ლონდონი

ლონდონი — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი.

ლონდონი— დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე თემზაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ქალაქში ცხოვრობს 7.385.575 ადამიანი, აქედან 2.700.000 შიდა ლონდონში, აგლომერაციაში კი – 10.645.800 ადამიანი (2005 წლის 10 ივნისი). 1965 წლის 1 აპრილს დაარსებულ იქნა “დიდი ლონდონი”. ლონდონი დიდი ბრტიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ქალაქის გავლენა ხელოვნებაზე, მოდაზე, პოლიტიკაზე, განათლებაზე, მედიაზე, გასართობ ინდუსტრიაზე იმდენად დიდია, რომ მას გლობალური ქალაქის სტატუსი აქვს. ლონდონში არის ეუროპის 500 უდიდესი კომპანიიდან 100 სათავო ოფისი. ლონდონმა უკვე ორჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2012 წელს კი ამას მესამედ მოახდენს.

ლონდონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქია (მოსკოვისა და ტოკიოს შემდეგ)(www.forbes.com) მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქის ტრასნპორტის სისტემა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, ჰითროუს აეროპორტი კი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი 480 უცხოური ბანკი.

ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ქვეყანა ინგლისი
კოორდ. 51°30′″N 0°7′″E
შიდა დაყოფა 33 ოლქი
ქალაქის მერი ბორის ჯონსონი
წინა სახელები ლონდონიუმ, ლიუნდენბურგი
ფართობი 1579 კმ²
მოსახლეობა 7 500 000 ადამიანი (2005)
სიმჭიდროვე 4 761 ად./კმ²
აგლომერაცია 8 278 251
დროის სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
ტელ. კოდი +44 20


ავტორი: ani_ani

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC