არქივი

ვიკიპედია

56498f596df9

ვიკიპედიაარის მრავალენოვანი, თავისუფალი, ღია ვიკი-ენციკლოპედია. ვიკიპედია შეიქმნა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტის ორგანიზატორია ამერიკული ფონდი ვიკიმედია.

პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ მოიპოვა პოპულარობა ინტერნეტის მომხმარებლებს შორის და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ქართულ ენაზე ამ დროისთვის 30 ათასზე მეტი სტატიაა ვიკიპედიაში.

ინგლისურენოვანი განყოფილება დღეისათვის ყველაზე დიდია და შეიცავს სამ მილიონამდე სტატიას. მას მოჰყვებიან: გერმანული, იაპონური, ფრანგული, შვედური, პოლონური და სხვა ვიკიპედიები. სულ კი ვიკიპედია 230-მდე ენაზე მუშავდება.

პროექტის თავდაპირველი ორგანიზატორები იყვნენ ჯიმი უეილზი (Jimmy Wales), ფირმა Bomis-ის აღმასრულებელი დირექტორი და ლარი სენგერი (Larry Sanger). პირველი 13 თვის განმავლობაში კომპანია Bomis აფინანსებდა ლ.სენგერს ვიკიპედიის პირველი სტატიების შესაქმნელად.

ვიკიპედია სრულად პასუხობს ე.წ. „ვიკის“ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერი სტატიის თავისუფალი რედაქტირება და მისი შინაარსის გავრცელება. ამ შესაძლებლობიდან გამომდინარეობს ვიკიპედიის ერთი მნიშვნელოვანი თვისება: საავტორო უფლებების არქონა. „GNU-ს საზოგადოებრივი ლიცენზიის“ თანახმად, არავის შეუძლია მოითხოვოს რაიმე უფლება ვიკიპედიის მასალებზე.

ვიკიპედიის პროექტის კრიტიკის ერთი უმთავრესი პუნქტი არის ის, რომ სტატიის რედაქტირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს (მათ შორის არაპროფესინალს! ) და არავინაა პასუხისმგებელი ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე. ამის საპირისპირო არგუმენტია აზრი იმის შესახებ, რომ ვიკიპედიის მოხმარების და მასში ცვლილებების შეტანის სიადვილე ხელს უწყობს მასალების სიზუსტისა და აქტუალობის ამაღლებას.

წარმოქმნილი გაურკვევლობები და სადავო მომენტები განხილულ უნდა იქნეს ძირითადი ტექსტის გარეთ, სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ გვერდებზე, რომლებსაც ჰქვია განხილვა.
ვიკიპედიას არ ჰყავს რედაქტორთა ცენტრალიზებული შემადგენლობა, მთელი მასალა ივსება მონაწილეების, ვიკიპედიელების მიერ. ყველა მათგანს უფლება აქვს დაწეროს სტატია ნებისმიერ თემაზე და შეასწოროს სხვის მიერ უკვე დაწერილი სტატია. უფრო აქტიური ვიკიპედიელები შეიძლება გახდნენ ადმინისტრატორები, მაგრამ ეს თანამდებობა მას უფრო მეტ ვალდებულებებს აკისრებს, ვიდრე რაიმე უფლებებს ანიჭებს.

მსგავსი ამბები

Back to top button