არქივი

საინტერესო ფაქტების სამყაროში #2

Image.geotorrents.com

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტების მეორე ნაწილს. დღევანდელი თემაა ადამიანის სხეული

Image.geotorrents.com
იმის მიუხედავად, რომ ტკივილის სიგნალებს ტვინი გამოიმუშავებს, თავად ტვინი ტკივილს ვერ გრძნობს.

ტვინი სხეულის წონის 2%-ს შეადგენს, მაგრამ საკვებად სხეულში არსებული ჟანგბადისა და კალორიების 20%-ს მოიხმარს.

ტვინი ღამით, ძილისას უფრო აქტიურია, ვიდრე დღისით. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ძილში ადამიანის IQ იმატებს.

ტვინი ინახავს ნებისმიერ ინფორმაციას – რაც კი ოდესმე წაიკითხეთ, მოისმინეთ, დაინახეთ, შეიგრძენით და ა.შ.

ტვინში ნეირონები სხვადასხვანაირადაა მოწყობილი. ინფორმაციების გავრცელების სისწრაფეც მის სახეობაზეა დამოკიდებული. ამიტომ ზოგ რამეს ადვილად იხსენებთ, ზოგისთვის გონების დაძაბვა გჭირდებათ.

Image.geotorrents.com
ქალებს ყნოსვის ფუნქცია გაუმჯობესებული აქვს მამაკაცებთან შედარებით – მათ უკეთ ეხერხებათ სურნელების გარჩევა.

ადამიანის სხეულის სურნელი თითის ანაბეჭდივით უნიკალურია. ჩვილი ბავშვები დედას სწორედ სუნით გრძნობენ.

ჭარბი ადრენალინი ადამიანს ზებუნებრივ შესაძლებლობებს ანიჭებს. 1982 წელს ჯორჯიის შტატში ტონი კავალოს შევროლე იმპალა დაეჯახა. დედამისი ანგელა მივარდა, მანქანა ასწია და გადააგორა. კიდევ ორი მსგავსი შემთხვევაა, როცა სრულიად ჩვეულებრივმა ადამიანმა ტონა-ნახევრიანი მანქანის აწევა შეძლო ექსტრემალურ სიტუაციაში. ამ მოვლენას “ისტერიულ ძალას” (Hysterical strength) უწოდებენ.

ადამიანის ცხვირს შეუძლია “დაიმახსოვროს” და განასხვავოს 50 000-მდე სურნელი.

ჭარბი კვებისას ადამიანს სმენა უქვეითდება.

Image.geotorrents.com
ადამიანს კბილების ჩამოყალიბება მუცელშივე, 3-4 თვის ასაკში ეწყება. 1000-დან ერთი ბავშვი კი ერთი კბილით იბადება.

მელანინი და გარემო პირობების ზემოქმედებაა საჭირო, რომ ბავშვს თვალების ფერი ჩამოუყალიბდეს. ამიტომ დაბადებისას ყველას მოლურჯო-მოცისფრო თვალები აქვს.

მეცნიერების დასკვნებით, თითქმის ყველა ქალში არის ბისექსუალური საწყისები ( :lol: ), მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას ვერ აცნობიერებენ. კაცი კი ან ჰომოსექსუალია, ან ბისექსუალი, ან ჰეტეროსექსუალი

კაცების უმეტესობას ძილში საკმაოდ ხანგრძლივი ერექციები აქვს :(

სექსი ერთ-ერთი ყველაზე უებარი საშუალებაა ტკივილის გასაყუჩებლად, არადა მასზე ხშირად სწორედ თავის ტკივილის გამო ამბობენ უარს.

Image.geotorrents.com
დაცემინებისას გამოყოფილი ჰაერის სიჩქარე 160 კმ/სთ-მდეა, ხველებისას 100 კმ/სთ-მდე.

ე.წ. “ყურის გოგირდი” აუცილებელია, რათა სმენის ორგანოებმა გამართულად იმუშაონ.

საშუალო სიცოცხლის მანძილზე, ადამიანის მიერ გამოყოფილი ნერწყვი ორ საცურაო აუზს გაავსებს.

გავსებული საშარდე ბუშტი მოცულობაში ზოგჯერ 800 cc-ს აღწევს, რაც საშუალო ზომის ბურთის ტოლია.

თითოეულ ტერფზე 250 000 ოფლის ფორაა, რომელიც დღის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით ოფლს გამოყოფს, ამინდისა და გარემო პირობების გათვალისწინებით ზოგჯერ ნახევარ ლიტრამდეც.

Image.geotorrents.com
ძვლების 1/4 ტერფებშია მოთავსებული.

წარბების შეჭმუხნას მეტი კუნთი მოჰყავს მოქმედებაში, ვიდრე გაღიმებას. ზუსტ რიცხვზე ბიოლოგები ვერ თანხმდებიან, დაახლოებით ორჯერ მეტი უნდა იყოს.

სიარულისას 200 კუნთი მუშაობს. მეცნიერები რეკომენდაციას იძლევიან, დღეში მინიმუმ 10 000 ნაბიჯი გადავდგათ (საშუალოდ ეს მაჩვენებელი 1000-დან 3000-მდეა ხოლმე).

ზომის პროპორციების გათვალისწინებით, ყველაზე ძლიერი კუნთი ადამიანის ორგანიზმში არის ენა.

თეძოს ძვლები ბეტონზე უფრო მყარია.

Image.geotorrents.com
სახეზე და თავზე არსებულ თმას გარკვეული დანიშნულება აქვს, ტანზე არსებულს – არანაირი. ამიტომ თანდათან იმატებს უთმო ადამიანების რიცხვი.
(ფოტო ნამდვილია, მასზე ხედავთ რეკოდსმენს Yu Zhenhuan-ს)

კუდუსუნის ძვალი უფუნქციოა. მეცნიერების აზრით, ადამიანების წინაპარს კუდი ჰქონდა და ეს ნაწილი წარსულის “სახსოვარია”. თუმცა დაზიანებისას ადამიანი მაინც საშინელ ტკივილს გრძნობს.

რადგან ოთხ ფეხზე სირბილი არ გვიწევს და ფეხსაცმელს ვიცვამთ, ფეხზე მეხუთე (ბოლო) თითის საჭიროებაც აღარ არის. გამორიცხული არაა, მრავალი ათასწლეულის შემდეგ საერთოდ გაქრეს.

სიბრძნის კბილს არანაირი სარგებლობა არ მოაქვს, ზოგჯერ მის მიდამოში საჭმელი რჩება და შემდგომში კბილის ტკივილს იწვევს.

ასევე უსარგებლოა აპენდიქსიც. მართალია, ის სისხლის თეთრ უჯრედებს გამოიმუშავებს, მაგრამ ვინც აპენდიქსის ოპერაციას იკეთებს, მის გარეშე მშვენივრად გრძნობს თავს.

მსგავსი ამბები

Back to top button