არქივი

სიგნალი სხვა პლანეტიდან!!!

6b868b2fdc8c

2010 წლის სექტემბერში ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტა “გლიზე 581 G” (Gliese 581g),რომელიც არის დედამიწის ტიპის პირველი ექსოპლანეტა. პლანეტის აღმოჩენის შემდეგ სენსაციური განცხადებით გამოვიდა ავსტრალიელი ასტრონომი რაგბირ ბჰატალი, რომელიც არის პროგრამა SETI-ის მონაწილე და დაკავებულია უცხო პლანეტებიდან სიგნალების მიღებით და დაფიქსირებით ტელესკოპ ჰაბლის საშუალებით. ბჰატალი ამტკიცებს რომ 2008 წელს აღმოაჩინა უჩვეულო იმპულსი, რომელიც მოდიოდა იმ გალაქტიკიდან სადაც აღმოაჩინეს პლანეტა გლიზე 581g.

“ყოველთვის როდესაც დგება ნათელი ღამე, მე ვმუშაობ ობსერვატორიაში და ვაკვირდები ციურ სხეულებს”-ამბობს რაგბირ ბჰატალი.2008 წელს როდესაც ვაკვირდებოდი ერთ-ერთ ასეთ ობიექტს, აღმოვაჩინე ძლიერი მკვეთრი სიგნალი, რომელის ლაზერულ იმპულს გავდა”

მეცნიერების უმრავლესობა სკეპტიკურადაა განწყობილი ავსტრალიელი მეცნიერის აღმოჩენის შესახებ.პროგრამა SETI-ის ერთ-ერთი გამფუძნებელი ფრენკ დრეიკი აცხადებს:”მე ვიცნობ რაგბირ ბჰატალს და როდესაც პირველად მაგ განაცხადა თავისი აღმოჩენის შესახებ,ვთხოვე მონაცემები გადმოეგზავნა,მაგრად გაუგებარი მიზეზის გამო მან უარი განაცხადა.”დრეიკი ამტკიცებს რომ ასეთი სიგნალი არ შეიძლება არსებობდეს და მაინც თუ არსებობს, მოუწევს იმის აღიარება რომ სხვა პლანეტაზე არსებობს განსცვავებული და ძალიან განვითარებული სიცოცხლის ფორმები.ფრენკ დრეიკი აცხადებს რომ ავსტრალიელი მეცნიერი აკვირდებოდა ფანტომს, რომელიც დამახინჯებით გამოსცემს სიგნალებს.მიუხედავათ ამისა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეისწავლონ რაგბირ ბჰატალის აღმოჩენა და განახორციელონ გაკვირვებები პლანეტაზე,რათა დადგინდეს სიმართლე.

პლანეტა გლიზე 581 G

5418940bab8a

პლანეტა გლიზე აღმოჩენილი იქნა “რადიალური სიხშირის” მეთოდით, 2010 წელს ევროპელი მეცნიერების მიერ ჩილეს ობსერვატორიაში, ტელესკოპების Keck 1-ისა და La Silla-ას დახმარებით.ჯგუფის ხელმძღვანელმა სტივენ როიტმა არაოფიციალურად პლანეტას დაარქვა “ზარმინას სამყარო” “Zarmina’s World” თავისი ცოლის პატივსაცემად.

5040218fcf47

პლანეტა გლიზე 581 G არის ექსოპლანეტა,რომელიც აღმოჩენილ იქნა “წითელი ჯუჯა გლიზე 581”-ის სისტემაში და მდებარეობს დედამიწიდან 20 სინათლის წელიწადით (სინათლის სიჩქარე 300,000კმ/წმ-ში) ამ პლანეტების სისტებაში არსებობს მინიმუმ ექვსი პლანეტა:გლიზე 581 B,გლიზე 581 C,გლიზე 581 D,გლიზე 581 E და გლიზე 581 G.

მზის სისტემისა და გლიზე 581-ის პლანეტების სისტემის ესკიზი.

05ff146339c2

მეცნიერები ამტკიცებენ რომ გლიზე 581 g-ეს აქვს ატმოსფერო,დედამიწის მსგავსად და არსებობს წყალი თხევად მდგომარეობაში ასე რომ ცოცხალი ორგანიზმებიც უნდა არსებობდნენ.დაადგინეს რომ პლანეტის ლანდშაპტს შეადგენს ქვები,კლდეები და ღრმა კანიონები.პლანეტის რადიუსი არის 1.2-დან 1.5-მდე დედამიწის რადიუსთან შედარებით,წონა 3.1-4.3 დედამიწის მასასთან შედარებით.ვარსკვლავ გლიზე 581-ის ირგვლის შემოვლას ანდომებს 36,6 “დედამიწის” დღე-ღამეს.თავისუფალი ვარდნის სიჩქარე პლანეტის ზედაპირზე დედამიწასთან შედარებით 1.1-1.7-ჯერ მეტია.მეცნიერების შეფასებით საშუალო ტემპერატურა გლიზე 581 g-ის ზედაპირზე შეადგენს -31,-12 ბნელ მხარეზე და +59 +71 ნათელ მხარეზე.

c7cce8422d6f

ვარაუდობენ რომ პლანეტა გლიზე 581 G ყოველთვის ერთ მხარეზე არის განათებული და არ ბრუნავს.მოდელირებული სცენარების უმრავლესობაში აღმოჩნდა რომ ატმოსფერო ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ბნელ მხარეში კონცენტრირდება.მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში,ატმოსფეროს მკვრივი გარსის გამო,სითბო უფრო თანაბრად ნაწილდება რაც ქმნის სიცოცხლისათვის უფრო ფართო არეალს.

386fb70129f8

პლანეტა გლიზე 581 G-ის აღმოჩენიდან ორი კვირის შემდეგ ,ასტრონომმა ფრანჩესკო პიპმა,რომელიც მუშაობს ჟენევის ობსერვატორიში,2010 წლის ასტრონომიის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა რომ ეჭვი ეპარება პლანეტა გლიზე 581G-ის არსებობაში.ის მეცნიერების ჯგუფთან ერთად ტელესკოპ ჰაბრის დახმარებით იკვლევდა გლიზე 581 მაგრამ მეექვსე პლანეტა ვერ აღმოაჩინეს.პიპმა აღნიშნა რომ ასევე პლანეტა F-საც ვერ მიაკვლიეს.ამაზე სტივენ ვოიტმა უპასუხა:”მე არ გამიკვირდება.სიგნალი რომელსაც პლანეტები გამოსცემენ ძალიან სუსტია და მისი აღმოჩენა მხოლოდ ნამდვილ პროფესიონალებს შეუძლია.”

ენციკლოპედიაში პლანეტა გლიზე 581 G,ირიცხება როგორც სისტება გლიზე 581-ის დაუდასტურებელი პლანეტა.

Paata Chikhladze | Create your badge
100000723197782.1791.1630197383

მსგავსი ამბები

Back to top button