არქივი

კეთილი სამარიტელები ჩვენს რეალობაში

Image.geotorrents.com

ალბათ ყველას გაგიგიათ ბიბლიური იგავი კეთილ სამარიტელზე: მგზავრი ავაზაკებმა გაძარცვეს, დაჭრეს და დააგდეს ცოცხალმკვდარი. გზაზე ჩაიარა მღვდელმა, შეხედა მას და აუარა გვერდი. ასევე მოიქცა ლევიტელიც. ცოტა ხანში გამოიარა სამარიტელმა, შეებრალა, შეუხვია ჭრილობა, შესვა თავის სახედარზე, მიიყვანა სასტუმროში და მოუარა მას. სასტუმროს პატრონს ორი დინარი მისცა და მოვლის შემთხვევაში უფრო მეტს დაჰპირდა. იგავის დედააზრის მიხედვით, სწორედ ასეთი ადამიანის სიკეთე დგას ყველაფერზე მაღლა, რომელიც უსასყიდლოდ ეხმარება მისთვის სრულიად უცნობს. რეალურ ცხოვრებაში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდებიან “კეთილი სამარიტელები”.

Image.geotorrents.com
1. ბაო ქსიშუნი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადამიანად ითვლება – 2მ და 36 სმ. მისი ხელების სიგრძე 1 მეტრს აღემატება. 2006 წელს ექიმებმა მას დახმარება სთხოვეს: აუზში რამდენიმე დელფინს შემთხვევით პლასტმასის ნატეხები გადაეყლაპათ, რამაც საჭმლის მონელება გაუძნელათ და მადა დაუგდოთ. ვეტერინარები უძლურები აღმოჩნდნენ. ბაო კი ჩავიდა აუზში, მიუახლოვდა დელფინებს, გაუხსნა პირი და თავისი უზარმაზარი ხელებით სათითაოდ ამოუღო მუცლიდან ნატეხები, სადამდეც მიწვდა. საქმეს რომ მორჩა, მონღოლმა რეკორდსმენმა აფლოდისმენტების თანხლებით დატოვა იქაურობა.

Image.geotorrents.com
2. დაახლოებით 1 კვირის წინ, 4 ოქტომბერს 8 წლის გოგონა მეგობრებთან ერთად თამაშობდა ეზოში და უეცრად უცნობმა ადამიანმა მოიტაცა. ცუდი ამინდის გამო სახლში დარჩენილმა მოქალაქემ, ვიქტორ პერესმა საინფორმაციო გამოშვებაში მოისმინა ეს ამბავი და აღწერილობის მიხედვით მიხვდა, რომ ეს ქუჩის ბოლოში გაჩერებული წითელი პიკაპი იყო. ჩაჯდა თავის სატვირთოში და როგორც კი გამტაცებელმა დაძრა მანქანა, მაშინვე გვერდიდან მიაწვა და ამგვარად ცდილობდა ხელი შეეშალა მოძრაობაში. სამი ცდის შემდეგ მანქანა გაჩერდა, გოგონამ გადმოსვლა მოახერხა, გამტაცებელი კი გაიქცა. ვიქტორმა 911-ში დარეკა და სანამ პოლიცია არ მოვიდა, გოგონასთან ერთად იყო.

Image.geotorrents.com
3. ბრუკლინის მეტროთი ორი ახალგაზრდა ებრაელი სახლში ბრუნდებოდა დღესასწაულ ჰანუკას აღნიშვნის შემდეგ და თან განვლილ დღეს იხსენებდნენ. ამ დროს ათიოდე მგზავრი, ახალგაზრდა ბიჭები, მათ მიუახლოვდნენ და უთხრეს: “თქვე ბინძურო ებრაელებო, თქვენ მოკალით იესო. ყველა ებრაელი სიკვდილის ღირსია.” ეს შენიშნა იქვე ახლოს მჯდომმა მუსლიმმა ჰასან ასკარმა და შველა გადაწყვიტა. ერთ-ერთ მათგანს უკნიდან მივარდა და მიწაზე დააგდო, შემდეგ მის გზას გაუყენა კიდევ ორი, მაგრამ სხვები დაესხნენ თავს და საკმაოდ დაალილავეს :yes: თუმცა მგზავრებმა მოისაზრეს და საგანგებო მუხრუჭს მიაჭირეს, რის შემდეგაც დაცვა მოვიდა და სიტუაცია გაანეიტრალა. ებრაელები ყველაზე მეტად იმან ჩააგდო შოკში, რომ მათი დამხმარე მუსლიმი იყო.

Image.geotorrents.com
4. 2010 წლის 7 აპრილს ხულიენ დარეტი ნიუ-იორკის ქუჩებში მისეირნობდა მეგობარ გოგონასთან ერთად, რომ უეცრად შენიშნა, როგორ ჩავარდა რაღაც მდინარეში. ჯერ თოჯინა ეგონა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ეს პატარა ბავშვი იყო. ხულიენი დაუფიქრებლად გადახტა გაყინულ მდინარეში და ბავშვისკენ გაცურა, ხელი მაგრად ჩაჭიდა და რამდენიმე წუთში ამოსვლაც მოახერხა. ბავშვის მამამ აღარ იცოდა მადლობა როგორ გადაეხადა, გამვლელებმა კი მშრალი ტანისამოსი მიაწოდეს, რომ არ გაციებულიყო. ინტერვიუში ხულიენმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ ადრე არასდროს უქნია.

Image.geotorrents.com
5. კანადელი მარკ პეტერსონი ცოლთან და ქალიშვილთან ერთად მიდიოდა, როცა 12 წლის ბიჭს გარეული მთის კატა დაესხა თავს. გოგონამ ყვირილზე გაიხედა და მამას უთხრა, რომელმაც მაშინვე მიირბინა საშველად. ბიჭი მოკუნტული იყო და თავის დაფარვას ცდილობდა, ცხოველი კი ის-ის იყო, მის შეჭმას იწყებდა. მარკმა ხუთჯერ ჩაარტყა მუშტი ზურგში ცხოველს, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ მუცელზე მოხვია ხელები და გაგუდვა დაუწყო. ამან შედეგი გამოიღო და აწკმუტუნებული ცხოველი გაიქცა. ბიჭს ტანზე, სახეზე და ზურგზე ნაკაწრები ჰქონდა და სისხლი სდიოდა, ამიტომ სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცხოველი კი ადგილობრივებმა მოკლეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო.

Image.geotorrents.com
6. ჰორია კრეტენი მუშაობდა, როცა უეცრად ზემოდან ყვირილი გაიგონა. ახედვისას დაინახა, რომ ერთ-ერთი ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა. ჰორიამ სახანძრო კიბე გამოსწია და აცოცება დაიწყო ზემოთ. ფანჯარას რომ მიუახლოვდა, მამაკაცი დაინახა, რომელიც ვერ სუნთქავდა და ახველებდა. ის რომ გამოიყვანა უსაფრთხო ადგილას, ტირილი მოესმა და მიხვდა, სახლში კიდევ იყო ვიღაც. შევიდა შიგნით, თუმცა კვამლი რაიმეს დანახვაში ხელს უშლიდა. ამასობაში გამოძახებულმა მეხანძრეებმა კარი შეამტვრიეს და დაინახეს ჰორია ფარდაში გახვეულ 4 წლის ბავშვთან ერთად. მამაცმა ახალგაზრდამ ბიჭი დაზიანების გარეშე გამოიყვანა. რამდენიმე დღის შემდეგ ის მიიწვიეს გადაცემაში “Good Morning America”, სადაც პირდაპირ ეთერში თავის შეყვარებულს ხელი სთხოვა (ისიც დათანხმდა :yes: ).

Image.geotorrents.com
7. ლოს ანჯელესის საინფორმაციო გამოშვების ყურებისას მღვდელმა ბენი ნიუტონმა შეიტყო, რომ მეზობელ ქუჩაზე ქურდები თავს დაესხნენ სატვირთოს მძღოლს რეგინალდ დენის. ის მაშინვე გაეშურა შემთხვევის ადგილზე, სადაც დენი აღარ დახვდა, ხოლო ბანდას ახალი მსვერპლი ამოერჩია – ისინი მშენებლობის მუშას, ფიდელ ლოპესს სცემდნენ უმწყალოდ. შემდეგ 2 000$ წაართვეს, გააშიშვლეს და შესასხურებელი საღებავით მკერდი და ზურგი შეუღებეს. ამის შემდეგ კი ყურის მოჭრა დაუპირეს. ბენი მივარდა და დაუძახა – “თუ მაგას მოკლავთ, ჩემი მოკვლაც მოგიწევთ”-ო. ბანდის წევრები უეცრად დამშვიდნენ და გონს მოეგნენ, შემდეგ კი გაიფანტნენ. ბენმა აღარ დაუცადა სასწრაფოს მოსვლას და ფიდელი თავად წაიყვანა საავადმყოფოში.

Image.geotorrents.com
8. 1982 წლის 13 იანვარს მარტინ სკუტნიკი სამუშაოდან სახლში ბრუნდებოდა, რომ უცებ დაინახა, როგორ გაუჩნდა ცეცხლი თვითმფრინავს და გაყინულ მდინარეში ჩაეშვა. თვითმფრინავიდან გამოსვლა თითქმის შეუძლებელი იყო, ხოლო ვინც ახერხებდა, ყინულებიდან თავს ვერ აღწევდა. სამაშველო ვერტმფრენი მოფრინდა, მაგრამ ამაოდ – მგზავრები ისე იყვნენ დასუსტებულნი, რომ თოკს ვერ ეჭიდებოდნენ. ამის დანახვაზე სკუტნიკი წყალში გადახტა და მგზავრების ამოყვანაში დაეხმარა მათ. ერთი თვის შემდეგ რონალდ რეიგანმა ის სხდომაზე მიიწვია, სადაც ხანგრძლივი აფლოდისმენტები დაიმსახურა.

Image.geotorrents.com
9. 2010 წლის 18 აპრილს გვატემალელმა ემიგრანტმა ჰუგო ალფრედო ტელ-იაქსმა შენიშნა, როგორ ცდილობდა გამვლელი ქალის გაძარცვას ერთ-ერთი ავაზაკი და დასახმარებლად გაეშურა, მაგრამ ქურდმა დანა ამოიღო და დაჭრა. ჰუგო წაიქცა და სისხლისგან იცლებოდა. ქურდი და ქალბატონი კი სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ, ისე რომ დახმარებას არც გამოუძახეს. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, კამერებმა უფრო ამაზრზენი რამ დააფიქსირეს – 18-მა ადამიანმა ისე ჩაუარა მას, რომ ზედაც არ შეხედეს. ერთ-ერთი დასახმარებლად მივიდა, მაგრამ სისხლის დანახვაზე თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. 15 წუთში დახმარება მოვიდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო – ჰუგო გარდაცვლილი დახვდათ, ის ქურდი კი დღესაც თავისუფალია :(

მსგავსი ამბები

Back to top button