არქივი

შეთქმულების თეორიები

Image.geotorrents.com

ბევრ ცნობილ მოვლენას საზოგადოების მხრიდან მოჰყოლია ჭორები, რომლებიც მას სულ სხვა კუთხით წარმოაჩენდნენ. როგორც წესი, ადამიანებს უყვართ შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება. რამდენად რეალობაა, სხვა საკითხია, ამის გამოვლენას ალბათ დრო სჭირდება. დღეისთვის კი მხოლოდ მათი გაცნობით დავკმაყოფილდეთ.

9/11 აშშ-ს მთავრობის მიერ იყო დაგეგმილი.
Image.geotorrents.com
ამ მოულოდნელმა ტერორისტულმა აქტმა მთელი მსოფლიო შეძრა და ათასგვარი ვერსია წარმოშვა. 2006 წელს ოჰაიოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელების მესამედზე მეტის აზრით, “ბუშის მთავრობამ წინასწარ იცოდა ამ მოვლენის შესახებ და არაფერი იღონა ან თავადაც მიიღო მონაწილეობა აქტში.” ეს კი ხელსაყრელ პირობას იძლეოდა იმისთვის, რომ აშშ-ს დაეწყო ომი შუა აზიაში. თეორიის მომხრეები მიუთითებენ პროექტზე “ახალი ამერიკული ეპოქა”, რომელმაც 1997-2006 წლებში იარსება. მისი წევრები იყვნენ დონალდ რამსფელდი, დიკ ჩეინი და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის რამდენიმე წევრი. ერთ-ერთ მოხსენებაში ისინი ამბობდნენ, რომ “ამერიკელების დასათანხმებლად ალბათ საჭირო იქნებოდა რაიმე კატასტროფული მოვლენა, კატაკლიზმა, დაახლოებით პერლ-ჰარბორის მსგავსი.” (ამერიკის თავდაცვის განახლება, 1997 წ., გვ.51)

როსველის UFO-ს ინციდენტი
Image.geotorrents.com
1947 წლის ივნის-ივლისში როსველში, ნიუ მეხიკოში მფრინავი ობიექტი ჩამოვარდა, რომლის კვლევასაც მალე მიჰყვეს ხელი. 70-იანი წლებიდან ხალხში გავრცელდა აზრი, რომ ობიექტში იპოვეს უცხოპლანეტელთა სხეულები, რომლებიც ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეს. აშშ-ს მთავრობამ განაცხადა, რომ ეს იყო უბრალოდ პროექტ “მოგულის” მარცხი და რაც იმ ადგილზე იპოვეს, საფრენი აპარატის ნამსხვრევები იყო. 90-იანებში რამდენიმე უფოლოგი – სტენტონ ფრიდმანი, უილიამ მური, კარლ ფლოკი, დონ შმიდტი, კევინ რენდლი თავისი ჯგუფით – დაინტერესდა ამ მოვლენით და ასობით ადამიანს გაესაუბრნენ, რომლებსაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონდათ მოვლენასთან. მათი საბოლოო დასკვნა იყო ის, რომ 1947 წელს მინიმუმ ერთი UFO ჩამოვარდა იმ ადგილას და უცხოპლანეტელებიც იპოვნეს. რამდენიმე შეიძლება ცოცხალიც ყოფილიყო. თუმცა კვლევის შედეგების დიდი ნაწილი დაილუქა და მასზე წვდომა მხოლოდ მთავრობის წევრებს და რამდენიმე უფოლოგს ძალუძს. დაწვრილებით იხილეთ Majestic 12.

ჯონ კენედის მკვლელობა
Image.geotorrents.com
აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის მკვლელობა 1963 წლის 22 ნოემბერს, ტეხასის შტატის ქალაქ დალასში, ადგილობრივი დროით შუადღის 12:30-ზე მოხდა. იმ დროს როცა პრეზიდენტი თავის ცოლთან, ჟაკლინთან ერთად თავახდილი ლიმუზინით მისეირნობდა, სნაიპერმა რამდენჯერმე ესროლა. ოფიციალური ძიება ამ საკითხზე 10 თვე გაგრძელდა და მოხსენება 1964 წელს გაიმართა. დასკვნის მიხედვით, დანაშაულში მონაწილე იყო მხოლოდ ლი ჰარლი ოსვალდი. იმის მიუხედავად რომ მას შემდეგ თითქმის 50 წელი გავიდა, მითქმა-მოთქმა არ წყდება. კენედის მკვლელობაში სხვადასხვა ვერსიებით ადანაშაულებდნენ FBI-ს, CIA-ს, KGB-ს, მაფიას, ვიცე-პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს, რიჩარდ ნიქსონს, ფიდელ კასტროს, ჯორჯ ბუშს და ა.შ. უმრავლესობის აზრით, ლი ჰარლი ოსვალდი მარტო არ მოქმედებდა, შეიძლება საერთოდაც უდანაშაულო იყო. საქმეს განსაკუთრებით ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ ოსვალდი სასამართლო დარბაზიდან გამოსვლისას ჯეკ რუბიმ მოკლა, რასაც შეთქმულების თეორიის მომხრეები თავიანთ სასარგებლო არგუმენტად მიიჩნევენ.

გლობალური დათბობა სიცრუეა
Image.geotorrents.com
პირველად ეს თეორია წამოაყენა ბრიტანულმა “მეოთხე არხმა” 1990 წლის 12 აგვისტოს დოკუმენტურ ფილმში. კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერმა უილიამ გრეიმ კი მიზეზებიც შეადგინა, რის გამოც მისი აზრით, გლობალური დათბობა რეალობას მოკლებულია. “განა შეიძლება ვენდოთ იმათ წინასწარმეტყველებებს მომავალი 100 და 200 წლის შესახებ, ვინც 1 წლის ამინდსაც ვერ საზღვრავს უშეცდომოდ?” მეცნიერი ამბობს, რომ ტემპერატურა ნელ-ნელა მართლაც იმატებს, მაგრამ ეს შეუმჩნეველი ნაბიჯებით ხდება და მასშტაბური ცვლილებები მოსალოდნელი არაა. ის ასევე დარწმუნებულია, რომ 15-20 წელიწადში ყველა მიხვდება მისი მოსაზრების სისწორეს.

პრინცესა დაიანა სამეფო ოჯახმა მოკლა
Image.geotorrents.com
1997 წლის 31 აგვისტოს პრინცესა დაიანა და მისი მეგობარი დოდი ფეიდი პარიზში, საავტომობილო ავარიაში დაიღუპნენ. ოფიციალურ ვერსიად გავრცელდა, რომ ისინი პაპარაცებისგან გაქცევას ცდილობდნენ. ხალხში აგორდა სკანდალი, რომ ისინი შესაძლოა საყვარლები ყოფილიყვნენ და ტრაგედია სამეფო ოჯახმა მოაწყო ხელოვნურად, რათა მათი გვარისთვის სირცხვილი აერიდებინათ. დოდი ფეიდი მუსლიმი იყო, იმ დროს როცა დაიანას შვილი ინგლისის ეკლესიის მეთაური უნდა გამხდარიყო. ამ თეორიის სჯერა ბრიტანეთის მოქალაქეების დაახლოებით მეოთხედს და არაბული ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას. მომხრეები იმასაც ამბობენ, რომ ლედი დი ორსულად იყო, აპირებდა დაქორწინებულიყო ფეიდზე და მიეღო ისლამი. მკვლელობაში “ბრალდებულები” არიან საფრანგეთის მხარე, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, ბრიტანული უშიშროების სამსახური MI5 და MI6, CIA, მოსადი და მასონები.

გაგრძელება იქნება ..

მსგავსი ამბები

Back to top button