სასარგებლოსაქართველოსურათები

ბათუმში მიმდინარე პროექტები – ნაწილი 2


გავაგრძელებ თემას და რაც ვიცი იმ ინფორმაციას მოგაწვდით :)


ეს სასტუმრო სად უნდა აშენდეს ჯერჯერობით არ გამაჩნია ინფორმაცია მაგრამ ვიზუალობიდან გამომდინარე კლასიკური სასტუმრო იქნება თან 5 ვარსკლავიანი :) ვინმემ თუ იცით სად უნდა აშენდეს დაწერეთ :)


ყველასთვის კარგად ნაცნობი გადატრიალებული ბოთლი (იუსტიციის სახლი) :D რომელიც მდებარეობს ხიმშიაშვილის პროსპექტზე ფრანგულ შადრევნებთან. მშენებლობის პირველი ეტაპი სრულიად დასრულებულია და მიმდინარეობს უკვე ინტერიერზე მუშაობა :)


ამ პროექტს მე მგონი არ ჭირდება განხილვა. ყველასთვის ნაცნობი შერატონი რომელიც მდებარეობს რუსთაველის ქუჩაზე :)


ბათუმის კონსერვატორია მე ამას გრანდიოზულად ვთვლი ძალიან მომწონს. რაც შეეხება მდებარეობას: მდებარეობს ბენზეში და ყოფილ მუსიკის ინსტიტუტი ქვია მქონი მაგას უკეთდება სრული რეაბილიტაცია. უკვე სამუშაოები დაწყებულია გარე ინტერიერის ცვლილება მიმდინარეობს.


ეს სატუმრო საკმაოდ დიდია და მშენებლობა დასრულებულია. მდებარეობს ძველ ბათუმის სტადიონზე.


ამ სურათზე მოცემულია ცენტრალური ბულვარი, ხიმშიაშვილზე მდებარე ბულვარი და ახალი ბულვარი რომლის მიმდინარე ქუჩას კაჩინსკების ქუჩა დაერქვა :)


ეს პროექტები სრულიად დასრულებულია და ფუნქცინირებს სრული დატვირტვით. პირველი 4 მდენარეობს ხიმშიაშვილის პროსპექტზე. 1) ყველაზე ლამაზი თეთრი ბერძნული რესტორანი რომელსაც ზღვის მხარეს აქვს მიმატებული ზღვაში შესული ხიდი. 2) ბათუმი ტაუერ 40 მეტრის სიმაღლის რესტორანი რომლის ბოლო სართულზეც მდებარეობს კაფე :) 3) ჩინური რესტორანი 4) თურქული რესტორანი და ასევე ღამის კლუბი. 5)კაფე სანაპირო 6) მეგრულ ლაზური რესტორანი მდებარეობს მახინჯაურში რკინიგზის სადგურის წინ.


ეს უნდა იყოს ბათუმის აკვარიუმი დეტალურად ამ პროქეტზე შეგიძლიათ იხილოთ ამ პოსტში :)ბათუმის აკვარიუმი


და დღეისთვის დავასრულებ ამ პროექტით. ეს არის ყინულის შადრევანი მდებარეობს ფრანგულ შადრევნებთან. სრულიად დასრულებულია და ალამაზებს ბათუმის ხედს განსაკუთრებით ღამით :)

შემდგომ 2 დღის განმავლობაში კიდევ შემოგთავაზებთ ამ პოსტის გაგრძელებას :)

წყარო: www.adjarainvest.ge

მაპატიეთ დაგვიანებისათვის :D

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close