არქივი

..სიყვარული გეწვია.. 60 გამონათქვამი სიყვარულზე..

96a1ee93bc35
ნეტარება! გულისგატეხა! თავბრუდამხვევი და უცაბედი გულისტკივილი!
ამ პოსტში გთავაზობთ  შესანიშნავ გამონათქვამთა კრებულს სიყვარულზე –
–  გრძნობაზე რომელიც გვეძლევა ყვავილის სახით , იმისათის რომ გავზარდოთ :yvavili:

20a4849704dc

სანამ გამონათქვამებზე გადავიდოდე….

და მაინც რა არის სიყვარული? იქნებ უბრალოდ მისატევებელი სიშლეგეა როგორც იტყოდა
სებასტიან შამფორი(1741-1794) ?!
რა არის სიყვარული?ამ კითხვაზე გაიცემა კი ზუსტი პასუხი? იქნებ სიყვარულია სევდა სიგიჟე
ერთად და მაინც, ენით უთქმელი სიტკბო, უცნაური აღტკინება, მოულოდნელი, აუხსნელი მხიარულება
და თან ტკივილი აუტანელი..
სივარული ხომ ისე მშვიდად, ბუნებრივად იდებს ბინას ჩვენს ცხოვრებაში როგორც, რძე იღვრება ვარცლში,
თაფლი ქოთანში და როგორც დამწდარი წყალი იწრიტება ხოლმე ქვიშაში.
ამბობენ რომ სიყვარულით სავსე გული არასოდე ბერდება,ასაკი სიყვარულისაგან ვერა, სამაგიეროდ სიყვარული გიცავს
ასაკისაგან გარკვეულწილად.
სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ რადგან იგი ყოველთის ჩვენთან დარჩება. ნებისმიერ თქვენგანს უგრძვნია
როდესაც უყვარდა(ან უყვარს) , თუ როგორ გასხამდათ თავბრუს ის  მისი ნებისმიერი ქმედებით, გტანჯავდათ, მაგრამ
ძალას გმატებდათ. რადგან “ის” სრულყოფილი ადამიანი იყო თქვენს თვალში… ანუ სიყვარული ბრმაა?-
ამ აზრს შემდეგი ფრაზა ამსხვრევს :

სიყვარული  “ბრმა” კი არა, ყოვილსმხილველია : სატრფოს გულისგულში იხედება

და მის ჭეშმარიტ არსს ჭვრეტს – ათასი ნიღბის მიუხედავად.”(ანდრაშ ანგიალი).

როდესაც გიყვარს, სხვასთან ერთად გამარჯვებას, “მასთან” ერთად მარცხი გირჩევნია, როდესაც გიყვარს მხოლოდ მას ხედავ
მხოლოდ მას აღმერთებ და მასზე ოცნებით ფიქრით არსებობ, ცეცხლში იწვი, და ცრემლად იღვრი, გკლავს სიყვარული. მის გარეშე
მზეც კი არ ანათებს, სუნს და ფერს კარგავენ ყვავილები…

სიყვარული – მას ისევე ვგრძნობთ როგორც სისხლის სითბოს; ისე ვსუნთქავთ, როგორც ჰაერს; თან დავატარებთ –
საკუთარი ფიქრებივით… და ეს ერთი უბრალო სიტყვით სახელდებული, გამოუთქმელი გრძნობაა(გი დე მოპასანი)

თუ ერთხელ შეგიყვარდა, და ერთხელ მაინც დაგიჭრა გული სიყვარულის ლახვარმა, მაშინ იმასაც მიხვდები რომ არაფერი
არაა ისეთი ძლიერი და გაუსაძლისი როგორც ღვთაებრივი სიყვარული. მაშინ მიხვდები იმ უძილობის მიზეზი “ისაა”. მიხვდები
თუ რატომ არ გადაგდის ლუკმა პირში.
როცა გიყვარს,  გაფრთხობს ხოლმე “მისი” ხმის გაგონებაც კი. და ზოგჯერ კიდევაც გეშინია, ვაითუ ვეღარასაოდეს გავიგოო, და ხელებით
ეპოტინები იმ ლამაზ ბგერებს.
…….რამდენი ურთიერთ საწინააღმდეგო გრძნობა ჩნდება, როცა სულ ერთი სიტყვა გაქ სათქმელი: მიყვარხარ!

e61ed09265da

1. მწყურვალისათვის ღვთის წყალობაა ზაფხულში თოვლი;
და იგიგვეა ნაზამთრალი მეზღვაურისთვის ზაფხულის ხვატი…
თუმცა იმაზე სანუკვარი არაფერია, ერთ ლაბადაში გახვეული ორი მიჯნური
როგორ უამბობს სიყვარულის ზღაპარს ერთმანეთს.

აკლეპიადე ( დაახლ. ძვ. წ. III ს)

2.შორსა ვარ შენგან, მაგრამ შენი ვარ;
შორსა ხარ ჩემგან, მაგრამ ჩემი ხარ.

3. ტკბილ-მწარე სიყვარული ,ჩაუქრობელი, ხელ-ფეხს მიბორკავს და თრთოლა
მიტანს.

საფო ( დაახლ. ძვ.წ 655-610)

4. ორი მტევანი ერთ ღეროზე – ორ სხეულსა ჰგავს ზიარი გულით.
უილიამ შექსპირი ( 1564-1616)”პიესიდან შუა ზაფხულის ღამის ზღაპარი”)

5.იეჭვე, ნუთუ ვარსკვლავები მანათობლობენ, იეჭვე, იწყებს განა მზე ხვალ მგზავრობას,
იეჭვე მართლის სიტყვა, ცრუდ ჩათვალე, ოღონდ ნურასდროს დაეჭვდები ჩემს სიყვარულში.

უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”

6.ცოტა ხნით ვიღაც შეგიყვარებს და დაგვივიწყებს…
თუმცა ეს ხანიც საკმარისია…
ამ ქვეყანასა და საიქიოს ერთადერთი ხიდი აკავშირებს – მარადიული სიცოცხლე
და ყველაფრის აზრი.

თორნტონ უაილდერი (1897-1976)
7.სიყვარულია ის ჯადოსნური ჯოხი, სამყაროს ედემის ბაღად რომ აქცევს ხოლმე.

რობერტ ლუის სტივენსონი (1850-1894)
8. შეყვარება… ორი დამოუკიდებელი სულის ერთდროული აალებაა, მისი განცდა
კი რაღაც ძლიერი, თუმც უხმაურო აფეთქების ტოლფასია.

ლორენს დარელი (1912-1990)

10.სიყვარული ჯადოსანია: გწამლავს, გახევებს, ჰაერში სურნელს ატრიალებს,
სიცივეს სიცხედ გადააქცევს და, ომავდროულად, ირგვლივ ყველაფერს
აცისკროვნებს.

ლეოშ იანაჩეკი (1854-1928)

020aa443e8ac

11.კოცნა მხოლოდ ამბორი უნდა იყოს, სხვა არაფერი….
ვნების სიტკბო მისხალ-მისხალ უნდა იგემო.

ჯინეტ უინტერსონი (დაიბ.1959)

12.სიყვარული… მეორე სიცოცხლეა;
ის სულში აღწევს, სისხლს ათბობს და გულისძგერას სიამეს მატებს.

ჯოზეფ ედისონი (1672-1719)

13.როცა სიყვარული ხმას ამოიღებს, ზეციურ ჰანგთა ჰარმონია ღმერტებს აღვიძებს.

უილიამ შექსპირი(1564-1616)

14. ჩვენი პირველი შეხვედრის ნუიშნად მთელმა სამყარომ ყვავილების გვირგვინი
დაწნა.

ტომას ჰუდი(1799-1854), წიგნიდან “ვარდების ხანა”

15.ჩვენი პირველი შეხვედრის ნიშნად მთელმა სამყარომ ყვავილების გვირგვინი დაწნა.

ტომას ჰუდი(1799-1845), წიგნიდან “ვარდების ხანა”

16. სიყვარული ისეთი მყიფე ყვავილია, ერთი შეხებით დაიფურცლება;
თან ისე ძლიერი მის ზრდას ვერა ძალა ვერ შეაჩერებს.

ფერენ უილერი

17.განა თუ ცოტაა მოსაგონრად- მწველ მზეს რომ ეფიცხებოდი, გაზაფხულის
სიმსუბუქით ტკბებოდი,  გიყვარდა, ფიქრობდი, საქმიანობდი?

მეთიუ არნოლდი(1822-1888)

18.მთელი სიტყვით უთქმელს ჩუმად ამბობს ბაგე – ვიდრე ცა არ აალდება
ახალი დღის დამდეგს.

ფრედრიკ ლორენს ნოულზი (1869-1905)

19.იმის შეგრძნება , რომ ვიღაც გიყვარს და მასაც უყვარხარ, ყოველდღიურობასაც
კი გითბობს დ ნაირ-ნაირ ფერებში სახავს.

ოსკარ უალდი(1854-1900)

20. ამქვეყნიური არსებობის თავიც და ბოლოც ის სასწაულია, როცა იმ ერთადერთ ადამიანს სჭირდები.

ვ.პატნემი

9d6a175849a3

21. მთელი ცხოვრება სამ ხანად იყოფა :
სიყვარულის წინათგრძნობად, სიყვარულის განცდად და – ნამსხვრევების
შეგროვებად.

მარინა ცვეტაევა (1892-1941)

22.ერთ დღესაც, მას მერე, რაც ზღვასა და გრიგალს, ცასა და უდაბნოს დავიმორჩილებთ,
-სიყვარულის ველურ ძალასაც სასიკეთოდ გამოვიყენებთ; და მაშინ- ისტორიაში უკვე მეორედ –
ადამიანი ცეცხლს აღმოაჩენს.

პიერ ტეილარ დე შარდენი (1881-1955)

23.ჯერ არავის პოეტებსაც კი, არ გაუზომ-აუწონიათ გულს რამდენის ატანა ძალუძს.

ზელდა ფიცჯერალდი(1900-1948)

24. თავისთავად ყოვლისმომცველი. თუ აგირჩია, ვერც გაექცევი.

ვიმალა თაკარი

25. მდორე დღეები მოდის და მიდის. მშვიდად ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი –  დინჯად ვუწიოთ
სიბერის სამანს.

ძველი ეგვიპტური სიმღერა

26. იქ სადაც შენ არ ხარ.. სიცოცხლეც არ სუფევს.

დანტე გაბრიელ როსეტი(1828-1882)

27. ნამდვილი სიყვარული სუნთქვასავით ბუნებრივი და თოვლის ფიფქივით უმანკო უნდა იყოს _
და არის კიდეც.

ჯული კროუნი(დაბ.1963)

28.მჩქეფარე ღამეებშია დიდება ჩემი…

მადლენ ლანგლე(დაიბ.1918)

29. ცხოვრება დღემოკლეა, სიყვარული კი დღეგრძელი.

ლორდი ალფრედ ტენისონი(1809-1892)

30.მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გააერთიანოს და გაამთლიანოს ცოცხალი არსებები,
სრულყოფილება მიანიჭოს მას; ის ხომ ყოველივე საუკეთესოს აღვიძებს ჩვენში.

პიერ ტეილარ დე შარდენი

b6f95a7694bc

31.სამი რამაა მარადიული:ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ერთ წვეთში ჩატეული
ზღვა და ცრემლად დაწრეტილი გული.

გუსტავ ფლობერი (1821-1880)

32….ქალს უხმოდ კოცნიდა – თმაზე, ლოყაზე, თვალებში… ნაზად და უხმოდ , თითქოს
ბალახზე ცვარი ცვიოდა.

დ.ჰ. ლორენსი(1885-1930)

33.მანძილმა რომც, დაგვაშოროს, ჩემო ტრფობა მაინც რჩება გულში.

ვალოფრედ სტრაბო (809-849)

34.სიყვარული შვებაა მწუხარების ჟამს, სიმშვიდე მღელვარების ჟამს;
დაქანცულისთვის სულის მოთქმაა და სასოწარკვეთილისათვის- იმედი.

მერიონ ს.გარეტი (დაიბ.1917)

35.კოცნა ბუნების მოგონილი ოინია:სწორედ მაშინ რომ დაგადუმოს,
როცა ზედმეტი ხდება სიტყვა.

ინგრიდ ბერგმანი(1915-1982)

36. შენთან ყოფნა ცვრიან ბალახზე გავლის ფასია – თითქოს თავად მეც ბუნების
ნაწილი ვხდები!

ი.ბ. უაიტი(1899-1985)

37. სიყვარული ერთი ჩვეულებრივი სიტვაა, არადა – ყველაფერს იტევს: სულსაც ნიშნავს
და სხეულსაც, სიცოცხლესაც და სიცოცხლის არსსაც.

გი დე მოჰასანი(1850-1893)

38.ჩვენს ცხოვრებაში ისევე როგორც მხატვრის პალიტრაზე, ერთადერთი ფერი ბატონობს- ის
ანიჭებს აზრს სიცოცხლესაც და ხელოვნებასაც. ეს ფერი სიყვარულის ფერია.

მარკ შაგალი(1889-1985)

39. გულის ფიცარზე ამოვიჭერი: “აკრძალულია შესვლა!” მაგრამ სიყვარულს – გაგიგონია?

ჰერბერტ შიპმენი

40.სიყვარული ქოლგის ქვეშ ერთად შეფარების სურვილია – მას მერეც
რაც წვიმა კარგა ხნის გადავლილია.

სტიუარტ და ლინდა მაკფარლნები

b521ceda5032

41. სიყვარული უკანმოუხედავად თავგანწირვას ნიშნავს, მთლიანად თავის გაღებას
იმის იმედით, რომ შენი სიყვარული იმ მეორეშიც სიყვარულს დაბადებს. სიყვარული
რწმენის გამოვლინებაა, და მცირედ მორწმუნენი ვერც დიდ სიყვარულს დაიტევენ.

ერიხ ფრომი(1900-1980)

42.დასაბამიდან ორი რამე რჩება უცვლელი: წყლის მდინარება და სიყვარულის
უცნაური, ტკბილი სიამე.

იაპონუ ლირიკიდან

43 ყოველ სიყვარულს ერთი ბოლო სიყვარულისკენ მივყავართ: მოჩვენებითი გარსისაგან
საბოლოო გათავისუფლებისაკენ- ჭეშმარიტი თანახვედრისაკენ… ეს მუდამ ისეთი სასწაული
გახლავთ მნიშვნელობაცაღარა აქვს- პირველი ქორწინებისას ხდება ასე თუ შემოდგომისას,
სიჭაბუკეში თუ  შუახანობაში. სწორედ ესაა ჭეშმარიტი შეხვედრაცა და ქორწინებაც.

ენ მოროუ ლინდბერგი(1906-2001)

44. თუკი არ გახსოვს – ერთხელ მაინც სიყვარულმა როგორ აგრია
და აგამჩატა ასე გამოდის,შეყვარებულიც არა ყოფილხარ.

უილიამ შექსპირი (1564-1616)

45.  სიჭაბუკის მაჭარი გემრიელია, მსუბუქი, ცქრიალა და გაზაფხულის
ჰაერივით ხალისიანი, ხოლო ასაკი მას სიმკვრივეს და ნაჯერობას მატებს- უცნაურ სიმწიფეს.
ხანმოკლე სიყვარულიც შუშხუნაა და მჩქეფარე, მაგრამ სიყვარული,
რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება-წლიდან წლამდე ღვინდება და სულ სხვა გემოს იძენს.

ჰემ ბრაუნი(დაიბ.1928)

46.ალიონიდან ნწუხრის ჟამამდე მირიადი მწერი ხმიანობს თავის ვნებაზე,
მარტო ფარვანა იფერფლებაუხმო ტანჯვით , მთელ ამ ზუზუნს, არარად აქცევს.
მეც ასე ჩუმად დავიწვები შენდამი ტრფობით….

ძველი იაპონური სიმღერა

47. ხელებს გიკოცნი და დაგიჩოქებ… რომ დაგარწმუნო- ჩემი გონება, ჩემი სული,
მთელი არსება შენს სიყვარულში პოულობს შვებას; მე შენ გაღმერთებ – ასე მომხიბლლავს, ასე უნაკლოს.. და მეყვარები სიგიჟემდე, კუბოს კარამდე.

პრინცესა კეროლინ ჟანა ელიზაბეთ ფონ ზაინვტგენშტაინი

48. სიყვარულის არითმეტიკაში ერთს მიმატებული ერთი ყველაფერს უდრის,
ორს გამოკლებული ერთი კი არაფერს.

მინიონ მაკლაფინი(დაიბ.1915)

49. სიყვარულს ერთმანეთის ცქერის სიამე ბადებს, ერთმანეთი ნახვის ჟინი კვებავს
და განშორების აუტანლობა ამყარებს.

ხოსე მარტი ი პერესი (1835-1895)

50. თუ გულით გიყვარს, დავიწყება არ გიწერია!

ტომას მური (1779-1852)

832cd63436f5

51. სიყვარული თავისით მოდის, ძალით ვერავინ მოიყვანს; შენს გულს რაღაც ალი მოედება ხოლმე და სხვაზე
ვერც ვეღარაფერზე ფიქრობ, მარტოდყოფნის ყოველგვარ სურვილს კარგავ და სხვასთან შერწყმის მოსურნე ხდები.

მარგარეტ ჰორტონი

52. ცხოვრებაში ერთადერთი ბედნიერებაა- გიყვარდეს და უყვარდე.

ჟორჟ სანდი(1804-1876)

53. სიყვარულის საუფლოში რომ აღმოჩნდები, ჩვენი სამყარო-რაგინდარა ნაკლოვანი -მდიდარი და მშვენიერი
ხდება, როცა აქ მხოლოდ ეს გრძნობა სუფევს.

სორენ კირკეგორი(1813-1855)

54.მთელი ცხოვრებისეული თვირთისა და  ტკვილისაგან ერთადერთი სიტყვა- სიყვარული გვათავისუფლებს.

სოფოკლე(ძვ.წ. 496-406)

55.მომლოდინესათვის დრო მიიზლაზნება, შიშით შეპყრობილისათვის- მიქრის, მწუხარესათვის – აღარ თავდება,
მხიარულისათვის – წამში გაივლის; შეყვარებულისათვის კი იგი უსასრულოა.

ჰენრი ვან დაიკი.

56. შეყვარებული წყვილი უსიტყვოდაც უამბობს ერთამენთს ათასგვარ ამბავს.

ჩინური ანდაზა

57. სიყვარულია სიყვარული რომ ატრიალებს ჩვენს დედამიწას.

ლუის კეროლი(1832-1898)”ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში”

58.სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა სხვაში საკუთარი თავის დანახვა და ამ აღმოჩენით მოგვრილი შვება.

ელიკზადერ სმიტი (1830-1867)”ოცნების სოფელი”

59.ამქვეყნად თუ რამ საუკეთესო და მშვენიერია, ვერც იხილავ და ვერც შეეხები- მხოლოდ გულით  უნდა იგრძნო

ჰელენ კელერი (1880-1968)

60.მეცნიერებმა იქნებ ტომებიც კი მიუძღნან იმის მტკიცებას, სიყვარული ბუნების დაგებული ხაფანგიაო.. მაგრამ
ამაში მხოლოდ ერთმანეთს თუ დაარწმუნებენ, შეყვარებულ ქალს კი- ვერასოდეს.

მერი ჯოუნზის რეპლიკა პიესიდან

c3bd6f992225

იმედია მოგეწონათ…. :)

სულ ეს იყო :boz: … თუ სურვილი გექნათ შემიძლია გავაგრძელო.. :(

მსგავსი ამბები

Back to top button