არქივი

სომალელი მეკობრეები

688dba5e1dc4

სომალელი მეკობრეები, მსოფლიოს თავისტკივილი….

სომალელი მეკობრეები არიან შეიარაღებული დაჯგუფება რომლის მიზანია შეიპყროს სავაჭრო გემები და მიიღოს გამოსასყიდი.თავდასხმებს ახორციელებენ ძირითადად ადენის ყურეში და ინდოეთის ოკეანეში.გადაადგილებისთვის იყენებენ დაბალი ტრივთმზიდაობის გემებს,კატერებს,თევზსაჭერ გემებს და მოტორიან ნავებს.შეიარაყებულები არიან ავტომატური შაშხანებით,ყუმბარმტყორცნებით და ნახევრად ავტომატური ფისტოლეტებით.სომალელი მეკობრეები არიან კარგად ორგანიზებულები და იყენებენ კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებს როგორიცაა თანამგზავრული ტელეფონები და GPS.

f78f7a00b25a

1991 წლიდან სომალმა შეწყვიტა არსებობა, როგორც ცენტრალირებულმა სახელმწიფომ.პირატობა ამ რაიონში განსაკუთრებით განვითარდა 2004 წლიდან და ძალიან სწრაფი ტემპებით.საველე მეთაურები ხშირად ხუჭავენ თვალს პირატულ გეგმებზე,ზოგიერთი მათგანი კი თავად მონაწილეობს თავდასხმაში.

efc253a363c4

წელიწადში ადენის სრუტის გავლით გადაადგილდება 20 000 გემი, დღე-ღამეში კი დაახლოებით 250.როგორც ხედავთ მსხვერპლი უფრო მეტია პირატებისთვის ვიდრე თავად ისინი.(ჯერ ჯერობით მაინც)

ტექნიკურად შეპყრობის პროცესი იგივეა რაც კაპიტან “ბლადის”-ის დროს.სწრაფმავალი საშუალებით მეკობრეები უახლოვდებიან მშვიდობიან სავაჭრო გემს და ადიან ბორტზე.მეკობრეები სხვადასხვა გემზე სხვადასხვა საშუალებებით ახორციელებენ შეტევას იმის და მიხედვით თუ რა ტიპის გემით გადაადგილდება მსხვერპლი.პატარა და დაბალი გემები გაცილებით ადვილი დასაპყრობია,მაგრამ დიდ გემებზე პირატები სპეციალური კაუჭებით და სამაგრებით ადიან.ამ დროს პირატების ჯგუფი ავტომატის ჯერით ცხრილავს ბორტს,რათა მეზღვაურები არ შეეცადნონ სახანძროს წყლის ჭავით ან რაიმე სხვა საშუალებებით ხელი შეუშალონ მათ.

cc36ebaadb3f

პირატების შეტევის საშუალო ხანგრძლივობა არის 10-დან 20 წუთამდე.თუ პირატებმა ამ პერიოდში ვერ შეძლეს გემის კონტროლ ქვეშ აყვანა ისინი წყვეტენ შეტევას.თუ პირატებმა შეძლეს გემზე ასვლა შეიძლება ითქვას რომ გემი მათ ხელშია რადგან მშვოდობიანი მეზღვაურები,შიშველი ხელებით არ შეეცდებიან წინააღმდეგობის გაწევას,ერთადერთი გარანტირებული გზა დაგარჩე არის-არანაირი წინააღმდეგონა გაუწიო სომალელ მეკობრეებს და არ შეეცადო გმირობის ჩადენას.

8d2347fbddcf

2005 წლიდან, ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ და მსოფლიო სასურსათო საბჭომ, გამოხატა თავისი შეშფოთება მეკობრეობის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით. მეკობრეები აქტიურობენ მაღალი თვირთბრუნვის მქონე სანაპიროებთან და ხელს უშლიან ჰუმანიტარული ტვირთის გადატანას. 90 % მსოფლიო სასურსათო პროგრამებისა ხორციელდება საზღვაო გადაზიდვებით და გემები უკვე ესკორტირებას ითხოვენ.
კენიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სომალელმა მეკობრეებმა 12 თვის განმვალობაში მოიპოვეს $150 მილიონი, 2008 წლის ნოემბრამდე.

c81af0dd9973

როგორც მოგეხსენებათ გახშირდა სოლამელი მეკობრეების ქართველ მეზღვაურებზე თავდასხმის ფაქტებიც.ბოლო თავდასხმა მოხდა 2010 წლის 8 აგვისტოს როდესაც სომალელმა მეკობრეებმა დააკავეს ბერძნული გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, 9 სექტემბრის ინფორმაციით, გემი სამხრეთ ოსმალში, ე.წ. ჩიხშია შეყვანილი.

ჯერჯერობით სპეცოპერაციის ჩატარება არ განიხილება.სომალელი მეკობრეები ითხოვენ გამოსასყიდის სახით 15 მილიონ დოლარს.

Paata Chikhladze | Create your badge
100000723197782.1791.1630197383

მსგავსი ამბები

Back to top button