სასარგებლოსაქართველოსურათები

ბათუმში მიმდინარე პროექტები – ნაწილი 3


გავაგრძელებ პოსტს ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტების თაობაზე.

ამ პროექტით გონიოს პოლიგონზე შეიქმნება ახალი პატარა ქალაქი.
სრული ზომის სანახავად დააჭირეთ აქ


ეს მგონი ყველამ იცით დასრულებილი პროექტი დელფინარიუმი მარა რაღაც დელფინებს ვერ ნახულობენ თუ რა ხდება ვერ გავიგე მეორე წელია დამთავრდა მარა ჯერ არ მიშვებენ :D


ეს პროექტი მე მგონი ცოტამ თუ იცის მეც ეხლახან ვნახე და ძალიან კარგი პროქტია ბათუმის სიდიდის ქალაქისათვის. როგორც ვიცი ეს სტადიონი უნდა აშენდეს აეროპორტის ახლოს მდებარე რაგბის სტადიონის ადგილას. თუ რამე იცით დაწერეთ :)


ეს პროექტიც ცოტას თუ აქვს ნახული მეც პირველად ვნახე სურათიდან გამომდინარე სანაპიროზე პორტთან ახლოს უნდა აშენდეს საკმაოდ საუცხოო დიზაინია და რა იქნება ან რისთვის აზრზე არ ვარ და ველოდები თქვენს კომენტარებს რამე თუ იცით ამის შესახებ :)


ყველასთვის ცნობილი ბულვარის ფანტანები :)


ამ სურათში ორივე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულებულია თითქმის. პირველი ცენტრპოინტის თეთრი მაგნოლიაა, რომლის გარე ფასადიც დასრულებულია მარა შიგნით ჯერ ცარიელი კედლებია და მგონი მალე დაიწყებენ მაგის დასრულებასაც. მეორე პროექტს ლუჟკოვის სახლს ეძახიან :D (ბათუსი) მე რაც მახსოვს ეგ შენდება და შენდება მგონი 10 წელი გავიდა რაც საფუძველი ჩაუყარეს :D


ამ სურათზე პირველი პროექტი ჯერ დაიწყეს თუ არა არ ვიცი მაგრამ კვარიათში რო იქნება ნაღდი ვიცი :) მეორე უკვე დასრულებულია ბათუმის ძველი რკინიგზის სადგური რომელშიც ამჟამად ტიბისიბანკი მდებარეობს. ადგილობრივად ღვთსმშობლის ეკლესიასთანააა. მესამე აეროპორტი რომელიც მგონი 2 წელია ფუნქციონირებს.


ამ სურათზე პირველი არ ვიცი სად უნდა აშენდეს მეორე რუსთავეზლეა წმ.ბარბარეს ეკლესიასთან მშენებლობა დაწყებულია ეს პროექტი მომწონს იმიტო რო სახის ფორმა ექნება :) მესამე სურათზე უკვე დასრულებული მშენებლობაა რომელიც ყველას ძანიან უყვარს. აწერია იყიდებაო :D შუა ზოლში მდებარე პროექტები რუსთაველზე იქნება თუ არ ვცდები საცხოვრებელი სახლი. მესამე ზოლში მდებარე სურათები მგონი განახლება იქნება ზოგი ობიექტების.


ეს უკვე დასრულებული პროქტია და მგონი ყველამ იცით ცენტრალური ბულვარის შესასვლელშია და დელფინი ქვია თუ არ ვცდები და საქორწილოდ ხელმოსაწერ დარბაზად გააკეთეს ძალიან ორიგინალურია :)


ამ სურათში მოცემულია ძველი ბათუმი და ევროპის მოედანი. რაც იყო ადრე და არც არის ეხლა :)

წყარო: www.adjarainvest.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close