უცნაური

ბაფომეტი

bagometi

დემონის სახელწოდება, რომელიც პირველად შუა საუკუნეებში ტრუბადურ გავაუდანის პოემაში და ტამპლიერთა ორდენის დაშლისას მიღებულ აქტებში და ჩანაწერებში მოიხსენიება. ჩვეულებრივ გამოსახავენ ნახევრად ადამიანად და ნახევრად თხად ან თხისთავიან ადამიანად.

ტამპლიერთა ორდენის განადგურებისას საფრანგეთის მეფე ფილიპე IV-მ და რომის პაპმა ორდენის დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლიე და მისი უახლოესი პირები წვერიანი თხის გამოსახულების ანუ ბაფომეტის თაყვანისცემის ბრალდებით დააპატიმრეს და ცეცხლზე დაწვეს. საინტერესოა, მაგრამ ბაფომეტს გამოსახავდნენ სხვანაირადაც და ამბობდნენ, რომ მას სამი თავი და ოთხი ფეხი ჰქონდა, ხოლო კერპი ხისგან, მეტალისგან და ოქროსგან. ტამპლიერთა დანაშაულის დასამტკიცებლად იპოვეს კერპების რამდენიმე ექსპონატი, რომელთაც არაბუნებრივი, კაცისა და ქალის ჰიბრიდის გამოსახულება ჰქონდათ.

სახელი ბაფომეტის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ბაფომეტი იგივე მაგომეტია ანუ წინასწარმეტყველ მუჰამედის გამოსახულება, ზოგი ფიქრობს, რომ ბაფომეტი ბერძნულად “სიბრძნის გამოსახულებას” ნიშნავს, ხოლო მავრიტანულად კი “სიბრძნის მამას”. ხშირად მას შეცდომით საერთოდ ჯადოქრობის სიმბოლოდ თვლიან, რაც არასწორია, რადგან ბაფომეტის გამოსახულება სატანისტური ეკლესიის სიმბოლოა ისე როგორც ქრისტიანებისთვის ჯვარი და მუსულმანებისთვის ნახევარმთვარე. ბაფომეტს უწოდებენ მენდესის თხას, შავ თხას და იუდას თხას.

ბაფომეტის ყველაზე ცნობილი გამოსახულება XIX საუკუნეში შეიქმნა ცნობილი ოკულტისტის, ელიფას ლევის მიერ და ეწოდება მენდესის თხა. ელიფასმა შეაერთა ტაროს კარტის სატანური სიმბოლოები და თხის უძველესი კულტის ნიშნები, რომელიც ეგვიპტეში, მენდესში იყო გავრცელებული. ელიფას ლევის ბაფომეტს ადამიანის ტანი, ქალის მკერდი, ადამიანის მხრები და მკლავები, ფრინველის ფრთები, თხის თავი შუბლზე პენტაგრამით და რქებს შორის ჩირაღდნით. ბაფომეტის ორივე მხარეს მთვარეა გამოსახული, თუმცა ერთი სავსე – მაღლა მეორე ნახევარი – დაბლა. ესენი ბოროტებისა და სიკეთის სიმბოლოებია.

bagomet

1966 წელს შექმნილმა სან ფრანცისკოს სატანისტურმა ეკლესიამ ბაფომეტის სხვანაირი გამოსახულება თავის სიმბოლოდ გამოაცხადა. სატანისტური ბაფომეტი გამოსახულია დიდ პენტაგრამაში, რომელიც წრეშია ჩასმული, ხოლო წრეზე ებრაული ასოებია გამოსახული, რომლებიც სიტყვა “ლევიათანს” შეადგენენ. ლევიათანი კი მითოლოგიური, უზარმაზარი ზღვის გველია, რომელიც ეშმაკთან ასოცირდება. სატანისტური რიტუალის მიმდინარეობისას ბაფომეტის კერპი ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილზეა განთავსებული.

იმედია საინტერესო იყო ;)

მსგავსი ამბები

Back to top button