ძალიან საინტერესო რაღაცეებია. ბაბაიაგები არ შემოხვიდეთ
* ძველად, ავი თვალისგან თავის დასაცავად, ყველა ძველ ბერძენს ჯიბეში (ჩანთაში) ღამურას ძვალი ედო. ამასთანავე, ცხოველის მოკვლა ავისმომასწავლებლად ითვლებოდა. ასევე ავი თვალისგან დასაცავად ბერძნები ეზოში კაქტუსებს რგავდნენ.
* არც ერთი ინგლისელი არ გახსნის სახლში ქოლგას და არ დააწყობს ფეხსაცმელს მაგიდაზე, რადგან ეს სიკვდილის მომასწავებელი ნიშნებია.
* უბედურება რომ არ მიიზიდოს, იაპონელი არასოდეს უპასუხებს ძილში მოლაპარაკე ადამიანს; ხელს არ მოკიდებს გატეხილ სავარცხელს და არ გადაიღებს სურათს ორ ადამიანს შორის მდგომი ან მჯდომი.
* იტალიელებს ავი თვალის ძალიან ეშინიათ. მათ ზეითუნის ზეთის წყალობით შეუძლიათ, გაიგონ, გათვალულია თუ არა პიროვნება. ამისთვის, ნაკურთხ წყალში, ზეთის ერთ წვეთს აწვეთებენ; თუ ის ფორმას შეინარჩუნებს, ყველაფერი კარგადაა და თუ წყალს შეერევა… გათვალულია.
* ჩინელების აზრით, ცოცხში სულები ცხოვრობენ (ლოლ). სახლიდან ჭუჭყის გახვეტა შეიძლება, მაგრამ ცოცხით წმინდანების ქანდაკებების გაწმენდა აკრძალულია… თუ არ გსურთ, ადამიანს უბედურება დამართოთ, ცოცხით არ სცემოთ. ( აუ საწყალი ჩემი კატა :D ).
* ჩინეთში ბედნიერების მომტან ციფრად 8 ითვლება, უბედურების – 4 (ის ისევე გამოითქმის, როგორც “სიკვდილი”). ასევე ცუდი ციფრია 1. მარტოობას ნიშნავს.
სულ ეს იყო. ცოტა მაგრამ საინტერესო
BY ბერო