გართობაუცნაური

ისტორიული მოზაიკა 2

7b81071b176a

1) ლუდოვიკო მე-14 მეფობის დროს მხოლოდ მეფეს ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა შანდალი.იგი იყენებდა ორტოტიან შანდალს. მის ხელქვეიტებს კი მხოლოდ ერთტოტიანი შანდლის ტარების უფლება ჰქონდათ.

2) ბიზანტიაში წითელი ფეხსაცმლის ტარება მხოლოდ იმპერატორის პრეროგატივა იყო. ვინც ამ კანონს დაარღვევდა მკაცრად ისჯებოდა. პირველ დარღვევაზე იროზგებოდა, მეორედ – საპყრობილეში აღმოჩნდებოდა და მესამედ – სიკვდილით სჯიდნენ.

3) ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ პირველს, რომელიც 1533-1603 წლებში მოღვაწეობდა, სამი ათასი გამოსასვლელი კაბა ჰქონდა. როდესაც ის გარდაიცვალა მის გარდერობში აღმოაჩინეს14 ათასი კაბა. იგი ერთ წვეულებაზე ორ-სამჯერ იცვლიდა კაბას.

4) ცნობილი პიროვნებები: იულიუს კეისარი, ალექსანდრე მაკედონელი და ფეოდორ დოსტოევსკი ეპილეფსიით იყვნენ დაავადებულნი.

5) 1357 წელს პორტუგალიის დედოფლად კურთხეულ იქნა გარდაცვლილი პრინცესა ინეს დე კასტრო. იგი იყო პედრო პირველის მეორე ცოლი, რომელიც სამეფო კარზე დაპირისპირებას ემსხვერპლა. როდესაც პედრო პირველი უცხოეთიდან დაბრუნდა, მოითხოვა საფლავიდან ცოლის ნეშტის ამოღება და პორტუგალიის დედოფლად აკურთხა.

6) კლეოპატრა არ იყო ეგვიპტელი. მას მაკედონური, ბერძნული და არაბული სისხლი ჰქონდა.

7) ისრაელის მეფე სოლომონს 700-მდე ცოლი და ათასამდე საყვარელი ჰყავდა.

8) მსოფლიოში უდიდესი ხეოფსის პირამიდა 2 300 000 ლოდისაგან შედგება, რომელტაგან თითოეული 2.5 ტონას იწონის.

9) რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სუკ-ში მუშაობისას ჰქონდა მეტსახელი “ჩრჩილი”.

10) ჩარლი ჩაპლინი ფილმები ძალიან უყვარდა აინშტაინს. განსაკუთრებით მოსწონდა ფილმი “ოქროს ციებ-ცხელება”, რომლის ნახვის შემდეგაც ჩაპლინს დეპეშა გაუგზავნა: “თქვენი ფილმი მთელი მსოფლიოსათვის გასაგებია, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ადამიანი გამოხვალთ”. პასუხად კი აინშტაინმა ასეთი შინაარსის დეპეშა მიიღო: “მე თქვენით უფრო აღფრთოვანებული ვარ. თქვენი თეორია აბსოლუტურად არ მესმის, ვერც მსოფლიო იგებს, მაგრამ თქვენ მაინც გახდით დიდი ადამიანი”.

მსგავსი ამბები

Back to top button