გამოგონებაგასართობიკრეატივი

ეს მომაბეზრებელი მაღვიძარები..


გიჭირთ დილას ადრე ადგომა? ხშირად შეგქმნიათ პრობლემა ამასთან დაკავშირებით? დილის ძილი ყველაფერს გირჩევნიათ,მაგრამ ეს სამსახურის,სწავლის თუ სხვა მიზეზის გამო თქვენთვის აკრძალული ხილია? მაშინ დროა გადაათვალიეროთ მაღვიძარები,რომლებიც მზად არიან დაგეხმარონ.

ყველას ჰქონია ალბათ ისეთი შემთხვევა,როცა გინდა სიმყუდროვის დამრღვევს ხმა ჩააწყვეტინო (ამ შემთხვევაში იგულისხმება მაღვიძარა),გადმოყოფ მძინარევე ხელს და მანამდე აფათურებ,სანამ სასურველი საგნის ასევე სასურველ ღილაკს არ მიაგნებ და მიიღებ უფრო სასურველ სიჩუმეს, ამის შემდეგ კი აგრძელებ ძილს,თუმცა ამით მეორე საქმე ფუჭდება. თუ თქვენ ასე გემართებათ სულ მე მგვანებიხართ : )) ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა,გამოსავალიც მოვძებნე და არჩევანი არც ისე ცოტაა.

გამოსავალი ნომერი 1.

ეს სფეროსებური ფორმის საათი ჩამოკიდებულია ჭერზე, თქვენი საწოლის თავზე. ძილის წინ ჩვეულებრივ აყენებთ დროს,როცა ზარი უნდა დარეკოს, და მშვიდად იძინებთ. განსაზღვრულ დროს საათი დაიწყებს რეკვას,თქვენ ააფათურებთ ხელებს და ადვილად მიწვდებით საათს,ჩაუხშობთ ხმას,მაგრამ ეს უბრალო მაღვიძარა არ გეგონოთ,საკმაოდ ჯიუტია, ცოტა ხანში ისევ იწყებს რეკვას,თანაც თანდათანობით იწევს მაღლა, ახლაც ასწევთ ხელს და გამორთავთ, შემდეგ კიდევ იწყებს რეკვას და კიდევ მაღლა ადის,მოკლედ ასე მოგიშლით ნერვებს და ბოლოს ადგომა დაგჭირდებათ გამოსართავად,ასე რომ გილოცავთ, უკვე გაგღვიძებიათ რადგან წამოდგომა იკადრეთ.

გამოსავალი ნომერი 2

შეიძინეთ აქ

აქ ორი ვარიანტი გვაქვს, ორივე საათს თავსატეხი ჰქვია. საქმე ისაა,რომ როდესაც მაღვიძარა ყვირილს დაიწყებს,ეს ნატეხები ამოცვივდება ზევით, მერე კი სანამ თავის ადგილას არ ჩასვამთ საათი მანამ არ გაჩერდება,ეს კი თვალების გახელის გარეშე არამგონია მოახერხოთ. აი როგორ ხდება ეს ყველაფერი

მაგრამ თუ ესეც არ გშველით და მაინც აგრძელებთ ძილს, განაგრძეთ კითხვა,ვიდრე თქვენს გულისსწორ საათს არ მიაგნებთ.

გამოსავალი ნომერი 3
დიზაინერებმა სოფი კოლინმა და გუსტავ ლანბერგმა იწვალეს და ერთი ,,მაკვარანცხი” მაღვიძარა შემატეს სამყაროს ძილისგუდა საზოგადოების სასიკეთოდ. გამოგონებას ხალიჩა-საათი ჰქვია და აი ასე გამოიყურება

აქ რასთან გვაქვს საქმე? მოკლედ ეს საათი მანამ იყვირებს,სანამ არ ადგებით და ზევიდან არ დაადგებით.

გამოსავალი ნომერი 4

შესაძენად დააკლიკეთ აქ
ეს ყველაზე მეტად მომწონს : )) მფრინავი მაღვიძარა ჰქვია, ჯერ ხმა აქვს ისეთი,რომ გულს გაგიხეთქავს და ამასაც არ გაკმარებს,უცებ რომ ამოფრინდება პროპელერი,კაცმა არ იცის სად დაეცემა, სანამ მას თავის ადგილას არ დააბრუნებ,მანამ საათი არ გაჩერდება.

გამოსავალი ნომერი 5

შეგიძლიათ შეიძინოთ აქ
ამ საათის ხმის ჩაწყვეტის ერთადერთი გზაა, ლაზერი მიანათოთ სამიზნეს ზუსტად ცენტრში, რაც მძინარე ადამიანისთვის საკმაოდ ძნელია. სანამ დაუმიზნებთ,მანამდე გამოფხიზლდებით.

გამოსავალი ნომერი 6

ეს ქათამი მაღვიძარაა,ოღონდ მამლის ყივილით გაღვიძებთ : )) თან ისვრის კვერცხებს და რომ გააჩუმოთ ეს კვერცხები თავის ადგილას უნდა ჩაყაროთ.

გამოსავალი ნომერი 7


შეიძინეთ აქ
თუ საკუთარი თავი გიყვართ,ამ საათს სასთუმალთან ნამდვილად არ დაიდებთ, სამაგიეროდ შეგიძლიათ სტუმრების ოთახში დადოთ,რომელთაც უკვე თავი მოგაბეზრეს.. დილას მშვენიერი სიურპრიზი ელით.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი უწყინარი საათია, მაგრამ ასეთ რამეს ჩემს პოსტში ნახავთ? ჰოდა განვიხილოთ,რას შვება ამისთანას ეს საათი. როდესაც აწკარუნდება, რამდენიმე წამის შემდგომ ნახევრად მძინარე ადამიანი გადმოყოფს ხელს საათის გამოსართავად,მაგრამ რა დაემართება ნახავთ ვიდეოში

გამოსავალი ნომერი 8


შეიძინეთ აქ
ამ საათს საშინელი სირენის ხმა აქვს,ეს აუცილებლად გაგაღვიძებთ,მაგრამ ამას გარდა მოყვება პატარა დანადგარი,რომელიც ვიბრირებს,ის შეგიძლიათ საწოლში ჩაიწვინოთ და რომ დაიწყებს ხტუნვას,აუცილებლად გაგეღვიძებათ

გამოსავალი ნომერი 9

ეს საათი იმათთვისაა,ვისაც იარაღი და სროლა უყვარს. აყვირდება საათი და უცებ ამოვა სამიზნე,რომელსაც იარაღით უნდა ესროლოთ, მხოლოდ ეს დააწყნარებს თქვენს მაღვიძარას.

გამოსავალი ნომერი 10

გინდათ ორიგინალურად დაიწყოთ დილა? მაშინ ეს ბომბი საათი გამოგადგებათ. ის ნამდვილ ბომბს ჰგავს, სამი ფერის შუქი და სამი ფერის მავთული აქვს. როცა საათი დარეკავს,თვალები უნდა გაახილოთ და დახედოთ თუ რომელი ფერის ნათურას აანთებს საათი,შემდეგ კი იმ ფერის მავთული გახსნათ, თუ არადა ის დაიწყებს ათვლას. იხილეთ ვიდეო:

წარმატებებს გისურვებთ : ))

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close