არქივი

გოგონა,რომელიც ცაშია…

75f328a1d900

არის ერთი ამბავი,რომელიც ალბათ ყველა მკითხველს გულს აუჩუყებს და ჩააფიქრებს,ეს ამბავი კი პატარა გოგონას ეხება,რომელიც უკვე გარდაიცვალა,მაგრამ შემდეგ სახელი გაითქვა და მასზე უამრავი სტატია არსებობს უცხოურ პრესაში.

ელენა დესერიქი 5 წლის იყო,როდესაც ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ექიმები ვარაუდობდნენ,რომ ბავშვი მხოლოდ 135 დღეს თუ გაძლებდა. ამის მერე ელენამ თითქოს იცოდა,რომ თითოეული დღე მისთვის საჩუქარი იყო და უნდა გამოეყენებინა,ამიტომაც შეადგინა სურვილების სია,რომელშიც საპატიო ადგილს იკავებდა :დელფინებთან ცურვა, მანქანის ტარების სწავლა და ა.შ. ეს ყველაფერი მშობლებმა შეუსრულეს რა თქმა უნდა და გოგონა ბედნიერად ატარებდა დარჩენილ დღეებს.

თუმცა კიბოს უჯრედები განუწყვეტლივ აგრძელებდნენ გამრავლებას და ბავშვის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, ბოლოს მას უკვე ლაპარაკი აღარ შეეძლო,რადგან თავის ფორმა საგრძნობლად შეეცვალა და გაუსივდა. გოგონა ხატვას მიეძალა,მას ყოველთვის უყვარდა ეს საქმიანობა, საყვარელი მხატვარი კი მისთვის პაბლო პიკასო იყო,ამიტომაც სიურპრიზი გაუკეთეს და ელენას ერთ–ერთი ნახატი მუზეუმში პიკასოს ნახატის გვერდზე ჩამოაკიდებინეს, შემდეგ კი გოგონა მუზეუმის დასათვალიერებლად წაიყვანეს.

7c2621ddcb51

პატარა ელენამ სასიყვარულო მესიჯების წერა დაიწყო,ის ხატავდა ბარათებს და შემდეგ ტექსტს წერდა: მე თქვენ მიყვარხართ დედიკო,მამიკო და გრეისი. გრეისი მისი პატარა და იყო. ასევე ბებიებსა და ბაბუებსაც მიუძღვნა რამდენიმე ბარათი. მაგრამ ეს არ იყო უბრალო გატაცება,ბავშვი თურმე რაღაც სიურპრიზს უმზადებდა ოჯახს.
ელენა დიაგნოზის დასმიდან 255 დღეში გარდაიცვალა, ეს 2007 წელს მოხდა. შემდეგ მშობლებმა უცნაური რამ შენიშნეს, ელენას ბარათებს სახლში ყველგან პოულობდნენ. ზოგი წიგნის თაროზე იდო,ზოგი კარადებში მიმალული, ზოგი ჩანთებში. იმდენ ადგილას აღმოჩნდა პატარ–პატარა ბარათები დამალული,რომ ყველასთვის ცხადი გახდა,ეს ყველაფერი განზრახ იყო გაკეთებული და პატარა ელენა ნამდვილად ყველაზე ჭკვიანი და საყვარელი ბავშვი გახლდათ.

მშობლებმა ონლაინ ჟურნალის შექმნა გადაწყვიტეს,სადაც ელენას ამბავი იქნებოდა აღწერილი,მისი პორტრეტი გამოჩნდებოდა,თუმცა სულაც არ ფიქრობდნენ რომ აქ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი კიბოიანი ბავშვის ამბავი… ონლაინ ჟურნალმა გაამართლა,უამრავი ადამიანი კითხულობდა ყოველდღიურად პატარას ამბებს და ბოლოს,როცა ყველაფერი დამთავრდა,ოჯახმა გადაწყვიტა წიგნად გამოეცა ისტორია ელენას შესახებ. მართლაც წიგნი ძალიან პოპულარული გახდა და ბავშვს სახელი გაუთქვა.

მამა: ,,ის პატარა,არაჩვეულებრივი გოგო იყო. უყვარდა წიგნები,კითხვა მისი გატაცება იყო. ამბობდა,როცა გავიზრდები მასწავლებელი და დედა უნდა გამოვიდეო.
მე არ მინდა,რომ მისი ყველა ბარათი უკვე აღმოჩენილი გვქონდეს, იმედი მაქვს ეს სიურპრიზები წლების განმავლობაში გაგრძელდება.”

6c2b82245b91

8cd809fdef5d

13437843fba8

32edd7e8273b

75c25389e846

154c9adde51c

9a33ea703fe5

243e967c00fc

95b6501acba9

cf5eb52b8d90

9aecbf76690b

8fd78cce0ddb

842f9dcf37a2

d9822b53b808

335d717c892d

c3e65cfd047f

49d5f26de684

cb2efbec8e0d

28114918b282

ddf994033719

f955e95a7a34

ec25f942c769

029aa836406c

858540d7bd32

8a25af79893f

ელენას მიერ დატოვებული ბარათები

ea7c19d184c3

4cbc2c507381

8b0060ed9c60

29139d39f77f

36340eca8695

8a6aa8045951

28d886bb27ac

2d2de68bd6e9

511f8316c9cd

6b21903ea311

266662d81889

წიგნი

ელენას ოფიციალური საიტი

გიყვარდეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს..

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button