წლამდე გასტანა, შემდეგ დაანგრიეს, თუმცა ამის მიუხედავად წყალი და ნიადაგი სშინლად დაბინძურებული დარჩა. აქ მცხოვრები ბავშვების სისხლში აღმოჩენილი ტყვიის დონე დაახლოებით 10-ჯერ აღემატება დადგენილ ლიმიტს.

2007 წლიდან დაიწყო ამ ქალაქის შეძლებისდაგვარად გასუფთავება. მსოფლიო ბანკმა ამისთვის 40, ხოლო სკანდინავიის განვითარების ფონდმა 10 მილიონი დოლარი გამოყო.

809722c302b3

Natia Bregadze | Create Your Badge
100000717141612.1836.1563097902

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button