არქივი

ეგზორციზმი (ეშმაკის განდევნა) – ნაწილი 4 ” სრული რიტუალი I”

595c456a734d

ამ პოსტში დავწერე ეგზორციზმის სრული რიტუალი .. ანუ როგორ ტარდება ეშმაკის განდევნის რიტუალი … ეს არის რომაული (კათოლიკური) რიტუალი.

d9d9bf5836b7
მღვდელი, რომელსაც ეძლევა უფლება ჩაატაროს ეგზორციზმის რიტუალი, სანამ შეუდგება საქმეს აუცილებლად უნდა ჩააბაროს აღსარება და ღმერთს სთხოვოს დახმარება. ეგზორცისტი იცვამს სტიქარს და იკეთებს იასამნისფერ საყელურს. როდესაც ის პირისპირ აღმოჩნდება მსხვერპლთან (რომელიც საჭიროა იყოს დაბმული, რაიმე სახის რისკის შემთხვევაში), მას გადასახავს პირჯვარს, შემდეგ თავად იწერს პირჯვარს და ყველას ასხამს ნაკურთხ წყალს. შემდეგ იჩოქებს და ადიდებს წმინდანებს და ყველა დამსწრე ვალდებულია უპასუხოს მას.

07c5ecf59179

წმინდანების დიდება (ლიტანია)
ლიტანია გრძელდება 40 საათის განმავლობაში, მას თან ახლავს მუსიკა, მღვდელი ლოცულობს და მისი დამხმარეები (შემდეგში დამ.) შესაძლებლობის შემთხვევაში ან გალობენ ან უბრალოდ პასუხობენ ეგზორცისტს (შემდეგში ეგ.).

ეგ: უფალო შეგვიწყალენ.

დამ: უფალო შეგვიწყალენ.

ეგ: უფალო იესო ქრისტე შეგვიწყალენ.

დამ: უფალო იესო ქრისტე შეგვიწყალენ.

ეგ: უფალო შეგვიწყალენ

დამ: უფალო შეგვიწყალენ.

ეგ: უფალო იესო ქრისტე გვისმინე ჩვენ.

დამ: უფალო იესო ქრისტე შეგვიწყალენ და გვისმინე ჩვენ.

ეგ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა (სიტყვა სიტყვით, რომელი ხარ სამოთხეში)

დამ: შეგვიწყალენ ჩვენ.

ეგ: უფალო, ძეო ღვთისავ, კაცობრიობის მხსნელო.

დამ: შეგვიწყალენ ჩვენ.

ეგ: ღმერთო, სული წმინდავ.

დამ: შეგვიწყალენ ჩვენ.

ეგ: ღმერთო, წმინდაო სამებავ.

დამ: შეგვიწყალენ ჩვენ.

ღვთისმშობელო ილოცე ჩვენთვის.*

* ყოველი ლოცვის შემდეგ მოდის ილოცე ჩვენთვის.

ღვთისმშობელო დედავ, ღვთისმშობელო ქალწულო,

წმინდაო მიქაელ, წმინდაო გაბრიელ, წმინდაო რაფაელ,

ყველა ანგელოზო და მთავარანგელოზო

ყველა წმინდაო სულო:

წმ. იოანე,

წმ. იოსებ

ყველა წმინდაო პატრიარქო და წინასწარმეტყველო:

წმ. პეტრე,

წმ. პავლე,

წმ. ანდრია,

წმ. იაკობ,

წმ. იოანე,

წმ. თომა,

წმ. იაკობ,

წმ ფილიპე,

წმ. ბართოლომე,

წმ. მათე,

წმ. სვიმონ,

წმ. თადეუს,

წმ. მატათა,

წმ. ბარნაბა,

წმ. ლუკა,

წმ. მარკოზ,

წმინდა ბიბლიის და სახარების სახელით,

ყველა წმინდაო მოწაფეო იესო ქრისტესი,

ყველა წმინდაო უცოდველო,

წმ. სტეფან,

წმ. ლორენს,

წმ. ვინსენტ,

წმინდანებო ფაბიან და სებასტიან,

წმინდანებო იოანე და პავლე,

წმინდანებო კოზმა და დამიან,

წმინანებო გერვასე და პროტასე,

ყველა წმინდაო წამებულო,

წმ. სილვესტერ,

წმ, გრეგორი,

წმ. ამბროს,

წმ ავგუსტინ,

წმ. ჯერომ,

წმ. მარტინ,

წმ. ნიკოლოზ.

ყველა წმინდაო ეპისკოპოსო და წინამძღვარო,

წმ. ანტონ,

წმ ბენედიქტ,

წმ. ბერნარდ,

წმ. დომინიკ,

წმ. ფრანსის.

ყველა წმინდაო მოძღვარო და ლევიტო,

ყველა წმინდაო მონაზონო და ბერო,

წმ. მარიამ მაგდალინელო,

წმ. აგათა,

წმ. ლუცია,

წმ. აგნეს,

წმ. სესილია,

წმ. კეტრინ,

წმ. ანასტასია,

ყველა წმინდაო ქალწულო და ქვრივო.

ეგ: ყველა წმინდანო.

დამ: გვიშუამდგომლეთ ჩვენ.

ეგ: მოიღეთ მოწყალება,

დამ: ო ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ.

ეგ: იყავით მოწყალენი,

დამ: ო ღმერთო, შეგვიწყალენ და გვისმინე ჩვენ.

დაგვიფარე ჩვენ ყველა ბოროტისგან. *

* ყოველი ლოცვის შემდეგ – დაგვიფარე ჩვენ .

ყველა ცოდვისგან, შენი განრისხებისგან, მოულოდნელი გარდაცვალებისგან, ეშმაკის მახეებისგან, მრისხანებისგან, სიძულვილისგან, ყველა ცუდი განზრახვისგან, ყველა ხუშტურისგან, ელვისგან, ქარიშხლისგან, მიწისძვრებისგან, ჭირისგან, შიმშილისგან და ომისგან, სამუდამო გარდაცვალებისგან, შენი ამოუცნობი განკაცებით, შენი მოსვლით, შენი შობით, შენი ნათლისღებით და მარხვით, შენი ჯვრით და ვნებით, შენი გარდაცვალებით და დაკრძალვით, შენი წმინდა აღდგომით, შენი ამაღლებით, სული წმინდის მიერ ჩვენი დაცვით განკითხვის დღეს.

ეგ: ჩვენ ცოდვილნი,

დამ: გევედრებით გვისმინე ჩვენ*

* ყველი ლოცვის შემდეგ – გევედრებით გვისმინე ჩვენ.

ვინაიდან შენ გვიფარავ ჩვენ, ვინაიდან შეგვინდობ ჩვენ, ვინაიდან გვაძლევ სინანულს, ვინაიდან მფარველობ შენს წმინდა ეკლესიას, ვინაიდან გვიფარავ ჩვენ და ყველაფერს ჩვენს ეკლესიაში და რელიგიაში, ვინაიდან აიძულებ ქედი მოიხარონ ჩვენი ეკლესიის მტრებს, ვინაიდან შენ აძლევს მშვიდობას (სიმშვიდეს) და ჭეშმარიტ ჰარმონიას ჩვენი ეკლესიის წინამძღვართ, ვინაიდან შენ აძლევ მშვიდობას და ერთიანობას მსოფლიოში ყველა ქრისტიანს, რომ შენ აღადგენ ეკლესიის მთლიანობას და ყველა ურწმუნო მიგყავს ჭეშმარიტ შუქზე, ვინაიდან შენ გვეხმარები ვიყოთ შენს წმინდა სამსახურში, ვინაიდან გვინათებ გონებას რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი სურვილი, ვინაიდან გვანიჭებ სამუდამო წყალობას, ვინაიდან შენ იცავ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სულებს სამუდამო წყევლისგან, ვინაიდან შენ გვაძლევ პურს ჩვენი არსობისას, ვინაიდან გვაძლევ შვებას, ვინაიდან მოწყალედ გვისმენ ჩვენ, უფალო, ძეო ღვთისაო.

ამის შემდეგ მღვდელი ამატებს შემდეგს: მოგვიტევე ჩვენ და ჩვენს მშობლებს ცოდვები ჩვენი და ნუ დაგვსჯი (იძიებ შურს) მათთვის ჩვენ(ზე).

ეგ: მამაო ჩვენო (აქ ჩერდება ცოტა ხნით)

ეგ: დაგვიფარე ჩვენ ცდუნებისგან;

დამ: და დაგვიფარე ჩვენ ბოროტისგან.

ამის შემდეგ მოდის 53 ფსალმუნი.

1. ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე. 2. ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი. 3. რამეთუ უცხონი აღსდგეს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა. 4. აჰა ესერა ღმერთი შემწე ჩემდა და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა. 5. მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი. 6. და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ. 7. რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან, მიხსენ მე და მტერთა ჩემთა იხილა თუამლან ჩემმან

ფსალმუნის წაკითხვის შემდეგ ეგზორცისტი აგრძელებს:

ეგ: დაიფარე მონა შენი;

დამ: რომელსაც სჯერა (სწამს) შენი.

ეგ: მიეცი მას საშუალება შენი სახით იპოვნოს ციხე-სიმაგრე;

დამ: მტრის თვალში (მტრისგან დასაცავად)

ეგ: არ დართო მტერს უფლება მოერიოს მას;

დამ: და ბოროტების შვილს არ მისცე უფლება ზიანი მიაყენოს მას.

ეგ: დაეხმარე მას (მსხვერპლს) შენი წმინდა სამყოფელიდან;

დამ: და გადმოხედე მას სიონიდან.

ეგ: ღმერთო შეისმინე ჩემი ლოცვა;

დამ: და შეისმინე ვედრება (ტირილი, გოდება) ჩემი.

ეგ: ღმერთი იყოს თქვენთან,

დამ: ღმერთი იყოს თქვენთანაც.

მოდით ვილოცოთ.

ღმერთო მოწყალეო და შემნდობელო, შეისმინე და მიიღე ჩვენი ლოცვა შენი მონისთვის (მსახურისთვის), რომელიც დაბმულია თავისი ცოდვებით და მოიღე მოწყალება მასზედ და მიუტევე მას.

წმინდაო ღმერთო, ყოვლისშემძლეო, მამაო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელმაც დაანგრია ჯოჯოხეთი, ჩამოვიდა დედამიწაზე რათა დაემარცხებინა ლომი, შეისმინე ჩვენი ლოცვა რათა გამოვიხსნათ ეს ადამიანი (რომელიც შექმნილია შენს ხატად) ბოროტის (ეშმაკის) კლანჭებისგან . დაამარცხე ტერორი (ბოროტი), რომელიც ცდილობს დაიბუდოს შენს ვენახში. მიეცი შენს მსახურებს საშუალება ებრძოლონ ამ დრაკონს, დაგვეხმარე დატოვოს შენი მსახური. (მსხვერპლის სახელი) რათა აღარ იყოს მის ტყვეობაში, რომელიც შექმნილია შენს ხატად, დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, ამინ.

ამის შემდეგ ეგზორცისტი მიმართავს დემონს.

გიბრძანებ შენ, ბინძურო სულო, ვინც არ უნდა იყო, შენს მეგობრებთან ერთად, რომლებიც ახლა ებრძვით ღვთის მსახურს, განკაცების, ვნების, აღდგომის და ამაღლების ჩვენი უფალი იესო ქრისტეს სახელით, სული წმინდის ძალით, უფლის მეორედ განსაკითხავად მოსვლის სახელით, მითხარი ან რაიმე ნიშნით მაცნობე შენი სახელი და შენი წასვლის ზუსტი დღე და საათი. გიბრძანებ შენ, დამემორჩილო მე, ღვთის წარმომადგენელს მიუხედავად ჩემი უღირსობისა, არ გაბედო რაიმე სახით ამ ღვთის ქმნილებისთვის ზიანის მიყენება.

შემდეგ ეგზორცისტი ადებს ხელს მსხვერპლს თავზე და ამბობს:

”მათ უნდა დაადონ ხელი ავადმყოფ ადამიანს და ყველაფერი კარგად იქნება”. ისეო ქრისტე, მარიამის ძე, უფალი და მხსნელი, მისი წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს და მისი ყველა წმინდანის ძალით, დაე განახოს მან თავის მოწყალება და სიკეთე.

ყველა: ამინ

შემდეგ ეგზორცისტი შეპყრობილ ადამიანს უკითხავს სახარებიდან შემდეგ ნაწილებს (ან ყველას ან რამოდენიმეს).

ეგზორცისტი: უფალი იყოს თქვენთან.

ყველა: უფალი იყოს თქვენთანაც.

ეგზორცისტი: იონაეს წმინდა სახარების დასაწყისი.

ყველა: დიდება შენდა უფალო.

იოანეს სახარება 1.1-1.4

როდესაც ეგზორცისტი ამ სიტყვებს ამბობს ის იდებს ნიშანს და ადებს ნიშანს მსხვერპლსაც ტუჩებზე, წარბებზე და გულმკერდზე (ჯვარს).

1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. 2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. 3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. 4. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. 5. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.

6. იყო კაცი მოვილინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე. 7. ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან. 8. არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს. 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად. 10. სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. 11. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს. 12. ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი, 13. რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს. 14. და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა.

ყველა: დიდი მადლობა უფალო.

ბოლოს ეგზორცისტი ლოცავს შეპყრობილსს: ყოვლისშემძლე ღვთის წყალობა იყოს შენთან, მამის, ძის და სული წმინდის. დაე დარჩეს ეს წყალობა შენთან სამუდამოდ.

შემდეგ მღვდელი (ეგზორცისტი) ასხურებს ნაკურთხ წყალს ავადმყოფს (შეპყრობილს).

მარკოზის სახარება (16.15-18)

15. და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. 16. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. 17. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, 18. გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან.

ლუკას სახარება (10.17-20)

17. და მოიქცეს სამეოც და ათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა. 18. ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა. 19. აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს. 20. ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა.

ლუკას სახარება (11.14-22)

14. და კაცისა ვისგანმე განაძო ეშმაკი, რომელი იყო ყრუჲ. და იყო განსლვასა მას ეშმაკისასა იტყოდა ყრუჲ იგი. და უკჳრდა ყოველსა მას ერსა. 15. ხოლო რომელთამე მათგანთა თქუეს: ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა, განასხამს ეშმაკთა. 16. და სხუანი ვინმე გამოცდით სასწაულსა ზეცით ითხოვდეს მისგან. 17. ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა თჳსსა განევლთის, მოოჴრდის, და სახლი სახლსა ზედა დაეცის. 18. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა განევლთა, ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? რამეთუ იტყჳთ ჩემთჳს, ვითარმედ: ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა. 19. უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისათჳს იგინივე მსაჯულ გექმნენ თქუენ. 20. უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-წევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. 21. რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით არნ მონაგები მისი. 22. და ოდეს უძლიერესი მისი ზედა-მოუჴდის, სძლის მას და საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, და ნატყუენავი მისი განუყვის.

ეგზორცისტი: ღმერთო ისმინე ლოცვა ჩემი.
ყველა: და დაე ჩვენი ტირილი შესმენილ იქნეს.
ეგზორცისტი: უფალი იყოს თქვენთან
ყველა: დაე უფალი იყოს თქვენთანაც.

მოდით ვილოცოთ.

ყოვლისშემძლე უფალო, ღმერთის, ჩვენი მამის სიტყვავ, იესო ქრისტე, უფალო და ღმერთო ყველა ქმნილებისავ, შენ ვინც მიეცი შენს მოციქულებს ძალა ფეხქვეშ გაეთელათ გველები და მორიელები, მიეცი უფლება ეთქვათ ”გადით, დემონებო!” და ვისი ძალითაც სატანა, როგორც ელვა ჩამოვარდა სამოთხიდან, მოკრძალებულად ვუხმობ შენს სახელს შიშით და თრთოლვით და გთხოვ, რომ შენს უღირს მსახურს, შემინდო ყველა ცოდვა, მომცე ურყევი რწმენა და ძალა – შენი მხარდაჭერით – რათა შევებრძოლო დარწმუნებით და დავამარცხო ეს დემონი. მე ვითხოვ ამას შენი შემწეობით უფალო და ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, რომელიც მოხვალ ცეცხლით რათა განკითხო ყველა – მკვდარიც და ცოცხალიც.

ყველა: ამინ.

შემდეგ იწერს პირჯვარს და წერს პირჯვარს ავადმყოფსაც, ათავსებს იასამნისფერი საყელურის ბოლოს მის კისერზე, ადებს მარჯვენა ხელს თავზე და ამბობს შემდეგს მთელი რწმენითა და თავდაჯერებულობით:

ეგზორცისტი: ხედავ უფლის ჯვარს, განვედ ბოროტო ძალავ!

ყველა: დავითის მოდგმა, ლომი იუდას გვარისა, დაპყრობილ იქნა.

ეგზორცისტი: უფალო შეისმინე ლოცვა ჩემი.

ყველა: და დაე ჩემი ტირილი შესმენილ იქნეს.

ეგზორცისტი: უფალი იყოს თქვენთან.

ყველა: დაე უფალი იყოს თქვენთანაც.

მოდით ვილოცოთ.

ღმერთო და მამაო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მე მივმართავ შენს წმინდა სახელს, მოკრძალებით ვითხოვ შენს სიკეთეს, რათა შენ მოწყალებით მომივლინო დახმარება ამ და ყველა უწმინდური სულის წინააღმდეგ, რომელიც ახლა აწამებს შენს ქმნილებას, უფალი იესო ქრისტეს სახელით გთხოვ მე.

ყველა: ამინ.

ეგზორციზმი

გამოდი გარეთ, უწმინდურო სულო, ყველა შენს სატანურ ძალასთან, ჯოჯოხეთის ლანდთან და ყველა შენს კომპანიონთან ერთად, უფალი იესო ქრისტეს სახელით (პირჯვარი), გაქრი და თავი შორს დაიჭირე ამ ღვთის ქმნილებისგან (პირჯვარი), ვინაიდან ის (უფალი) გიბრძანებს შენ, ის ვინც გამოგაძევა სამოთხიდან და გაგიშვა ჯოჯოხეთის სიღრმეში, დიახ ეს ის არის ვინც გიბრძანებს შენ, ის ვინც დააცხრო ზღვა, ჩააყენა გრიგალი და შტორმი. შეისმინე შენ და ძრწოდე შიშით, სატანავ, რწმენის მტერო, ადამიანთა მოდგმის მტერო, სიკვდილის მომტანო, სიცოცხლის მძარცველო, სამართლის მტერო, ყველა ბოროტებისა და უზნეობის სათავევ, ადამიანთა მაცდურო, ხალხის გამყიდველო, შურის, სიხარბის მთესველო, ჩხუბის სათავევ, ტკივილისა და სევდის ავტორო. რატომ არ იცვლი ფეხს და უწევს წინააღმდეგობას, როდესაც იცი, რომ უფალი იესო ქრისტე ყველა შენს გეგმას გააცამტვერებს (შენი გეგმებისგან არაფერი გამოვა)? გეშინოდეს მისი, რომელიც ისააკის მიხედვით შეთავაზებულ იქნა მსხვერპლად, იოსების მიხედვით გაიყიდა მონად, მოკლულ იქნა, ჯვარს ეცვა როგორც ადამიანი, და მიუხედავად ამ ყველაფრისა ტრიუმფით გაიმარჯვა ჯოჯოხეთის ძალებზე, სამი ჯვრის ნიშანი დაესმევა მსხვერპლს ამ დროს წარბზე (შუბლზე). გაქრი, მამის (ღმერთის), ძის და სული წმინდის სახელით. გზა დაუთმე სული წმინდას ამ წმინდა ჯვრის (უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გადაწერით) (პრიჯვარი), რომელიც ცხოვრობს და მეფობს მამასთან და სული წმინდასთან ერთად, ღმერთი უკუნითი უკუნისამდე.

ყველა: ამინ.

ეგზორცისტი: ღმერთო შეისმინე ლოცვა ჩემი.

ყველა: დაე ჩემი ტირილი შესმენი იქნას.

ეგზორცისტი: უფალი იყოს თქვენთან.

ყველა: დაე უფალი იყოს თქვენთანაც.

შემდეგ კვლავ იწყება ლოცვა.

რიტუალის გაგრძელება შემდეგ პოსტში !

ნაწილი 1 – ზოგადად ეგზორციზმზე და რეალური ისტორია, რომელიც მოხდა 1949 წელს, სენტ ლუისში
ნაწილი 2 –  ყველაზე გახმაურებული ეგზორციზმის ისტორია. ანელიზ მიშელის ეგზორციზმი. და ასევე მღვდელი ჰალორანის და მამა თომასის ინტერვიუ ამ თემასთან დაკავშირებით …
ნაწილი 3 –   ზოგადი წესები ეგზორციზმის (ეშმაკის განდევნის) ჩასატარებლად (რომაული რიტუალიდან)

წყარო: finiki.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button