მისტიკასაკითხავისურათები

ეგზორციზმი (ეშმაკის განდევნა) ნაწილი 2

ყველაზე გახმაურებული ეგზორციზმის ისტორია. ანელიზ მიშელის ეგზორციზმი. და ასევე მღვდელი ჰალორანის და მამა თომასის ინტერვიუ ამ თემასთან დაკავშირებით …

ამ ისტორიაზე უკვე იდო ერთი პოსტი ბმული, აქ უფრო ვრცლად იხილავთ ყველაფერს.

ანელიზ მიშელი

იგი დაიბადა 1952 წლის 21 სექტემბერს, ის ეწეოდა მისი ასაკისთვი სრულიად შესაფერის და ნორმალურ ცხოვრებას, იყო მხიარული და მორწმუნე ადამიანი. ყოველგვარი წინა პირობის გარეშე მისი ცხოვრება შეიცვალა 1968 წელს, როდესაც მას პირველად დაემართა კრუნჩხვა და აღმოაჩინა, რომ არ შეეძლო საკუთარი სხეულის მართვა. მან ისიც კი ვერ შეძლო, რომ დასახმარებლად დაეძახა თავისი მშობლებისთვის (იოსები და ანა) ან მისი დებისთვის. ”ვურცბურგის ფსიქიატრიულ კლინიკაში” ნევროლოგმა მას დაუსვა ეპილეფსიის დიაგნოზი. იმის გამო, რომ ეპილეფსიური შეტევები იყო ძალიან ხშირი, რასაც შემდგომ მოჰყვა დეპრესია, გადაწყდა, რომ ანელიზე მოეთავსებინათ კლინიკაში. აღნიშნული ეპილეფსიური შეტევების, შემდეგ მალევე ანელიზეს დაეწყო ”ჰალუცინაციები” და იგი ყოველდღიური ლოცვის დროს ხედავდა ეშმაკის სახეებს. ეს იყო 1970 წლის შემოდგომა, და სანამ დანარცენი ახალგაზრდობა უბრალოდ ტკბებოდა ცხოვრებით, ამასობაში ანელიზ მიშელი იტანჯებოდა იმ აზრით, რომ ის იყო შეპყრობილი ეშმაკის მიერ.

იქიდან გამომდინარე, რომ მეტ ახსნას უბრალოდ ვერ უძებნიდნენ იმ ფაქტს, რომ ის ხედავდა დემონებს ლოცვის დროს. საკმაოდ მალე მას ხილვების გარდა უკვე ხმებიც ესმოდა, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ის ”ჯოჯოხეთში დაიწვებოდა”. მან ექიმთან საუბარში ერთხელ აღნიშნა, რომ შემოჩენილი ყავდა დემონები, რომლებმაც მისი მართვა და მისთვის ბრძანებების მიცემა დაიწყეს. ექიმები ვერაფრით ეხმარებოდნენ, და ანელიზემ დაკარგა იმედი იმისა, რომ მისთვის დანიშნული მედიკამენტები რაიმე შედეგს გამოიღებდნენ. 1973 წლის ზაფხულში, მიმსმა მშობლებმა, მიაკითხეს რამოდენიმე ეკლსესიას და მღვდელს ეგზორციზმის მოთხოვნით. თუმცა არავინ თანხმდებოდა და ურჩევდნენ 20 წლის ანელიზეს გაეგრძელებინა დანიშნული მკურნალობდა და მიეღო შესაბამისი მედიკამენტები. მათ აუხსნეს, რომ პროცესი, რომლის მიხედვითაც ეკლესია უფლებას იძლევა ჩატარდეს ეგზორციზმი, მკაცრადაა გაწერილი, და მანამ სანამ ყველა კრიტერიუმი არ დაკმაყოფილდება, ეკლესიის წინამძღვარი ვერ გასცემს თანხმობას ეგზორციზმის ჩატარებაზე (1952 წელს ეგზორციზმის რომაულ რიტუალში შევიდა ცვლილება, იმის შესახებ, რომ მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ფსიქიკური აშლილობა და სატანით შეპყრობა ერთმანეთისგან და პაციენტის მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს, რამოდენიმე კრიტერიუმს (იხილეთ ზოგადი წესები ეგზორციზმის შესახებ)).

რამოდენიმე კრიტერიუმი კი ასეთია: განსაკუთრებული აუტანლობა რელიგიური სიმბოლოების მიმართ, საუბარი პაციენტისთვის უცხო ენაზე და არაადამიანური ძალების ფლობა. 1974 წელს, ანელიზეზე დაკვირვების შემდგომ, მღვდელმა ერნსტ ალტმა, ვურცბურგის ეკლესიის წინამძღვარს სთხოვა თანხმობა ეგზორციზმის ჩატარებაზე. ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა, და ანელიზეს მიეცა რჩევა, რომ უფრო მეტად რელიგიური ცხოვრებით ეცხოვრა, რათა ეპოვა სულიერი სიმშვიდე. ამის მიუხედავად შეტევები არ შემცირებულა და მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ანელიზ მიშელი, სახლში (კლინბენბერგში) ცხოვრობდა, ის გახდა აგრესიული, დაიწყო საკუთარი თავის დასახიჩრება, ცემა, კბენდა ოჯახის სხვა წევრებს. ის უარს აცხადებდა კვებაზე, ვინაიდან ამბობდა, რომ დემონები არ აძლევდნენ ამის უფლებას.

ეძინა ქვის იატაკზე, ჭამდა ობობებს, ტარაკნებს და სვამდა საკუთარ შარდს. საათების განმავლობაში ისმოდა მისი განწირული ყვირილი, ის ამტვერვდა ჯვარცმებს, იესო ქრისტეს ხატებს. ანელიზესთვის ბუნებრივი მდგომარეობა გახდა თვითდაშავება, საკუთარ შარდში ძილი ქვის იატაკზე, საკუთარი ტანსაცმის დახევა. მას შემდეგ რაც გაჩნდა მტკიცებულებები იმისა, რომ ანელიზე მიშელი იყო შეპყრობილი ეშმაკის მიერ, 1975 წლის სექტემბერში, ვურცბურგის ეკლესიის წინამძღვარმა, იოსებ სტანგლმა, მისცა უფლება არნოლდ რენცს და ერნსტ ალტს, ჩაეტარებინათ ეგზორციზმი ანელიზე მიშელისთვის. გამოვლინდა, რომ ანელიზესგან უნდა გაედევნათ 6 დემონი (ეგზორციზმის რიტუალში მთავარია ჩასახლებული დემონების ვინაობის დადგენა, რასაც როგორც წესი ძალიან დიდი დრო მიაქვს, თუმცა ამის გარეშე წარმატება გამორიცხულია, ეგზორციზმის დროს დადგინდა რომ ანელიზეში ჩასახლებული იყო 6 დემონი) ლუციფერი (რაც ყველაზე მეტად იწვევს ეჭვს), იუდა ისკარიოტელი, ნერონი, კაენი, ჰილტერი და ფლაიშმანი (ეს უკანასკნელი არის მე-16 საუკუნეში მოღვაწე დაცემული მღვდელი).

1975 წლის სექტემბრიდან 1976 წლის ივლისამდე კვირაში დაახლოებით ერთი ან ორი ეგზორციზმის სესია უტარდებოდა ანელიზეს. ზოგჯერ შეტევები იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი დაჭერა სამ კაცს უხდებოდა ან ჯაჭვითა აბამდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ანელიზეს მდგომარეობა გაუმჯობესდა, დაიწყო კვლავ ინსტიტუტში სიარული და ეკლესიაშიც დადიოდა. თუმცა შეტევები არ შეწყვეტილა, ის ხშირად ხდებოდა პარალიზებული. ეგზორციზმი გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ერთი და იგივე ლოცვებით. ანელიზ მიშელი ეგზორციზმის დროს ჩაიწერა 40 აუდიო კასეტა (ეს ადუიო მასალები შემდეგ გამოყენებულ იქნა სასამართლოზე მტკიცებულებად, ამ მასალის მოსმენა შეგიძლიათ youtube.com-ზე, თუმცა სუსტი ნერვების პატრონებს ვურჩევ თავი შეიკავონ). ეგზორციზმის უკანასკნელი სესია ანელიზეს ჩაუტარდა 1976 წლის 30 ივნისს, მას ამ დროს უკვე ჰქონდა ფილტვების ანთება, მაღალი სიცხე და

გამოფიტული იყო უჭმელობისგან. იმდენად დასუსტებული იყო, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეეძლო, იმ დღეს უტხრა დედამისს, რომ ძალიან ეშინოდა ანელიზე ცხოვრების უკანასკნელ დღეებში ასე გამოიყურებოდა, მანამდე კი სავსებით ნორმალური ახალგაზრდა იყო. მეორე დღეს 1 ივლისს ანელიზ მიშელი გარდაიცვალა. გამოძიება ღნიშნულ საკითხზე დაიწყო დაუყოვნებლივ. სასამართლოზე ვერ მოხერხდა იმის დამტკიცება, რომ ანელიზ მიშელი იტანჯებოდა ეპილეფსიითა და სერიოზული ფსიქიური აშლილობით (შიზოფრენიით), თუმცა რა თქმა უნდა ვერც იმის დამტკიცება გახდა შესაძლებელი, რომ ის ნამდვილად შეპყრობილი იყო დემონებით. მღვდელს მიესაჯა 6 თვიანი პატიმრობა და შემდეგ პირობითი მსჯავრი., თუმცა მშობლები ბოლომდე უჭერდნენ მხარს მღვდელს (ეგზორცისტს) და დარწმუებულები იყვნენ, რომ მათი გადაწყვეტილება იყო სწორი.

ამ საკითხზე გადაღებულია საკმაოდ ცნობილი ფილმი the exorcism of emily rose, რომელიც საკმაოდ კარგად ასახავს განვითარებულ მოვლენებს.

The Exorcism of Emily Rose

ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. 1976 წელს ეშმაკის განდევნის სეანსი, ახალგაზრდა გოგონას სიკვდილით დამთავრდა. მღვდელს, რომელმაც ჩაატარა განდევნა, მკვლელობა წაუყენეს, მაგრამ პროცესი ოფიციალურად იყო ინსცინირებული კათოლიკური ეკლესიით. სამართალის ძიებაში მღვდელი იკვლევს როგორ გაჩნდე დემონი დედამიწაზე, რომელმაც გოგო დაღუპა, და სცდილობს დაუმტკიცოს სასამართლოს ზებუნებრივი ძალების არსებობა, რომლებიც ადამიანების ცხოვრებაში იჭრებიან…

ფილმის გადმოწერა შეგიძლიათ აქედან

ინტერვიუ მამა თომასთან

ურნალისტი: თქვენი წიგნის წაკითხვის შემდეგ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეგზორციზმი არსი ლოცვის სახეობა. ასეა?
მამა თომასი: დიახ.
ჟურნალისტი: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უჩნდებათ კითხვა რა საჭიროა ეგზორციზმის ჩასატარებლად ეკლესია და მღვდელი, რატომ არ შეიძლება ყველა საჭირო ლოცვა მსხვერპლის მეგობარმა წაიკითხოს და შეასრულოს რიტუალი?
მამა თომასი: მართლაც შესაძლებელია, რომ ადამიანებმა თავად ილოცონ ბოროტის წინააღმდეგ. ხოლო როდესაც უშუალოდ ეკლესია ერევა არის ყველაზე მძიმე შემთხვევები. ამ შემთხვევებში აუცილებელია რიტუალი ჩაატარდეს ეკლესიურად და ეს გააკეთოს ადამიანმა რომელს პროფესიაც სწორედ ეკლესიას უკავშირდება. როდესაც შეხება გაქვს უშუალოდ ძლიერ დემონთან, შენ მას ზრდილობიანად ვერ სთხოვ წავიდეს, ასე არაფერი გამოვა. ვინაიდან ამ შემთხვევაში უბრალოდ ადამიანის ან მათი ჯგუფის ლოცვა არ არის საკმარისი, აქ აუცილებელია ჩაერთოს ეკლესია, ჩატარდერს წირვა. ამ შემთხვევაში ეკლესია უბრძანებს დემონს, რომ წავიდეს. აქ საუბარია იმაზე, რომ წასვლას ითხოვს ღვთის მიერ (თავად ქრისტეს) მიერ ავტორიზებული ადამიანი, ეკლესიის წარმომადგენელი.
ჟურნალისტი: ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ ”რიტუალის ძალა დამოკიდებულია იმაზე თუ რამხელა რწმენით აკეთებ მას.” იქნებ განავრცოთ ეს მოსაზრება.

მამა თომასი: თავად რიტუალს აქვს მთლიანად ეკლესიის ძალა, ვინაიდან ეს სრულიად საეკლესიო რიტუალია. შესაძლოა თავად ეგზორცისტს არ ჰქონდეს საკმარისი თავდაჯერებულობა, მაგრამ ამან იმოქმედოს, ვინაიდან მის უკან მთლიანად ეკლესია დგას. თუმცაღა როდესაც თავად პიროვნებას გააჩნია ქრისტეს რწმენა და იმის რწმენა რომ რიტუალის შედეგად შესაძლებელი იქნება გამარჯვება, ეს რა თქმა უნდა გაცილებით დიდ ძალას სძენს ეგზორციზმს.
ჟურნალისტი: თქვენი წიგნიდან აშკარად ჩანს, რომ იესოს სახელი დემონებისთვის განსაკუთრებულ ტანჯვასთანაა დაკავშირებული და განსაკუთრებული ძალა აქვს. თუ შეუძლიათ მათ ამ სიტყვის (მისი სახელის) უპატივცემულო ფორმაში წარმოთქმა თუ მათთვის ეს სიტყვა საერთოდ გამოუთქმელია? თავად ამ სიტყვას აქვს ძალა, თუ იმას როგორ იტყვის მორწმუნე (რამხელა რწმენითა და პატივისცემით იტყვის)?
მამა თომასი: ”რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.” (ფილიპელთა მიმართ 2:10-11), შესაბამისად დემონებს ყოველთვის ეშინიათ იესოს სახელის. ზოგადად ისინი ამ სახელს არასოდეს ამბობენ და რა თქმა უნდა ამ სახელის მოსმენაც მათთვის მსუქბუქად, რომ ვთქვათ არ არის სასიამოვნო, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან შეასრულონ ყველა ბრძანება, რომელიც ნაბრძანებია ამ სახელით. ერთადერთი როდესაც ისინი ამბობენ იესოს წმინდა სახელს არის ის შემთხვევა, როდესაც ადამიანის სხეულის დატოვებისას მათ ნაბრძანები აქვთ თქვან მისი სახელი, რაც იქნება იმის გამომხატველი, რომ ისინი საბოლოოდ დამარხდნენ. მე ვუბრძანე დემონებს ეთქვათ ”იესო არის უფალი” როდესაც ისინი ტოვებდნენ ადამიანს. ასევე ისინი რა თქმა უნდა ვერ იტანენ, როდესაც მორწმუნეები განსაკუთრებული მოწიწებით ახსენებენ მის სახელს ლოცვის დროს ან წირვის დროს. იესოს სახელი გამოხატავს ღვთის ძალაუფლებას ბოროტი ძალების მიმართ და ისინი ვალდებულნი არიან დაემორჩილონ მას.
ჟურნალისტი: არა ერთხელ მსმენია საკმაოდ დაუჯერებელი ისტორიები ეგზორციზმზე, რომლებშიც ფიგურირებს ოთახში ნივთების დამოუკიდეველი გადაადგილება, თაროებიდან ნივთების გადმოყრა, შეპყრობილის ჰაერში დაკიდება და ა.შ. თქვენ თუ შეხვედრიხართ მსგავს შემთხვევას?
მამა თომასი: არც თუ ისე ხშირად მქონია მსგავსი შემთხვევა. ეს არის ჰოლივუდის მეირ ამ თემაზე გადაღებული ფილმების გავლენა, სადაც რა თქმა უნდა ყველაფერი გაზვიადებულია, თუმცა ცხოვრებაში ეგზორციზმი გაცილებით ბანაულარდ მიმდინარეობს.
ჟურნალისტი: იქნებ მაშინ მითხრათ როგორ ანსხვავებთ იმას ადამიანი რეალურად შეპყრობილია, სულიერად ავადმყოფია თუ უბრალოდ თამაშობს?
მამა თომასი: ეგზორციზმის რიტუალი გვასწავლის – იმის დასადგენად ადამიანი შეპყრობილია თუ არა რეალურად დემონით არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი:
1. მსხვერპლი საუბრობს მისთვის უცნობ (ეზოთერულ) ენებზე;
2. აქვს არაადამიანური ძალა;
3. გააჩნია ოკულტური ცოდნა (როგორიცაა მაგ. ინფორმაცია ჰქონდეს საკითხზე, რომელიც არ შეიძლება სცოდნოდა და ა.შ.).
თუმცა ეს სია სრული არ არის.
ერთ-ერთი ან რამდენიმე ჩამოთვლილი ნიშანი მიუთითებს იმას, რომ საქმე გვაქვს ეშმაკით შეპყრობასთან. ადამიანები, რომლებსაც გამოხატული აქვთ აღნიშნული ნიშნები გვხვდებიან საკმაოდ იშვიათად თუმცა არსებობენ. როდესაც ეს ნიშნები საკმაოდ მცირედაა გამოხატული ვმუშაობთ პროფესიონალებთან, რათა გავიგოთ ეს გამოხატულებები რამდენად ბუნებრივია. როგორც კი ადამიანი გვეტყვის, რომ დემონი ყავს შეჩენილი ეგრევე შეპყრობილად არ ვაცხადებთ.
ადამიანს, რომელსაც პრობლემა აქვს დემონებთან, შესაძლოა ასევე ჰქონდეს ფსიქოლოგიური პრობლემებიც, ანუ სავსებით შესაძლებელია ერთ ადამიანს ჰქონდეს ორივე გამოხატულება. ამიტომ სასურველია მსხვერპლმა ორმაგი გამოჯანმრთელების გზა გაიაროს ეკლესიური (ეგზორციზმი) და ფსიქოლოგიური.
ჟურნალისტი: ანუ თქვენ იწვევთ პროფესიონალებსაც, რომლებიც პროცესში მონაწილეობას ღებულობენ?
მამა თომასი: დიახ. ფსიქიატრს ან ექიმს შეუძლია დაანახოს ეგზორცისტს სად არის პრობლემის სამედიცინო მხარე, რათა მან აქცენტირება სულიერზე გააკეთოს. რა თქმა უნდა საუკეთესოა მუშაობა სამედიცინო სფეროს იმ პროფესიონალებთან, რომლებსაც სწამთ ღმერთის და სჯერათ ეშმაკის არსებობის.

ჟურნალისტი: თქვენ ალბათ ბევრის სულიერი ბრძოლის გადატანა გიწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია რწმენა შეინარჩუნოთ შეურყევლად. თუ გაქვთ ჩვენთვის რაიმე რჩევა?
მამა თომასი: ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ,იყავით თავმდაბლები და მოწყალენი. ადამიანი ყოველთვის უნდა ეძებდეს რჩევას, დამცველს, ეკლესიას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი ცხოვრებისთვის.

ჟურნალისტი: თქვენ აღნიშნეთ, რომ ხშირ შემთხვევაში არა საეკლესიო პროფესიონალებიც არიან ჩართულნი ეგზორციზმის პროცესში. ყველაზე ხშირად რა ტიპის რეაქციებს ხვდებით მათი მხრიდან? ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი რაც ეგზორციზმთანაა დაკავშირებული არის სიგიჟე, თუ ისინი ეთანხმებიან ეკლესიას იმ მოსაზრებაში, რომ რაღაც არაბუნებრივი ხდება?
მამა თომასი: უმჯობესი იქნება თუ ვიტყვით რომ არა საეკლესიო პროფესიონალები ყველაზე ხშირად ჩართულები არიან საკონსულტაციო პროცესში და არ თავად ეგზორციზმის მიმდინარეობაში. თუმცა მე მქონია შემთხვევა, როდესაც პროფესიონალისთვის მითხოვია დასწრება ლოცვის პროცესზე, და ისინი ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან, რომ ეკლესია ლოცვით ახდენს ადამიანის განკურნებას, ეს სულიერი მკურნალობაა და არა ფსიქოლოგიური. ამით ისინი აღმოაჩენენ, რომ მეცნიერებას (მათთვის რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს) ზოგჯერ არ აქვს პასუხი ყველა კითხვაზე და არ გააჩნია ყველა შემთხვევაში ადამიანის მკურნალობისთვის საჭირო რესურსი. როდესაც პაციენტი შეპყრობილია, ეს ხშირ შემთხვევაში ბლოკავს ადამიანის ფსიქოლოგიურ და სამედიცინო განკურნების შესაძლებლობას, მაგრამ როდესაც ადამიანი თავისუფლდება დემონისგან მკურნალობის სხვა სახეები უკვე იღებს შედეგებს. როდესაც ფსიქოლოგი ესწრებოდა ჩემს მიერ ჩატარებულ ლოცვის სესიას, ის ყოველთვის განიცდიდა განცვიფრებას ღვთის ძალით, რომელიც განკურნავდა ადამიანს.
ჩემმა მეგობარმა ეგზორცისტმა ერთ-ერთ ლოცვის სესიაზე მოიწვია აგნოსტიკოსი ჟურნალისტები, რომლებიც უბრალოდ ხმას ვერ იღებდნენ გაოცებისგან, იმდენად ბევრი აუხსნელი რამ ნახეს. ამის ბოლომდე ახსნა მხოლოდ რწმენას შეუძლია.
როდესაც ჟურნალისტები წერენ ამ საკითხზე ეკლესია ყოველთვის მოითხოვს დაცული იქნეს ანონიმურობა. როდესაც მღვდლები საუბრობენ ამაზე გახსნილად (როგორც ამას მე ვაკეთებ), ისინი ყოველთვის გასცემენ ინფორმაციას, და ისტორიების მოყოლის დროსაც მხოლოდ შემოიფარგლებიან ისეთი დეტალებით, რომლებიც არ არის საკმარისი იმის დასადგენად თუ კონკრეტულად ვიზეა საუბარი. ეს კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ გამყარდეს ადამიანთა რწმენა.
ჟურნალისტი: რაც შეეხებათ არა კათოლიკეებს ან არა ქრისტიანებს, შეუძლია მღვდელს მათი დახმარება ეშმაკით შეპყრობის შემთხვევაში?
მამა თომასი: კი შეუძლია. არ არსებობს მსგავსი აკრძალვა, ეგზორციზმი შეიძლება ჩაუტარდეთ ადამიანებს, რომლებიც ან არაქრისტიანები არიან ან თუნდაც საერთოდ არ სწამთ. თუკი ეგზორციზმი სწორად ჩატარდება, ეს შეიძლება ამ ადამიანების რწმენის გაჩენის საფუძველიც გაჩნდეს, იმათთვის ვისაც არ სჯერა ქრისტესი ან საერთოდ არ სწამს. ეკლესიაში სიარული არ არის ეგზორციზმის ჩასატარებლად აუცილებელი პირობა. ყოველი ეგზორციზმი არის ღვთის ძალის ჭეშმარიტი მტკიცებულება.
ჟურნალისტი: თქვენ ახსენებთ წიგნში, რომ ამჟამად სატანა და დემონები საკმაოდ დაუძლურებულნი არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ იესო ქრისტეს დაბადებისა და გარდაცვალების ჟამს ისინი უფრო ძლიერები იყვნენ?
მამა თომასი: დიახ ეს ასეა.

მღვდელი ჰალორანი

მამა უოლტერ ჰალორანი:”ბავშვი ვარდებოდა კრუნჩხვებში და ხდებოდა ძალიან აგრესიული.”-განაცხადა უოლტერ ჰალორანმა St. Louis Post-Dispatch-თან ინტერვიუში – ”ამიტომ მამა ბოულდერნმა მთხოვა წავყოლოდი მას და მასთან ერთად ჩამეტარებინა ეგზორციზმი. დიახ ბავშვმა რიტუალის დროს გამიტეხა ცხვირი.”

ჟურნალისტი: რა იყო თქვენთვის ყველაზე გამაოგნებელი ფენომენი, მოვლენა, რომელსაც ეგზორციზმის ჩატარების პერიოდში შეესწარით?

უოლტერ ჰალორანი: ვფიქრობ ეს იყო ნიშნები ბავშვის ტანზე. არ ვფიქრობ, რომ ის რაც ბავშვის ტანზე ისახებოდა, შესაძლებელია თვითდაშავების შედეგი ყოფილიყო, ნიშნები, ნაკაწრები, სიტყვები, ციფრები და ა.შ. ჩნდებოდა ბავშვის ტანზე, სისხლიანი ჭრილობების სახით. როდესაც დემონმა საბოლოოდ შეიპყრო ბავშვი, ისეთი შეგრძნება გვეუფლებოდა თითქოს უკვე აღარაფრის შეცვლა აღარ შეიძლებოდა და საშველი არ იყო.

როდესაც ბავშვი კრუნჩხვაში ვარდებოდა ძალიან საშიში რამ შეიძლება მომხდარიყო, ის კი ვერ აცნობიერებდა ვერაფერს და ვერც იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც იდგა. ალბათ სწორედ ამან მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, იმან თუ როგორი უძლური შეიძლება გახდე რაღაც ძალის წინაშე.

ჟურნალისტი: თქვენ გახდით მოწმე ოთახში ნივთების დამოუკიდებლად გადაადგილების ან მოძრაობის?

უოლტერ ჰალორანი: დიახ. ერთ-ერთ ღამეს ბავშვის საწოლთან ვიყავი დაჩოქილი, საწოლი კი ხტუნავდა ზევით-ქვევით, კომოდზე მდგარი ნაკურთხი წყლის ჭურჭელიც გადმოვარდა და სანტიმეტრებში ამცდა.

ჟურნალისტი: თუ გახსენდებათ, რომელიმე კონკრეტული ლოცვა, რომელზეც დემონი განსაკუთრებულად რეაგირებდა?

უოლტერ ჰალორანი: იყო ფრაზები და რამოდენიმე ელემენტი, რომელზეც ბავშვი განსაკუთრებულად რეაგირებდა. როდესაც მამა ბოულდერნი ლოცვის დროს ახსენებდა ქრისტეს, უფალს, ან იესოს, ბავშვი ძალიან აჟიტირებული ხდებოდა, იგივე რეაქცია ჰქონდა ნაკურთხ წყალზე და წმ. მთავარანგელოზ მიქაელის ხსენებაზეც. ზოგი ლოცვა მოითხოვს ნაკურთხი წყლის შესხურებას, და ამ დროს როლანდი საშინლად აგრესიული ხდებოდა, იქნევდა ხელებს და ა.შ.

ჟურნალისტი: თქვენ ნახეთ ფილმი ”ეგზორცისტი” (აღნიშნული ფილმი სწორედ ამ რეალურ ისტორიაზეა გადაღებული. ფილმს ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა.)?

უოლტერ ჰალორანი: კი ვნახე ფილმი მაშინვე როგორც კი გამოვიდა. ფილმის სანახავად მამა ბოულდერნთან ერთად წავედი, ვფიქრობ, რომ ეს იყო მორიგი, ტიპიური ჰოლივუდური ფილმი, რომელიც იმისთვის იყო შექმნილი, რომ ხალხს მაქსიმალურად შეშინებოდა და კინოთეატრებიდან უხეშად, რომ ვთქვათ კივილის ხმა გასულიყო. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, ფილმი იყო სრულიად გაუგებარი და ზედმეტად გადატვირთულიმ იგივეს ფიქრობდა მამა ბოუდერნიც. მან ფილმის განმავლობაში არა ერთი უარყოფითი კომენტარი გააკეთა. ვიფიქრე კინოთეატრიდან გამოგვყრიდნენ.

ჟურნალისტი: ანუ სინამდვილეში ფილმში აღწერილი ბევრი ფაქტი არ მომხდარა?

უოლტერ ჰალორანი: არა, ეს უბრალოდ სასაცილო იყო. ფილმში ძალიან დიდი რაოდენობით სისულელე იყო ჩამატებული.

ჟურნალისტი: ეგზორციზმის რიტუალის ჩატარების განმავლობაში მარხულობდით?

უოლტერ ჰალორანი: მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არა, თუმცა მარხვას ვიცავდი.

ჟურნალისტი: პურით და წყლით?

უოლტერ ჰალორანი: არა ძირითადად ყავას ვსვამდი რამოდენიმე ნაჭერ გახუხულ პურთან ერთად.

ჟურნალისტი: მამა ბოუდენრიც მარხულობდა?

უოლტერ ჰალორანი: ძირითადად კი, თუმცა მუდმივად ვერ ახერხებდა ვინაიდან ძალიან იფიტებოდა (ეგზორციზმი 6 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა).

ჟურნალისტი: რამდენი წლის იყავით მაშინ?

უოლტერ ჰალორანი: 28 წლის.

ჟურნალისტი: ამ ისტორიაზე ფიქრისას კიდევ რა გახსენდებათ?

უოლტერ ჰალორანი: მოსანათლად რომ მიგვყავდა (ეს პირობითად იყო საჭირო, ვინაიდან პატარაობაში უკვე მონათლული იყო ლუთერანულ ეკლესიაში), მანქანაში ვერ ვაჩერებდით, მისი ბიძა იჯდა საჭესთან და რულს სტაცებდა, სანამ ეკლესიამდე მივედით დავეჯახეთ სატელეფონო ჯიხურს, სხვა მანქანებს და ა.შ. ნათლობის დროსაც ძალიან აგრესიული იყო, მე მიწევდა მისი დაჭერა, თუმცა ეს ძალიან რთული იყო. როდესაც მამა ბოუდერნი მიუახლოვდა მას, მან მღვდელს შეაფურთხა. 15-20 წუთი დაგვჭირდა, რომ როგორმე დაგვემშვიდებინა.

ჟურნალისტი: გეშინოდათ, რომ შეიძლება ეს სიცოცხლის ფასად დაგჯდომოდათ?

უოლტერ ჰალორანი: არა, სიმართლე გითხრათ ამის ნაკლებად მეშინოდა. მაგრამ გამუდმებით ვფიქრობდი რაღა მე? რატომ მოვხვდი მე ამ ისტორიაში. ერთ დღეს ბავშვმა გვთხოვა გავჩერებულიყავით, გაიხადა პიჟამო, სხეულის ზედა ნაწილი სულ სისხლში ჰქონდა, ნაკაწრები, ნიშნები და ა.შ. მან გვითხრა ”შემომხედეთ, მე ამის ატანა არ შემიძლია!”

ჟურნალისტი: თქვენი აზრით ეს ისტორია არის ჩვენი რწმენის მტკიცებულება და იმის, რომ დედამიწაზე იბრძვის ორი ძალა?

უოლტერ ჰალორანი: დიახ, და ვფიქრობ ამიტომ ვარ ასე იმედგაცრუებული ფილმით.

ამ თემის პირველმა ნაწილმა დაიმსახურა რამოდენიმე ადამიანის მოწონება და ეს გახდა ამ პოსტის დადების მიზეზი.

წყარო: finiki.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close