გასართობისაკითხავისასარგებლო

ქვიშის სანაპიროები

ქვიშის სანაპირო და მათი ბინადარნი…

ქვიშის სანაპიროები
ადგილმდებარეობა: კუნძულები მექსიკის ყურის სანაპიროს გასწვრივ, სამხრეთ აფრიკის სანაპიროები და სხვა.
ცხოველები: მუცელბეხებიანი მოლუსკები, ხტუნია ხოჭოები, კიბორჩხალები, ლოქორები, ხამანწკები, კრევეტები, ლეშის ბუზები (ფუ), თევზები, სკაროსები, ფრინველები, კუები და სხვა.
მცენარეები: მწირი მცენარეები დიუნებზე.
მთავარი საფრთხეები: სანაპირო მშენებლობები, დიუნების ქვიშის გადაადგილება.

ქვიშის სანაპიროები, სადაც მწველი მზე, მარილიანი წყალი და ქარია, ცოცხალი ორგანიზმებისთვის რთული საარსებო გარემოა. ტალღები გამუდმებით რეცხავს ქვიშიან სანაპიროს, ამიტომ ზედაპირზე ცოცხალი ორგანიზმები ცოტაა: აქა-იქ ჩანან ზღვის ფრინველები, გაქცეული კიბორჩხალები და დიუნებზე ამოსული დაბალი მცენარეები. სამაგიეროდ ქვიშაში მრავალი ცხოველი ბინადრობს: ზედაპირთან ახლოს, ორმოებში, ჭიები, კრევეტები, ხამანწკები და სხვა მრავალი არსებები სახლდებიან. “გვერდულები” გამორიყელი ნაფოტების ქვეშ იმალებიან. შედარებით ღრმად მრავალი უხერხემლო ცხოველია ჩამარხული.


სანაპიროები რამდენიმე ზონედაა დაყოფილი: ქვედა, რომელიც მუდამ წყალქვეშაა მოქცეული, შუალედური, რომელიც ჩნდება უკუქცევის დროს, მოქცევის დროს კი წყლით იფარება, და ზედა რომელზეც ქვიშის დიუნები იქმნება. სანაპირო შეიძლება იყოს ქვიანი, კლდოვანი, ტალახიანი ან ქვიშიანი. ქვიშიანი სანაპირო შექმნილია ზღვის წვრილი ნაწილაკებით, რომელთა შეფერილობა დამოკიდებულია მათ შეფერილობაზე.

ქვიშაში მრავალი ცხოველი ბინადრობს. ორსადგულიანი მოლუსკები ქვიშაში იმალებიან. ზოგ სახეობას პირის გრძელი სიფონი აქვს, რომლითაც ტალღების მიერ გამორიყულ საკვებ ნაწილს ფილტრავენ. ზოგი მოლუსკის სახეობა უზარმაზარია, მამაკაცის ფეხსაცმლის ხელა იზრდება და ქვიშაში 1 მეტრზე ღრმადაა ჩამარხული.

გვერდულები ენათესავებიან კიბორჩხალებს და ლანგუსტებს. ზოგი მათგანი ნადირობს წყალმარჩხ ადგილებში, ზოგიც სანაპიროზე ბინადრობს.


ეს ცხოველი დღისით ქვიშაშია ჩამარხული, ღამით კი საკვებისთვის ამოდის. ჭამს მკვდარი ცხოველების ნარჩენებს

სანაპიროზე ასევე ბინადრობენ ფრინველები. ისინი ქვიშაში ეძებენ ჭიებს. სანაპიროს ფრინველები ასევე ზვირთცემის ზონაშიც ბინადრობენ და იკვებებიან მოლუსკებითა და სხვა პატარა ცხოველებით.

იმედია მოგეწონათ. მადლობთ ვინც ბოლომდე წაიკითხეთ.
გთხოვთ დატოვოთ კომენტარი თუ რასთან დაკავშირებით დავდო შემდეგი პოსტი, ოღონდ ეს უნდა ეხებოდეს ზღვას.
BY ბერო

თეგები

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Close
Close