არქივი

ეშმაკი

e50057e84aee

ამ პოსტში უნდა ვისაუბრო ზოგადად ეშმაკზე… ამიტომ თუ გეშინიათ მისტიური ამბების გთხოვთ სხვა პოსტზე გადახვიდეთ !!! 

სატანა, ეშმაკი, ლუციფერი, ბელზებელი, შაითანი — ღმერთისა და ყველა მისი ერთგული, ციური და მიწიერი ძალის მთავარი ანტაგონისტი, ქრისტიანული, იუდაიზმისა და ისლამის რელიგიურ-მითოლოგიური წარმოდგენებით.

სატანა – არსი სიბნელისა და ქაოსის გამოვლინებისა, რელიგიურ-მითოლოგიური, აგრეთვე სატანისტების ფილოსოფიური წარმოდგენებით. ის უმაღლესია ქაოსსა და სიბნელეში, სატანა თავადვეა სიბნელე, ქაოსი და ნგრევა. ყოველ მიზეზთა პირველმიზეზია, ერთიანი აზრია, სიბნელის გული და უფრსკულის დრაკონია. ისვეა პირველშესაქმის სიბრძნის მამა და ცოდვის თესლი. გამომცდელია, ღვთის განჩინებით და საკუთარი ინიციატივით აცდუნებს ადამიანს. ჯოჯოხეთის თავადია. მისი ტახტი შესაქმის უფსკრულს ემყარება.

1409754ef4d0

სატანა (ეშმაკი) ჯ. მილტონის პოემიდან «დაკარგული სამოთხე», მხატვ. დორე, გუსტავ

. – ივრითიდან სატანა שטן ითარგმნება შემდეგი შინაარსით – ”წინააღმდეგობა”, ”მოწინააღმდეგე”. ძველი აღქმის ზოგიერთ წიგნში სატანად იწოდება ანგელოზი, რომელიც გამოცდის წინაშე აყენებს მორწმუნის რწმენას (იხ. წ.იოანე, I, 6-12). ახალი აღქმით სატანა, როგორც აპოკალიფსური დრაკონი, წარმოგვიდგება ღმერთის მტრად, ბნელი ძალების მმართველად (იხ. იოანე ღვთისმეტყველის ახსნა XX, 2-3, 7-9).
. – ლუციფერი ((სლავ. Денница) — ლათ. «სინათლის მატარებელი», დილის ვარსკვლავის, პლანეტა ”ვენერა” დასახელება, ”განთიადის შვილი” (იხ. ისაია წინასწარმეტყველი, XIV, 12).
. – διαβολος (ბერძ.) — აქედან რუს. Дьявол, лукавый, клеветник. ახალ აღქმაში გვესახება, როგორც ამ სამყაროს მბრძანებელი. ევანგელიე მათე (4:1-11).
. – იბლისი – ცეცხლოვანი არსება (ჯინი), ყურანის მიხედვით, რომელიც ეწინააღმდეგება უფალის ნებას.
. – ვეელზევული (ბაალზვუვი – בעל זבוב) ივრითიდან ითარგმნება, როგორც ”ბუზების მბრძანებელი” – სატანის სახელი ივრითის ტრადიციებით.

63ce6f8134ea

“წმინდა ავგუსტინე და ეშმაკი”, მიხაელ პახერი.

წინასწარმეტყველ იეზეკილის წიგნის მიხედვით, საეკლესიო ტრადიციით, სატანა შექმნილი იყო ანგელოზის მიერ ჰერუვიმის წოდებით. იგი იყო ”სრულყოფილების ბეჭდით, სრული სიბრძნით და სილამაზის გვირგვინით დაჯილდოებული” და ცხოვრობდა ედემის ”ცეცხლოვან ქვებში”, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ამპარტავანი გახდა, იგი ჩამოგდებული იყო მიწაზე (იეზ. 28:12-19), მას წამოყვა ანგელოზთა ის ნაწილიც, რომელნიც გარდაისახნენ დემონებად. სატანის დაცემის აღწერა მოყვანილია მოციქულ იოანესთან: სატანა, დიდი ციური ომის შემდეგ, მიწაზე ჩამოაგდო ანგელოზმა მიქაელმა (ახსნა. 12:7-9).
ისაია წინასწარმეტყველი გვაძლევს სატანის პირველ სახელს — ლუციფერი (Денница). ლუციფერის დაცემის შემდეგ, იგი ხდება უკუნის განმგებელი, ღმერთის წინააღმდეგ ჯანყის მეთაური.
ტრადიციულად, სატანის ადგილსამყოფელად ითვლება ჯოჯოხეთი, ამიტომ იგი არის ჯოჯოხეთის მთავარი. მაგრამ მოციქული პავლეს მიხედვით, დღეს სატანა მმართველობს ცაში (ეფ. 2:2). მისი მსახურნი არიან – ”ამ სოფლის ბნელეთის სამყაროთ მპყრობელნი”, ”ცისქვეშეთის ბოროტების სულები” (ეფ. 6:12).
იოანეს წიგნში იგი სახელდება ღმერთის შვილად (ძველბერძნული ვერსიით – ანგელოზების) (1:6). იგი წინამძღვრობს ხალხებს და ცეცხლს აფქვრევს მიწაზე. (1:15-17), აგრეთვე მართავს ატმოსფერულ მოვლენებს (1:18), იძლევა სიმდიდრეს და ავრცელებს სნეულებებს (2:7).
სახარებაში სატანა გვესახება სამყაროს ჩამოყალიბებულ გამგებლად (მათე 4:1-11), და იუდეველების ღმერთად (იოანე 8:44). ამ საფუძველზე ბევრი პირველყოფილი ღვთისმეტყველი გნოისტიკი თვლიდა, რომ ძველი აღქმით, ღმერთი, ეს არის ეშმაკი, რომელიც სრულიადაც არ ქმნის სამყაროს არაფრიდან, არამედ ქმნის პირად ჯოჯოხეთს – ”ბნელეთს უფრსკულზე” (1:2), ბაძავს რა ჭეშმარიტ ღმერთთს, სამყაროს უსახო და მიუწვდომელ პირველადს.
განსჯის დღეს შეებრძოლება ანგელოზს, რომელსაც აქვს უფრსკულის გასაღები, და ჩაგდებული იქნება უფრსკულში ათასი წლით (ახსნა. 20:2-3). მეორე ბრძოლის შემდეგ, სატანა ჩაგდებული იქნება ”გოგირდოვან და ცეცხლოვან ტბაში” (ახსნა. 20:7-10)

სატანის სახე სატანიზმში

ზოგიერთი სატანისტი მემკვიდრეობას იღებს ანტიკური გნოსტიკებისგან, რომელნიც სამყაროს ყოფდნენ ორ ნაწილად — ხილვადი, მატერიალური და უხილავი — სულიერი. უხილავი, მუდმივი, სულიერი სამყაროს შემოქმედად, აღიარებდნენ ღმერთს, ხილვად, მატერიალურ, დროებით (დროით) ნაწილში კი სატანას.
სატანისტური სიმბოლიკა და ესთეთიკა, შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა, როგორც მტრის ხელოვნური ხატი, რომელიც გამოიყენებოდა კათოლიკების მიერ, მათი მტრების – იუდეისტი-კაბალისტების, ერეტიკოსების მიმართ. რიცხვი 666 მოყვანილი იოანე ღვთისმეტყველის ტექსტში, პენტაგრამა იმთავითვე გამოიყენებოდა იმქვეყნიური ძალებისგან დაცვის ნისნად (იხ. «ფაუსტი» გოეთე). [[შაბაში]] — ეს არის ”შაბათი”-ს, ებრაული სადღესასწაულო დღის სახეშეცვლილი დასახელება. შავი წიგნები (გრიმუარები) — ოდითგანვე წარმოადგენდნენ წყევლების და ჯადოების კრებულებს, რომლებიც მიეწერებოდა მეფე სოლომონს. რქა, რომელიც იხატება ეშმაკის თავზე, იმთავითვე არის ღვთიური ნიშანი (იხ. ცხვრის რქა, ალექსანდრე მაკედონელის ეპითეტი – ”რქიანი”)
კათოლიკური ეკლესისს კრიზისის პერიოდში, არაერთი საკითხი, რაც მანამდე უთუო წყევლას იმსახურებდა, განსხვავებული კუთხით წარმოჩნდა, გაიზარდა ინტერესი აკრძალულისადმი.ანტიკლერიკალიზმის გავლენით წინ წამოიწია მეამბოხე ანგელოზის ფიგურამ. რომანტიზმმა მოიტანა ბოროტებით ხიბლის ელემენტები, მაგრამ სატანისტები ყოველთვის აღიქვამდნენ სატანას, როგორც ტიტანს, ჯანყის მოთავეს და ქრისტიანული პირმოთნეობის წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლოს.

სატანა ხელოვნებაში

ბიბლიური ტექსტები არ გვაძლევს სატანის რაიმე თვალსაჩინო სახეს. ამის საპირისპიროდ კი, შუა საუკუნეების ფანტაზია ჭარბია ასეთი სახეების დეტალიზების მაგალითებით. ამ პერიოდში პროტოტიპი მდიდრდება სხვადასხვა სახიე ანტროპომორფული და ცხოველური ნიშნებით.

ეშმაკის ხახა ხშირად ასოცირდება ჯოჯოხეთის კარიბჭესთან, მასში შესვლა კი ნიშნავს შეჭმას. დანტეს ღვთაებრივ კომედიაში (ჯოჯოხეთი, XXXIV) ეშმაკი, ნახევრად ჩაეყინება ყინულში (სიცივე, ყინული – უსიყვარულობის სიმბოლო) და ღვთაებრივი (ციური) სიმბოლოების საპირისპიროდ მას სამი სახე აქვს (შევადაროთ სამებას). ერთი წითელია (მრისხანება სიყვარულის წინააღმდეგ), მეორე – ღია ყვითელი (სისუსტე და სიზარმაცე – ძლიერების წინააღმდეგ), მესამე შავია (უმეცრება და უწესობა განათლების და სამართლიანობის წინააღმდეგ). ეშმაკის 6 ფრთა უპირისპირდება ჰერუვიმის 6 ფრთას. სატანას კბილები ღრღნიან იუდას – უმაღლესი სულიერი ავტორიტეტის გამცემს, ასევე ბრუტას და კასიას – ვინც ხელყო უმაღლესი სახელმწიფო ავტორიტეტი.

ჯ. მილტონი დაკარგულ სამოთხეში სატანას ანიჭებს ეპიკური გმირის ბნელ დიდებულებას. ამავე მიმართულებით ვითარდება ი ვან დელ ვონდელას ლუციფერი, რომლის გმირსაც უნარი შესწევს იყოს იმპოზანტური და განსჯის ღმერთს რომ გამოასწოროს მისი შეცდომა – მისავე სასარგებლოდ. მხოლოდ ჯ. ბაირონის და მისი ეპოქის რომანტიზმში, ლიბერალიზმისა და ანტიკლერალიზმის ფონზე, კეთდება მცდელობა წარმოვიდგინოთ სატანის სახე, როგორც თავისუფელბის და ჯანყის მოყვარულ ”დადებით” გმირისა, რომელიც იღებს ძველბერძნული ღვთაების ნაკვთებს ( ”სატანას” კარდუჩი, ”ლუციფერი” რასპისარდი, ”ლიტანია სატანას” ბოდლერი). ა. ფრანცისთვის კი, როგორც ამ ტრადიციის მემკვიდრისთვის, უკვე აქსიომატურია სატანა, როგორც იდეალი. იგი თამასობს ამ აქსიომით (”ანგელზთა აჯანყება”) და ამტკიცებს, რომ ჩვენს თავში ღმერთი უნდა განადგურდეს ”რამდენადაც ჩვენ არ გვესმოდა, რომ გამარჯვება – სულია და ჩვენში, და მხოლოდ ჩვენში უნდა დავძლიოთ და გავანადგუროთ იალდავაოფი.”

ბევრმა არ იცის, რომ აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი, მსოფლიოში, თავისი მელოდიურობით ცნობილი ქართული სიმღერა ”სულიკო”-ს სიუჟეტი ითვალისწინებს სამ მეტაფორას (სამი – ღვთიური ციფრია) – ღმერთის სამ ჰიპოსტასს: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა. ეშმაკის პროტოტიპი აქ არის ეკალი. ალბათ ასევე სიმბოლურია შავი ყორანი, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის ”მერანი”-ს პერსონაჟია; მაგრამ, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარში – ”ყინულის დედოფალი”, იგივე შავი ყორანი არის კეთილი მეგობარი, რომელიც გოგონა ”ჰერდა”-ს ასწავლის გზას – ბიჭუნა ”კაი”-ს მოსაძებნად.

აი აქაც სულიკო …

არ შემიძლია არ დავდო ჩემი საყვარელი პოეტის და ლექსის ტატოს იგივე ნიკოლოზ ბარათაშვილის ”მერანი”

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა;
საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,Devil
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

აქვე დავდებ საშიშ ფილმს რომელიც სახალისო საყურებელია

Devil

69b5ceb9150b

რამოდენიმე ადამიანი ლიფტში იჭედება. ცოტა ხანში ისინი ხვდებიან, რომ მათ შორის ერთ-ერთი თვით ეშმაკია.

რომ ვთქვა ამ ფილმა ძალიან შემაშინა არა ! მაგრამ ამ ფილმის თრეილერი ძაან მომეოწონა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ ფილმის დადება.

ფილმი შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან !

აქვე დავდებ წინა პოსტის ლინკს რომელიც რაღაცით წააგავს ამ თემას

წყარო: მე google.ge და wikipedia

მსგავსი ამბები

Back to top button